მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-22
ბიძინა ივანიშვილი: "რა ნომერიც უნდა დააწერონ შუბლზე ბაქრაძესა და მერაბიშვილს, მე მათ დებატებში არ დავუჯდები" გერა მამულაშვილი

"კოალიციის ლიდერი ვარ მე და, შესაბამისად, პრემიერობის კანდიდატი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს მასთან დებატების სანაცვლოდ ჰპირდება, რომ უხერხულ შეკითხვებს არ დაუსვამს. მისი თქმით, იმისთვის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" და ხელისუფლების ლიდერმა სააკაშვილმა მასთან დებატებში დაჯდომა გაბედოს, აუცილებლად მიაჩნია, ამგვარი პირობა მისცეს:
"არ შევახსენებ არც ერთ მის მიერ ჩადენილ შეცდომას, ოღონდ მოვიდეს და დაჯდეს დებატებში, მხოლოდ პერსპექტივაზე და ქვეყნის განვითარებაზე ვესაუბრები. გარანტიას ვაძლევ, არც ერთ უხერხულ კითხვას ჩადენილ შეცდომებზე არ დავუსვამ და თუ მაინც ვერ მოვა სააკაშვილი, რა ნომერიც უნდა დააწერონ შუბლზე ბაქრაძეს და ვანო მერაბიშვილს, მე მათ დებატებში არ დავუჯდები, იმის მიუხედავად, რომ ნაცნობობა მაკავშირებს მერაბიშვილთან, საზოგადოება ამას არ მიიღებს, ჩვენ ერთნაირი წონის არ ვართ".
მისივე განმარტებით, არსებობს კიდევ ერთი გზა - ბიძინა ივანიშვილის პირისპირ დებატებში დაჯდეს ხელისუფლების არანაკლებ შვიდი და არაუმეტეს 12 წარმომადგენელი. უფრო მეტი ადამიანი, ივანიშვილის აზრით, აურზაურს გამოიწვევს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ "ნაციონალური მოძრაობა" მომავალ პრემიერმინისტრობის კანდიდატსაც დაასახელებს, ივანიშვილი მზად არის, ამ კანდიდატთან დებატებისთვისაც:
"საქართველოში დღეს არის ორი გამოკვეთილი ძალა, სახელისუფლებო ძალა და კოალიცია "ქართული ოცნება". ამ კოალიციის ლიდერი ვარ მე და, შესაბამისად, კანდიდატი პრემიერობის, ანუ ქვეყნის პირველი პირობის პოსტზე. მომავალი პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღევანდელ საპენსიო თანამდებობაში არ აგერიოთ. თუ ისინი პრემიერობის კანდიდატს დაასახელებენ, რასაც სააკაშვილი დღემდე ვერ ბედავს და თუ იტყვიან, რომ ეს იქნება მერაბიშვილი, აუცილებლად დავუჯდები მას ტელედებატებში. რაც შეეხება დავით ბაქრაძეს, ვერ გამირკვევია, მას რეალურად რა ევალება, ყველა კითხვაზე ერთსა და იმავე პასუხს სცემს და მასთან დებატები მოსახლეობისთვის საინტერესო არ იქნება".
ივანიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღემდე საპენსიო პოსტია და ვანო მერაბიშვილი შს სამინისტროდან "გამოძევებით" და ამ პოსტზე დანიშვნით დააქვეითეს: "ამიტომ ვერც ვანო გამოდგება ჩემს საპირწონედ და არ იქნება საინტერესო".
"ქართული ოცნების" ლიდერმა "ნაციონალური მოძრაობა" კომუნისტურ პარტიას შეადარა და აღნიშნა, რომ სახელისუფლებო ძალა ყველა ეროვნული დღესასწაულის "ნაციონალური მოძრაობის" დღესასწაულად გადაქცევას ცდილობს: "მათი სახით დღეს ჩვენ კომუნისტური პარტია მოგვევლინა".
თავის მხრივ, "ნაციონალური მოძრაობის" პრემიერობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი მზად არის, მონაწილეობა მიიღოს დებატებში "ქართული ოცნების" პრემიერმინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილთან. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა:
"იმედს გამოვთქვამთ, რომ ივანიშვილი არ გაექცევა გამოწვევას, დადებითად გამოეხმაურება ამ წინადადებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაუპირისპირდება "ნაციონალური მოძრაობის" პრემიერმინისტრობის კანდიდატს".
თაქთაქიშვილმა არასერიოზული უწოდა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ დებატებში იწვევს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს ან მთლიანად მთავრობის შემადგენლობას: "ძნელია, რომ ამ წინადადებას სერიოზული შეფასება მივცეთ, მაგრამ ჩვენ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესს".
მისივე თქმით, მოქალაქეების ინტერესს წარმოადგენს, უშუალოდ მოისმინონ პოლიტიკური კონკურენტებისგან, რას გეგმავენ ისინი, რომ ხალხის წინაშე არსებული პრობლემები გადაიჭრას.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ვანო მერაბიშვილი იწვევს წინასაარჩევნო პოლიტიკურ დებატებში "ქართული ოცნების" პრემიერობის კანდიდატს არა იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან გვსიამოვნებს ბატონ ივანიშვილთან კომუნიკაცია, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი თანამოქალაქეების ლეგიტიმურ ინტერესს - პირდაპირ ეთერში, სატელევიზიო დებატების ფორმატში გაიგონ განსხვავებული პოზიციები ორი რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური ძალის პრემიერობის კანდიდატებისგან", - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
ამ ფონზე, "ლეიბორისტული პარტია" მოითხოვს, "ქართულმა ოცნებამ" და ხელისუფლებამ დააკონკრეტონ, თუ სად და როდის დაუჯდებიან დებატებში შალვა ნათელაშვილს, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ჯიბლაძემ განაცხადა.
"ლეიბორისტების" მოწოდებაზე, გამართულიყო პირდაპირი სატელევიზიო დებატები, ხელისუფლებისა და მისი სატელიტის - "ქართული ოცნების" მხრიდან თანხმობის შესახებ გაკეთდა შიშნარევი, ზოგადი განცხადებები. მოვითხოვთ დააკონკრეტონ, როდის, რომელ ტელევიზიებში დაგვიჯდებიან პირდაპირ ეთერში და თავი დაანებონ ჩირგვებში ჯდომით დროის გაყვანას", - განაცხადა ჯიბლაძემ.
მისივე თქმით, შალვა ნათელაშვილი მზადაა, დებატებში დაუჯდეს როგორც ბიძინა ივანიშვილს და მიხეილ სააკაშვილს, ასევე დავით ბაქრაძეს და ვანო მერაბიშვილსაც.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სექტემბრიდან ტელედებატებს იწყებს. ამის შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"საზოგადოებრივი მაუწყებელი განუხრელად ასრულებს საქართველოს საარჩევნო კოდექსისა და მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. ამ მოთხოვნების საფუძველზე და თავისუფალ, დემოკრატიულ საარჩევნო პროცესში საზოგადოებისათვის ინფორმირებული არჩევანის საშუალების მისაცემად საზოგადოებრივი მაუწყებელი სექტემბერში გეგმავს ტელედებატებს კვალიფიციური სუბიექტების აუცილებელი მონაწილეობით.
საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მაუწყებელი მიესალმება ამ დებატებში საარჩევნო სიების პირველი ნომრებისა და პრემიერმინისტრობის კანდიდატების მონაწილეობას.
დებატების ორგანიზებაში, ისევე, როგორც 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების პერიოდში, ჩართულია ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტო და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი", - განაცხადა ჭანტურიამ.












fs22



კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი