მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-22
ივანიშვილი მზადაა, კახელებს დამატებითი თანხები გადაურიცხოს

fs22 "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თუ ხელისუფლება მის მიერ უკვე გადარიცხული 80 მილიონის ხარჯვის მიზონობრიობას წარუდგენს და დაასაბუთებს, რომ ეს თანხა საკმარისი არ იყო სტიქიით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად, მზად არის, კახი კალაძესთან ერთად, კიდევ გადარიცხოს თანხა.
როგორც გუშინ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის წინ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კახი კალაძეს ამ თემაზე უკვე ესაუბრა და ის თანახმაა კახეთის რეგიონს მორიგი სტიქიით მიყენებული ზარალის დასაფარად თანხები გადარიცხოს.
"ძალიან ცუდია, რომ ამ გაჭირვებულ ჟამს ბუნებაც განსაცდელს გვიმზადებს. ისედაც გაჭირვებული ჩვენი მოსახლეობა ამ სტიქიით მიყენებულ განსაცდელსაც უპირისპირდება. მორიგი სტიქიის გამო, კახეთში ისევ მძიმე მდგომარეობაა. საგარეჯოში 50 პროცენტამდე მოსავალია განადგურებული. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით მათ დავეხმაროთ, მაგრამ კანონიერი დახმარების საშუალება არ გვაქვს. ის ირიბი გზა, რაც 80 მილიონის გადარიცხვის სახით გამოვნახე, ამ ხალხის სასარგებლოდ გამოყენებული არ არის. კეთილი ინებონ და ხალხს აუნაზღაურონ დანაკლისი, არა მოგონილი თანხებით, არამედ - ზარალის შესაბამისად. თუმცა ამ ხელოვნური თანხების დარიგებითაც გამოდის, ყელყელაობს და ტრაბახობს ჩვენი პრეზიდენტი.
კეთილი ინებოს და მოგვახსენონ, როგორ გახარჯეს ეს თანხა. მთელი მთავრობის წევრების იქ ჩაყრით ხალხს არ ეშველება. ეს დასაქმების სამინისტროს შექმნას ჰგავს. როგორც ეს სამინისტრო ვერ დაასაქმებს ხალხს, ისე მთავრობის წევრების კინწისკვრით ჩაყვანით არ ეშველებათ გაჭირვებულებს და ვერ დაუბრუნდებათ დაკარგული მოსავალი. მთავრობის წევრები არაფრის გამკეთებლები არ არიან", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მედიანიუსი






fs22



კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი