მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-31
გუშინდელი ოპერაცია ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული გამაფრთხილებელი სპეცოპერაციაა

fs22 პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის შეფასებით, რუსეთ-საქართველოს საზღვართან, ლოპოტას ხეობაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული ოპერაცია ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული გამაფრთხილებელი სპეცოპერაცია იყო, რომელიც, შესაძლებელია, სექტემბრის შუა რიცხვებშიც განმეორდეს.
როგორც ,,მედიანიუსთან" საუბარში ჰამლეტ ჭიპაშვილმა განაცხადა, ეს ნათლად გამოიკვეთა გუშინ, სააკაშვილის გამოსვლის დროს.
,,ეს ცხადია, ნათლად გამოიკვეთა გუშინ სააკაშვილის გამოსვლის დროს, როდესაც მან მაღალი მთების სიახლოვეს ზურგით მდგარმა ხელი გაიშვირა რუსეთისაკენ და თქვა, რომ იქით არის არეულობა, აქეთ არის სიმშვიდე და აღმშენებლობა და მთელი ამ არეულობის თავი და თავი არის რუსეთი.
ეს თავისთავად უკავშირდება სააკაშვილის მიერ ივანიშვილისა და ,,ქართულ ოცნების", როგორც მეხუთე კოლონის წარმოჩენას, რუსული იდეების გამტარებელს და თუ რუსეთი ახერხებს ასეთი ტერორისტული ჯგუფების საქართველოში შემოშვებას, რასაც სააკაშვილი ამბობს, ეს ყველაფერი მისი აზრით ივანიშვილს წისქვილზე ასხამს წყალს. ამიტომ ამ შემთხვევაში ეს იყო გამაფრთხილებელი სპეცოპერაცია, მიმართული ივანიშვილის წინააღმდეგ და, მისი აზრით, ტრადიციულად, ამ შავბნელ საქმეში რუსეთია გახვეული. ეს გამაფრთხილებელი სპეცოპერაცია შესაძლებელია, განმეორდეს სექტემბრის შუა რიცხვებშიც, რითაც კიდევ ერთხელ საკმაოდ სერიოზულ პრობლემას შეუქმნიან ნაციონალები ოპოზიციურ ძალებს და უპირველეს ყოვლისა, ,,ქართულ ოცნებას" და რა შედეგი მოჰყვება ამას, ჩემთვის ჯერჯერობით გაუგებარია, თუმცა ამას რომ რაღაც სერიოზული მოჰყვება და რაღაც მზაკვრული, რასაც ეს ხელისუფლება ამზადებს, ამაში ეჭვი არ მეპარება", - განუცხადა "მედიანიუსს" ჭიპაშვილმა.
მისი თქმით, ქართულ საზოგადოებას არ სჯერა ხელისუფლების განცხადებების იმის შესახებ, რომ მათ ვიღაც მომხვდურის წინააღმდეგ სპეცოპერაცია აწარმოეს. საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი დადგმულია და ხელისუფლების მიზანია, როგორღაც მოხდეს არჩევნების გადადება, ან რაღაც პრობლემები შეექმნას არჩევნებს, რაც ხელფეხს გაუხსნის სააკაშვილს და მის გუნდს იმისათვის, რომ სხვაგვარად მოახერხოს ამ არჩევნებთან დაკავშირებული პროცედურების ჩატარება.
,,საზოგადოება უკვე ისეთ დონეზეა მართლაც, რომ რაღაც სერიოზული მოხდეს, არ დაიჯერებს, ვინაიდან ამ ხელისუფლებამ უკვე იმდენი ცუდი რამ გააკეთა და იმდენჯერ მოიტყუა, რომ დღეს ეს საზოგადოება აღარ ფიქრობს იმაზე, თუ რამდენად მართალია ხელისუფლება და რამდენად ტყუის ის ვიღაც მომხვდური. ამ შემთხვევაში ხალხი ფიქრობს, რომ აქ თავიც, ბოლოც, შუაც და ყველაფერი ხელისუფლების ბრალია, რომელმაც ეს ყველაფერი მოიგონა, დადგა სპექტაკლი, რომელსაც სამწუხაროდ სამი ადამინი შეეწირა", - აცხადებს ჭიპაშვილი და დასძენს, რომ საზოგადოებამ რეალურად დღესაც არ იცის ის, თუ რა მოხდა იქ.
,,ხელისუფლების განცხადებით, თითქოს გადმოვიდნენ დივერსანტები და ეს რუსეთის მიერ იყო ორგანიზებული. სასაცილო და არალოგიკურია, რადგან რუსეთი, რომელიც იბრძვის ტერორიზმის წინააღმდეგ, განსაკუთრებით დაღესტანში და ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელიც ყოველდღიურად აწყდება ამ ტერორისტების მხრიდან ტერორისტულ აქტებს, სააკაშვილის აზრით კი, ამ შემთხვევაში რუსეთი შეეკრა ამ ბანდიტებს და რუსეთმა გამოაგზავნა ისინი საქართველოში იმისათვის, რომ აქ დესტაბილიზაცია მოხდეს. ეს არასერიოზული და ცილისმწამებლურია. ამაზე ვიღაცამ რუსეთიდან სერიოზული პასუხი უნდა გასცეს და ალბათ გასცემენ კიდეც," - აღნიშნავს ჭიპაშვილი.
მისივე თქმით, ჩრდილო კავკასიაში არსებული ავტონომიური ფორმირებები არც თუ ისე ლოიალურად არიან განწყობილნი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ.
,,თუ შენ შეეცდები, რომ მუდამ ხმალივით იყო შემართული და უაზროდ მათ შეურაცხყოფას აყენებდე, სხვადასხვა დანაშაულში სდებდე ბრალს, ეს ცხადია, სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს. თვითონ ინგუშეთში, დაღესტანში, ჩეჩნეთში იქაური ხელისუფლებები ებრძვიან ტერორისტებს და ამ დროს დაღესტნის, ჩეჩნეთის, ინგუშეთის მთლიანად დადანაშაულება, ეს არის მათი პირადი შეურაცხყოფა"-აღნიშნა ჭიპაშვილმა.

მედიანიუსი








fs22



კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი