მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-31
ივანიშვილი ემიგრანტი ქართველებისთვის არჩევნების თარიღის შეცვლას ითხოვს

fs22 კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის საპარლამენტო არჩევნების თარიღის შეცვლას ითხოვს. ამის მიზეზად მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე არჩევნების პირველ ოქტომბერს, ორშაბათ დღეს დანიშვნა დაასახელა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ეს იმიტომ გააკეთა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, კერძოდ 25 პროცენტს არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიეღო. არჩევნებამდე ერთი თვეა დარჩენილი, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გამოასწოროს ის ხარვეზები, რაც აქამდე ჩაიდინა.
"გარდა ამისა, საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ ეუთო-ს დამკვირვებლები. ხელისუფლების ხარვეზებზე რეაგირება საერთაშორისო თანამგობრობამაც უნდა მოახდინოს. აქამდე ხელისუფლებამ მაგრად იმუშავა და უამრავი დარღვევა ჩაიდინა. იმიტომ მოვედი პოლიტიკაში, რომ ამათი რეალური სახე ყველასთვის მეჩვენებინა. ახლა დაგროვდა იმდენი და იმაზე მეტი ხარვეზი, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ეს არჩევნები არ ჩაითვალოს არც დემოკრატიულად და არც სამართლიანად. სწორედ ეს ვუთხარი დღეს დიპლომატებსა და დამკვირვებლებს. ვფიქრობ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა და ჩვენ ერთ პოზიციას შევიმუშავებთ და გვექნება ერთი პოზიცია იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ მოთხოვნაზე ხელისუფლება რეაგირებას არ მოახდენს", - აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლებამ აქამდე უამრავი მარტივი სისულელე ჩაიდინა.
ივანიშვილის თქმით, არჩევნების დღე ხელისუფლებამ პირველ ოქტომბერს და ორშაბათ დღეს დანიშნა მაშინ, როდესაც არჩევნების თარიღის დანიშვნის ვადა მათ 30 ოქტომბრამდე ჰქონდათ.
"დანიშნეს ოქტომბრის პირველ დღეს იმიტომ, რომ რაც უფრო დრო გადის, ხალხი უფრო იღვიძებს. ორშაბათი დღის დანიშვნას ჰქონდა ერთადერთი მიზეზი: ის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, კერძოდ 25 პროცენტს არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიეღო, რადგან ემიგრაციაში მყოფებს ორშაბათ დღეს სამსახურიდან არავინ გაათავისუფლებს. ამით ხელისუფლებამ მათ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრა. ახლა ხელისუფლებას შეუძლია დაფიქრდეს და ამ ადამიანებს ადრე მისცეს ხმის მიცემის საშუალება, რადგან არ შეიძლება, რომ სიებიდან მოსახლეობის 25 პროცენტი ამოიღონ. ახლა იმასაც ცდილობენ, რომ საქართველოს მოსახლეობა არჩევნებზე არ მივიდეს და მათ ძალისმიერი მეთოდებით აშინებენ და აიძულებენ, რომ ის ამომრჩეველი, ვინც მათი მხარდამჭერი არ არის, არჩევნებზე არ მივიდეს", - განაცხადა ივანიშვილმა.

მედიანიუსი





fs22



კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი