მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-31
თამარ ჩხეიძე: "რუსეთს სურს, ქართველებსა და მუსლიმებს შორის შეტაკება მოხდეს"

ინტერვიუ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე თამარ ჩხეიძესთან

- გავრცელდა სამი ვერსია ლაფანყურის სპეცოპერაციის თაობაზე: 1. ის, რომ მებრძოლები დაღესტნიდან რუსმა სპეცსამსახურებმა საქართველოს ტერიტორიისკენ გამოდევნეს; 2. რუსეთმა ამით მოსინჯა ქართველი ძალოვნების საბრძოლო მზადყოფნა და 3. რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი. თქვენი აზრით, ამ ვერსიებიდან რომელია უფრო დამაჯერებელი?
- მე უფრო ვფიქრობ, რომ რეალობასთან ახლოს არის პირველი ვერსია, ანუ ის, რომ რუსებმა მებრძოლები გამოდევნეს ჩვენი ტერიტორიის მიმართულებით. ყველაზე შემაშფოთებელი ჩემთვის ის არის, რომ სისხლი დაიღვარა და არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ არ შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება. რუსეთისთვის ხელსაყრელია, მოხდეს შეტაკება ქართველებსა და მუსლიმან მებრძოლებს შორის.
- რატომ არის რუსეთი ამით დაინტერესებული?
- რუსეთი, ცხადია, დაინტერესებულია იმით, რომ ქართველებსა და ჩრდილოკავკასიელებს შორის ჩამოვარდეს მტრობა, ის არეულობა და ბრძოლები, რომლებიც მის ტერიტორიაზეა, სურს, გადმოვიდეს ჩვენს ტერიტორიაზე.
- რუსეთს სურს, ტერაქტებმა საქართველოს ტერიტორიაზეც გადმოინაცვლოს?
- ზოგადად უნდა, რომ სისხლი ჩამოწვეს ჩვენ შორის. მე არ ვიცი ზუსტად დეტალები, ძნელია საუბარი, მაგრამ, ეჭვი მაქვს, რომ შეიძლებოდა სისხლის თავიდან აცილება.
- თუმცა, როცა ბაჩო ახალაიაა შს მინისტრი, სისხლის ღვრის თავიდან აცილების შანსი ნაკლებია.
- დიახ, სწორედ ამას ვაქცევ ყურადღებას, რომ ბაჩო ახალაია ისეთი პიროვნული თვისებების მქონე ადამიანია, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ შეეცდებოდა სისხლის ღვრის თავიდან აცილებას. ის ცნობილია, როგორც სისხლიანი ადამიანი. ეჭვი მაქვს, მაგრამ ამის დამტკიცება არ შემიძლია. იქ შეიძლება გაცილებით ნაკლები სისხლი დაღვრილიყო ან უსისხლოდ დასრულებულიყო სპეცოპერაცია. ვფიქრობ, ის ადამიანები გამოექცნენ რუსეთის ძალოვან სტრუქტურებს. ისინი არ იყვნენ საქართველოსადმი მტრულად განწყობილი, მათთან უფრო მშვიდობიანად შეიძლებოდა ურთიერთობის გარკვევა.
- რუსეთის "ფეესბემ" გაავრცელა ცნობა, რომ არავითარი საზღვრის დარღვევა არ მომხდარა, თითი გამოიშვირა თბილისისკენ და ყველაფერს პროვოკაცია უწოდა. თქვენი აზრით, რატომ გავრცელდა ასეთი ინფორმაცია?
- ისეთ ძალებთან გვაქვს საქმე ამ ხელისუფლების სახითაც და რუსეთის მხრივაც, რომ გამორიცხული არაფერია, მაგრამ, საერთო კონტექსტიდან გამომდინარე, რაც ხდებოდა დაღესტანში, ნაკლებად მგონია, რომ გათამაშებული ამბავია და არავინ შემოსულა. დრო გვიჩვენებს. უფრო მგონია, რომ საზღვრის დარღვევა იყო, რაც რუსეთს ხელს აძლევდა, რათა ქართველებსა და ამ მებრძოლებს შორის ჩამოწოლილიყო სისხლი. თუ სისხლი არ დაიღვრებოდა, მაშინ რუსეთი იმას იტყოდა, რომ "ბოევიკები" შეიფარეს და ჩვენ წინააღმდეგ იყენებენო.
- ხომ არ არის ისე, რომ წინასაარჩევნოდ საქართველოს აწყობდა რუსეთისგან მტრის ხატის შექმნა, უნისონში ხომ არ მოქმედებენ ორი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები?
- ვერ გეტყვით, რამდენად ჯდება ორივეს ინტერესებში. ეს ის ხალხი იყო, რომელიც არ განასახიერებდა ოფიციალურ რუსეთს, პირიქით, მე არ გამოვრიცხავ და შესაძლებლად მიმაჩნია, რომ ჩვენს ხელისუფლებასთან შეთანხმებული აქცია ყოფილიყო. ამ შემთხვევაში რუსეთისა და ჩვენი ხელისუფლებები ერთად მოქმედებდნენ. მიუხედავად ანტირუსული რიტორიკისა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს, სინამდვილეში ყოველთვის რუსულ საქმეს აკეთებს და ამ შემთხვევაში როცა დაიწყო დევნა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან, დასრულდა საქართველოს ტერიტორიაზე მათი ფიზიკური განადგურებით.
ჩემს ეჭვს იწვევს ერთი რამ: უკვე გათავისუფლებული მძევლების შემდეგ რატომ მოხდა ამ ხალხის ლიკვიდაცია, ხომ არ იყო აქ შეთანხმება, რომ გათავისუფლებულიყვნენ მძევლები, გაეშვათ ეს მებრძოლები, მერე ეს შეთანხმება ხომ არ დაირღვა. ერთი რამ ფაქტია, რომ იმ ხალხს არაფერი დაუშავებია მძევლებისთვის. არ უნდა მომხდარიყო სისხლიანი შეტაკება. ამით დაიზოგებოდა როგორც ქართველი სამართალდამცავების სიცოცხლე, ასევე უნდა დაგვეზოგა მოწინააღმდეგე მხარის სიცოცხლეც.
- გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ მოხდა მძევლების ჩანაცვლება, გათავისუფლდა მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ ადგილას ჩაბარდნენ ჯერ მესაზღვრეები, მერე კი - სპეცრაზმის წევრები. გაურკვეველი და ბუნდოვანი ამბავია.
- მეც ვამბობ, რომ ბევრი რამ არის ბუნდოვანი. ჩემში წუხილს იწვევს არა მარტო ის მსხვერპლი, რომელიც ქართული მხრიდან იყო, არამედ მეორე მხრიდანაც. ხელისუფლება არანაირად არ გამოხატავს წუხილს მოწინააღმდეგე მხარის დაღუპვის გამო. ესეც ხომ სამწუხარო მოვლენაა. მართალია, ტერორიზმი არ არის სამართლიანი ბრძოლის გზა, მაგრამ, როცა საქმე ეხება კავკასიელ ხალხებს შორის ურთიერთობას და, როცა მათი ნაწილი რუსეთთან ამ ფორმით არის დაპირისპირებული, მათ ღიად მხარი არ უნდა დავუჭიროთ, მაგრამ ჩვენ შორის ფიზიკური დაპირისპირებაც არ უნდა დავუშვათ. ეს მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია.
- ფრანგულმა გამოცემა "ლე მონდმა" დაწერა სტატია, სადაც არის ასეთი მოსაზრება: არანაირი გარანტია არ არის, რომ ქართული დემოკრატია ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებისთვის საკმარისად მომწიფდა. როგორია თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით?
- აქ კითხვის დასმაც და პასუხის გაცემაც ზედმეტია. რა თქმა უნდა, ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ამას არავითარი საერთო საარჩევნო პროცესთან არა აქვს. აქამდეც არასოდეს ჩატარებულა საქართველოში დემოკრატიული არჩევნები, ფარსი იყო, მაგრამ იმას, რაც ხდება ახლა ამ ტერორის პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მხარის მხარდამჭერი არ ვარ, ამას არ ჰქვია არჩევნები. ოპოზიციად წოდებული არც ერთი ძალა არ უნდა კადრულობდეს ასეთ პირობებში მონაწილეობასა და თავის მოტყუებას.
- თქვენ მიგაჩნიათ, რომ არჩევნებამდევე დამარცხებულია ოპოზიცია?
- არ მითქვამს, რომ დამარცხებულია, მაგრამ არანაირი პირობები არ არსებობს ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებისა. მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ არჩევნებში ფულის როლი უნდა შეიზღუდოს, მაგრამ ის ფორმები, რომლებსაც ახორციელებს ხელისუფლება და ზღუდავს მხოლოდ ერთ სუბიექტს, არაკანონიერია, სრული თვითნებობაა. ამას ემატება ფიზიკური დაპირისპირება, დევნა. ამ პირობებში არჩევნებს არ შეიძლება ეწოდოს არჩევნები. ყველა მხარე, რომლებიც მონაწილეობენ ამ ფარსში, პასუხისმგებელი არიან მოვლენების განვითარებაზე.
- ერთ-ერთ უცხოურ გამოცემას ივანიშვილმა ინტერვიუ მისცა, სადაც ის საგულისხმო მოსაზრებას აფიქსირებს: "თუ ჩვენ ავტორიტარულ რეჟიმს მივიღებთ, ხალხი აშშ-ის წინააღმდეგ განეწყობა". აქამდე ცნობილი იყო, რომ სააკაშვილს მხარს უჭერს შეერთებული შტატები, მაგრამ, თუ ამერიკა აქ ანტიდემოკრატიულ პროცესებს რეაგირების გარეშე დატოვებს, რა შედეგი გვექნება ამ ქვეყანასთან ურთიერთობაში?
- ავტორიტარული რეჟიმი დიდი ხანია მიღებული გვაქვს, ტოტალიტარული რეჟიმი ჯერ არ არის, ავტორიტარიზმი წინა ხელისუფლებების დროსაც არსებობდა. რაც შეეხება ამერიკის ფაქტორს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ითვლება, თითქოს სააკაშვილის რეჟიმი პროდასავლურია, მაგრამ სინამდვილეში ყველა ქმედებით ის უფრო პრორუსულია, თუმცა სააკაშვილი ეთამაშება დასავლეთსაც, რაც იწვევს ხალხში დასავლური ღირებულებებისა და დასავლეთის სახელმწიფოების დისკრედიტაციას, იმიტომ, რომ აკავშირებენ ამ რეჟიმის უკანონობას დასავლეთთან. საქართველოში პოლიტიკური პროცესების მახინჯმა განვითარებამ საბჭოთა პერიოდის ნოსტალგია გამოიწვია.
- ალასანიამ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ უგულავას ხელი ჩამოართვა და მიულოცა გამარჯვება, თქვენი აზრით, რას იზამს ივანიშვილი იმ შემთხვევაში, თუ ნაცმოძრაობა არჩევნებს გააყალბებს?
- უფრო მეტად ვფიქრობ, რომ შესაძლოა კოალიციამ მიიღოს გარკვეული რაოდენობის მანდატები, სოლიდური რაოდენობის ადგილები, მაგრამ არა - უმრავლესობა. ამ შემთხვევაში თავად ივანიშვილი აღმოჩნდება თამაშგარე მდგომარეობაში. პარლამენტში შევლენ ის პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც ისედაც ცნობილი არიან ჩვენს პოლიტიკურ ასპარეზზე. ივანიშვილი დეპუტატიც კი ვერ გახდება. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ეს განვითარებაა დაგეგმილი. ამაზე უარესი პერსპექტივაა ის, თუ ოპოზიციას გათვლილი აქვს წასვლა დაპირისპირებაზე, ეს უნდა გამოირიცხოს, ამაზე არავინ უნდა მოახდინოს გათვლა, რომ არჩევნების შემდეგ მოხდეს ფიზიკური დაპირისპირება. მე არ ვგულისხმობ ივანიშვილის გამოსვლებს. მან გააუმჯობესა თავისი გამოსვლები, მაგრამ ვერ ვხედავ იმ საჭირო მოქმედებების მთელ კომპლექტს, რომელიც გამარჯვებას უზრუნველყოფდა.
- ხელისუფლება წინასწარ ადანაშაულებს ოპოზიციას, რომ ის 1 ოქტომბრის შემდეგ გამოვა ქუჩაში და ძალადობის ფორმებს მიმართავს.
- ღმერთმა ნუ ქნას, ეს ასე იყოს. იმედი მაქვს, ოპოზიციას საკმარისი გონიერება ეყოფა, ძალადობრივ შეტაკებებში არ გადაზარდოს პროტესტი, რომელიც მისი უფლებაა.











fs22

ავტორი: თამარ ნინიძე


კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი