მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-22
საქართველოში შეიძლება ასლან აბაშიძე და ლევან მამალაძე დაბრუნდნენ?!

ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აგორებულ პიარკამპანიაში მას შევარდნაძის დროინდელი თანამდებობის პირების, ბიზნესმენებისა და კანონიერი ქურდების დაბრუნებაში ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით "ახალი თაობა" "ქართული ოცნების" წევრ დავით კუპრეიშვილს ესაუბრა.
- ბატონო დავით, ერთ-ერთ ნაციონალისტურ გაზეთში დაიბეჭდა სტატია, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ივანიშვილი საქართველოდან გაქცეული მაღალჩინოსნების დაბრუნებას აპირებს. დასახელებული იყო თანამდებობის პირებისა და ბიზნესმენების გვარები, ჩხარტიშვილი, ქიბარ ხალვაში, ირაკლი ოქრუაშვილი, ბიძინა გიორგობიანი. ამასთან დაკავშირებით რას იტყვით?
- საქართველოდან გაქცეული ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დევნილია ამ ხელისუფლების მიერ, უნდა დაბრუნდეს. ვინც თქვენ ჩამოთვალეთ, ისინი პოლიტიკური დევნილები არიან, მით უმეტეს ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, საქართველოს რაღაც სიკეთე მოუტანონ, მის აღმშენებლობაში წვლილი შეიტანონ, ყველა უნდა დაბრუნდეს, პირველ რიგში - პოლიტიკური დევნილები. ბატონმა ივანიშვილმა რუსთავში განაცხადა, უამრავი პოლიტპატიმარი გვყავსო. სამტრედიაში დააპატიმრეს მოჭიდავე იმის გამო, რომ ლადო ვარძელაშვილი გააკრიტიკა და ოთხმოცი დღით პატიმრობა მიუსაჯეს. როგორ შეიძლება, ბიძინა გიორგობიანი გერმანიას თავს აფარებდეს. მას წვლილი მიუძღვის ეროვნულ მოძრაობაში, 90-იან წლებში უზენაესი საბჭოს დეპუტატიც იყო. როცა ეს ხელისუფლება მოვიდა სათავეში, ის დანიშნეს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელად. მოკლე ხანში აღმოაჩინა, რა კორუფცია ტრიალებდა სატყეო სისტემაში. კორუფციაში მან ამხილა ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი.
- არის ეჭვი, რომ შეიძლება საქართველოში დაბრუნდნენ ასლან აბაშიძე, ლევან მამალაძე. ამაზე რა აზრის ხართ?
- ყველას ვუდგები ერთი საზომით. ის ადამიანები, რომლებსაც ჩადენილი აქვთ ქვეყნის წინაშე დანაშაული, რომლებიც კორუფციაში არიან გახვეული თუ მექრთამეობაში - ყველა მათგანი უნდა დაისაჯოს, მაგრამ მხოლოდ ობიექტური, სამართლიანი სასამართლოს მიერ. ძალიან კარგად მახსოვს ასლან აბაშიძის, ლევან მამალაძის საქმიანობაც, ირაკლი ოქრუაშვილზეც სერიოზული ხმები დადიოდა, რომ იარაღის ყიდვა-გაყიდვაში დიდი ფული იშოვა. ყველა უნდა დაისაჯოს. 7 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილს დაუსვეს შეკითხვა ჟურნალისტებმა, ამ ხელისუფლებას ძალაუფლებიდან წასვლის შემდეგ ეპატიება მისი დანაშაულებიო? ბატონმა ბიძინამ უპასუხა, რომ ყველა გასამართლდება ობიექტური სასამართლოს მიერ. შევარდნაძის დროინდელმა ჩინოვნიკებმაც ბევრი ხვლიპეს და ისინი სააკაშვილის გუნდელებთან ერთად ატყავებდნენ საქართველოს. სააკაშვილი რომ ამბობს, ის შევარდნაძის ძველი მინისტრები არიან, სულაც არა, გაგახსენებთ, რომ მაჭავარიანი, ბარამიძე, მერაბიშვილი, სააკაშვილი მოქკავშირის წამყვანი პოლიტიკური ელიტა იყო. სააკაშვილი ასხამდა ქება-დიდებას კახა თარგამაძეს, მადლობა, რომ არჩევნები მოგვაგებინეო. ლევან მამალაძის ბევრი ცუდი ქმედება მახსოვს, ქვემო ქართლიდან აზერბაიჯანელების ხმები მოდიოდა მოქკავშირის სასარგებლოდ. სასამართლო რომ გაასამართლებს ამ ადამიანებს, მაშინ ხელისუფლებაში მოსვლას არ ეცდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ვიწრო პირადი ინტერესით იმოქმედებენ და გამდიდრებისთვის გამოიყენებენ ძალაუფლებას. საქართველოში ორჯერ მოხდა ძალით პრეზიდენტის ჩამოგდება, ახლა სააკაშვილს ისე მიჰყავს საქმე, რომ, არ არის გამორიცხული, ისიც ძალით ჩამოსაგდები გახდეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ხალხი, რომელიც მოდიოდა დღემდე ხელისუფლებაში, ქვეყანას უყურებდა, როგორც მეწველ ძროხას.
- ხელისუფლება აპელირებს იმაზე, რომ ივანიშვილი, გაქცეული თანამდებობის პირების გარდა, ე.წ. კანონიერ ქურდებსაც მისცემს საქართველოში დაბრუნების საშუალებას. როგორია თქვენი პოზიცია ამაზე?
- ყველა პოლიტიკური დევნილი უნდა დაბრუნდეს, მაგრამ ის, რასაც ცდილობს ხელისუფლება, მიაკეროს ივანიშვილს, თითქოს მას კრიმინალური სამყაროს აღორძინება სურს, სისულელეა. ხალხი არ უჯერებს ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ამ კამპანიას. ბატონმა ბიძინამ თქვა, მთელ მსოფლიოს გავაოცებთ ჩვენი დემოკრატიულობითო. დემოკრატიული სახელმწიფო ანარქიას და ქაოსს კი არ ნიშნავს. დემოკრატიული სახელმწიფო ნიშნავს კანონის უზენაესობას. "ქაოსი სწორედ ის არის, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს. ჩინოვნიკები, რომლებიც ელიტურ კორუფციაში მასობრივად არიან გახვეული, ცალ-ცალი კალოშით მოვიდნენ ხელისუფლებაში და ახლა გამდიდრდნენ.
- ბურჯანაძის პარტიამ ოფიციალურად განაცხადა უარი არჩევნებში მონაწილეობაზე "ქართული ოცნების" სასარგებლოდ. როგორ აფასებთ ამ ნაბიჯს?
- მისასალმებელი ნაბიჯია. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება სააკაშვილის ხელისუფლებას, მაგრამ მონაწილეობს არჩევნებში, პირველ რიგში ხმებს წაართმევს კოალიცია "ქართულ ოცნებას". ეს ხმები დაიქსაქსება. სადავო არ არის, რომ ბურჯანაძეს საკმაო რაოდენობის მომხრეები ჰყავს საქართველოში. განსაკუთრებით 26 მაისის შემდეგ ხალხმა დაინახა, რომ ბურჯანაძის მომხრეები და მისი მოძრაობა სერიოზული მოწინააღმდეგეა სააკაშვილის, მით უმეტეს, მათი მონაწილეობა არჩევნებში გამოიწვევდა ოპოზიციის ხმების დაქსაქსვას. ამიტომ ეს სწორი ნაბიჯია. დღეს ბევრი პარტია მონაწილეობს არჩევნებში, ფსევდოოპოზიციაზე არ ვლაპარაკობ. ყველა ის პარტია, რომელიც სააკაშვილის მოწინააღმდეგეა, მონაწილეობს არჩევნებში. ვერავის დავავალდებულებ, მაგრამ, სასურველი იქნებოდა, უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობაზე და თავისი მომხრეებისთვის ეთხოვა, მხარი დაეჭირათ "ქართული ოცნებისთვის." წვრილ-წვრილი პარტიები ვერ გადალახავენ 5%-ს. სააკაშვილი და მისი გუნდი დიდი ხანია, რაც ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდნენ, ემზადებიან არჩევნების გაყალბებისთვის. იმიტომ ვაფასებ ბურჯანაძის გადაწყვეტილებას, რომ, ყველა სხვა პარტიასთან შედარებით, ყველაზე ძლიერი იყო და შანსი ჰქონდა გადაელახა ბარიერი, მაგრამ გადააბიჯა თავის ამბიციებს და ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა.
- ივანიშვილმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, ბურჯანაძეს შესთავაზოს მთავრობაში ერთ-ერთი საკვანძო თანამდებობა. თქვენი აზრით, რა თანამდებობა შეიძლება იყოს ეს?
- მე შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ პოლიტიკოს ქალბატონებში დღეს ნინო ბურჯანაძე ყველაზე გამორჩეული და ძლიერი ფიგურაა. არაფრით არ შეიძლება მისი დაკარგვა. მე ვფიქრობ, ქალბატონი ნინო წარმატებით იღვაწებდა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე.
- "ქართულ ოცნებას" ცესკომ #7 ჩამოართვა და მიაკუთვნა #41. რამდენად კანონიერი იყო ცესკოს ეს გადაწყვეტილება?
- ისე არიან დარეტიანებული ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, რომ მათ სატელიტური თეფშებისაც კი ეშინიათ. ციფრ შვიდიანისაც კი შეეშინდათ. აბსოლუტურად უკანონოდ წაართვეს ეს ციფრი. კოალიციისთვის ამას არა აქვს მნიშვნელობა, არც ამომრჩევლისთვის ექნება მნიშვნელობა. ნაციონალებმა საკუთარი თავი გამოავლინეს, როგორც ჭინჭყლმა ბავშვებმა. კოალიციის მაისურებს ეწერა შვიდიანი, ბანერები იყო შვიდიანით აღნიშნული. აღარ იქნება ეს მაისურები, მეტი რა დააკლდება კოალიციას ამით? არაფერი. ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების ბოლო გაბრძოლება. რაც მეტ ასეთ უაზრო ნაბიჯს გადადგამს ხელისუფლება, მით უკეთესია ჩვენთვის და მით უარესია მათთვის. ევროკავშირის დამკვირვებლებიც ჩამოვიდნენ. ყოველივე ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებლები ინფორმირებული არიან. ცესკოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ცესკო არის ნაცმოძრაობის ქვეგანაყოფი, მისი ბრძანებების უსიტყვო შემსრულებელი, იმ პარტიებმა კი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კოალიციის წინააღმდეგ ამ გადაწყვეტილებას, კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არიან ნაცმოძრაობის სატელიტები.






fs22

ავტორი: fs22 თამარ ნინიძე


კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი