მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-31
ახალგაზრდების გათავისუფლების შესახებ ლაფანყურელებისა და შსს ინფორმაცია ერთმანეთს არ ემთხვევა

fs22 კოალიცია "ქართული ოცნების" თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გელა სამხარაულის ცნობით, ლაფანყურის მოსახლეობას ე.წ დევნის ოპერაციასთან დაკავშირებით ბევრ კითხვა აქვს და პასუხების გაცემას ითხოვენ. როგორც "მედიანიუსთან" საუბარში სამხარაულმა აღნიშნა, ხუთი ახალგაზრდის გათავისუფლების შესახებ სოფლის მოსახლეობისა და შსს ინფორმაცია ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება.
"ბიჭების გათავისუფლების შესახებ მათი ცნობები საერთოდ არ ემთხვევა ერთმანეთს, შესაბამისად ბევრი ეჭვიც ჩნდება. ბიჭები თანასოფლეებმა იპოვეს, შსს-მ კი სულ სხვა ვერსია გაავრცელა. ეს ალბათ მომავალში სერიოზული გამოძიების საგანი გახდება. ხალხი კითხვებზე პასუხის გაცემას მოითხოვს",- აღნიშნა სამხარაულმა
შეგახსნებთ, რომ სამი დღის წინ სოფელ ლაფანყურში მცხოვრები ხუთი ახალგაზრდა სოფლის მახლობლად მდინარესთან საქეიფოდ წავიდნენ და ღამით შინ აღარ დაბრუნდნენ, რის გამოც მათმა ახლობლებმა სამართალდამცავი ორგანოები გამოიძახეს და ტყეში ახალგაზრდების ძებნა დაიწყეს. მეორე დღით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკარგულები იპოვეს და პოლიციაში დასაკითხად გადაიყვანეს. ახალგაზრდების პოვნის შემდეგ ძალოვანმა უწყებებმა ლაფანყურის მიმდებარე ტერიტორიის ბლოკირება მოახდინეს და სპეცოპერაცია დაიწყეს. მოგვაინებით კი შსს განცხადა, რომ დაღესტნის საზღვართან დივერსანტთა შეიარაღებული ჯგუფი იმყოფებოდა, რომლებსაც მძევალთა სამი ჯგუფი ჰყავდა აყვანილი და მათი აყვანის სპეცოპერაცია დაიწყეს. სპეცოპერაციისას სპეცდანიშნულების რაზმის 2 თანამშრომელი და სამხედრო ექიმი დაიღუპა, ხუთი კი -დაიჭრა.
დივერსანტთა ჯგუფიდან ძალოვან უწყებეს ცოცხალი არცერთ არ აუყვანიათ. მათი ცნობით, 11-ის ლიკვიდირება მოხდა, ექვსის აყვანის სპეცოპერაციაკი, ამ დრომდე გრძელდება.

მედიანიუსი







fs22



კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი