მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-30
მამუკა არეშიძე: "ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია ეჭვებს იწვევს" : ლაფანყურის სპეცოპერაცია დიდი მსხვერპლით დამთავრდა

ლოპოტას ხეობაში შეიარაღებული დაჯგუფების გაუვნებელყოფის მიზნით ანტიტერორისტული ოპერაცია გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, საზღვართან მობილიზებული იყო 200-ზე მეტი პოლიციელი და სამხედრო, ასევე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ტერიტორია მთელი ღამის განმავლობაში ვერტმფრენებით კონტროლდებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნა კრიზისების მართვის შტაბი, რომელშიც შედის შინაგან საქმეთა, იუსტიციის და თავდაცვის სამინისტროები.
შემუშავებულია უწყებათაშორისი კოორდინირებული მოქმედების გეგმა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველო-დაღესტნის საზღვარზე, ლოპოტას ხეობაში მიმდინარე დევნის ოპერაციისას ქართველი სპეცრაზმელის დაღუპვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გააკეთა.
- მე ამაზე ვერ გეტყვით ვერაფერს, - განუცხადა საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა სალომე მახარაძემ.
მისივე ინფორმაციით, მძევალთა გათავისუფლების დროს მოკლულია ერთ-ერთი დივერსანტი.
- ბოლო დღეების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებდა მძევალთა რამდენიმე ჯგუფის გათავისუფლების ღონისძიებას. მძევალთა ბოლო ჯგუფის გათავისუფლების დროს ურთიერთსროლის შედეგად ლიკვიდირებულ იქნა დივერსანტთა შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, - აღნიშნა მახარაძემ.
სალომე მახარაძის თქმით, ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაცია შეიარაღებული დაჯგუფების გაუვნებელყოფის მიზნით გრძელდება.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ლოპოტას ხეობაში დევნის ოპერაციისას 28 წლის სპეცრაზმელი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შოთა ხიზანიშვილის ინფორმაციით, რომელიც მან მოგვიანებით ბრიფინგზე გააკეთა, დაღუპულია ორი სპეცრაზმელი და ერთი თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმის სამხედრო ექიმი, დაჭრილია 5 სპეცრაზმელი.
საქართველო-დაღესტნის საზღვართან, ლოპოტას ხეობაში მიმდინარე დევნის ოპერაციაზე განცხადება თავდაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა.
- ხეობაში გრძელდება ანტიტერორისტული ოპერაცია შეიარაღებული დაჯგუფების გაუვნებელყოფის მიზნით. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილია კრიზისების მართვის შტაბი, რომელშიც შედის შინაგან საქმეთა, იუსტიციის და თავდაცვის სამინისტროები. შემუშავებულია უწყებათაშორისი კოორდინირებული მოქმედების გეგმა, რომელსაც ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, - აღნიშნულია განცხადებაში. რამდენადაც ცნობილი გახდა, დივერსიულმა ჯგუფმა მძევალთა სამი ჯგუფი აიყვანა, მათ შორის იყვნენ ის ახალგაზრდებიც, რომლებიც ლაფანყურიდან 26 აგვისტოს გაუჩინარდნენ.
აღნიშნული ხუთი ახალგაზრდის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერაციის შედეგად გათავისუფლებულია მძევალთა კიდევ ერთი ჯგუფი.
გუშინ დილით, თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურის გავლით, დევნის ოპერაციის მიმდინარეობისას ადგილზე პოლიციის კიდევ ერთი კოლონა შევიდა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია ახლდა.
ოპერაცია თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურიდან დაახლოებით 30 კმ-ის მოშორებით მიმდინარეობდა, სადაც ტყის მასივზე საქართველოსა და დაღესტნის საზღვარი გადის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული შეიარაღებული დაჯგუფების დევნის ოპერაცია. რაც შეეხება დეტალებს, ამასთან დაკავშირებით ადგილზე არანაირი ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.
მოგვიანებით, როგორც ცნობილი გახდა, ბაჩო ახალაიამ, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, სოფელ ლაფანყურში ოპერაციის დაწყების დროიდან იმყოფებოდა, გამთენიისას სოფელი დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეიარაღებული დაჯგუფების მიმართ დევნის ოპერაციის განხორციელების დროს ლიკვიდირებულია შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. შსს-ს ინფორმაციით, ალყაშია მოქცეული 6 დივერსანტი და მიმდინარეობს მათი დაკავების ღონისძიება.
დევნის ოპერაციას, რომელიც საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მიმდინარეობს, როგორც აღვნიშნეთ, სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი ემსხვერპლა. დაიჭრა 5 სპეცრაზმელი.
მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გათავისუფლებული მძევლების ჩვენების ვიდეოჩანაწერი გაავრცელა.
ანტიტერორისტული ოპერაციისას ტყვეობიდან გათავისუფლებულების ინფორმაციით, გამტაცებლები 15-ზე მეტი იყვნენ და გაქცევის შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდნენ. - ბუნებაში ვიმყოფებოდით საქეიფოდ მეგობრები, უკან რომ ვბრუნდებოდით, მოვყვებოდით მდინარის პირს, შეგვხვდა რამდენიმე ადამიანი, ავტომატით შეიარაღებული, წვერებში. გვითხრეს, რომ ვიყავით მძევლები და უნდა წავსულიყავით მათთან ერთად. მათთან ყოფნის დროს მკაცრად გაგვაფრთხილეს, რომ თუ გაქცევას შევეცდებოდით, მოგვკლავდნენ, - აცხადებს ერთ-ერთი მძევალი.
ტყვეობიდან გათავისუფლებული მეორე მძევლის განცხადებით, გამტაცებლები 15-ზე მეტი იყვნენ და "დიდძალი შეიარაღება ჰქონდათ".
"ახალი თაობა" სამხედრო ექსპერტს, ირაკლი სესიაშვილს დაუკავშირდა, რომელიც დევნის ოპერციის დროს სოფელ ლაფანყურში იმყოფებოდა:
- ბატონო ირაკლი, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ და ადგილზე რა სახის ინფორმაცია ვრცელდება?
- როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კავკასიიდან შეიარაღებული დაჯგუფება გადმოვიდა. სავარაუდოდ, ეს ის დაჯგუფებაა, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტულ აქტებში მონაწილეობს. ამ შემთხვევაში მათი გადმოსვლის მიზანი ალბათ ან დასვენება იყო, ან უსაფრთხო ადგილის მოძებნა და დროებით გაჩერება. როგორც ჩანს, შემთხვევით გადააწყდნენ იმ ხუთ ახალგაზრდას, რომლებიც საქეიფოდ იყვნენ წასულები ლაფანყურიდან ალბათ ერთ-ორ კილომეტრში. იმის გამო, რომ ამ ახალგაზრდებს არ გაეთქვათ, არ ეთქვათ ხელისუფლებისთვის, რომ ხეობაში დაჯგუფებაა შემოსული, თან წაიყვანეს, რათა დრო მოეგოთ და სხვა უსაფრთხო ადგილზე გადასულიყვნენ.
- მხოლოდ ამ ხუთ ახალგაზრდაზეა საუბარი? ვრცელდება ინფორმაცია სამ ჯგუფზე, რომლებიც მათ მძევლად აიყვანეს...
- ხელისუფლება ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამი ჯგუფი იყო აყვანილიო. ადგილობრივი მოსახლეობა ამაზე არ საუბრობს. მათ არ იციან. მე ვერ გეტყვით, საიდან მოიტანა ხელისუფლებამ თუ სახელისუფლებო მედიამ ეს ჯგუფები, რადგან აქ ასეთ ინფორმაციას არავინ არ ფლობს. ლაფანყური ძალიან პატარა სოფელია და თუ ვინმე აივლის და იმ მიმართულებით წავა, ყველამ იცის ამის შესახებ, რადგან ყველა ყველას იცნობს. ამდენად, სხვა ჯგუფებზე ინფორმაციას არავინ არ ფლობს. როგორც ჩანს, ეს ახალგაზრდები გაათავისუფლეს და არ დამუქრებიან. რადგან მათი მიზანი იყო არა რეალურად ამ ახალგაზრდების მძევლად აყვანა, არამედ დროის მოგება, რომ მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ გაეთქვათ. თუმცა, მას შემდეგ, რაც ისინი ადგილობრივმა მოსახლეობამ აღმოაჩინა, უკვე გამოუშვეს მძევლები და ტერიტორიის დატოვებას შეეცადნენ, მაგრამ სპეცოპერაციამ მოუსწრო. როგორ მოხდა შეტაკება? როგორ დაიწყო სპეცოპერაცია? იყო თუ არა სპეცოპერაციის საჭიროება? ეს ის კითხვებია, რომელიც შეგვიძლია დავსვათ მას შემდეგ, რაც ხელისუფლება, სამართალდამცავი ორგანოები ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ. ასეთ ვითარებაში, როდესაც შანსი აღარ არის, რომ დაჯგუფება უკან გავიდეს, უმჯობესია, რომ ჩაბარდნენ და სასამართლოს წინაშე წარდგნენ.
- ვინ ჩაბარდეს ხელისუფლებას?
- ეს შეიარაღებული დაჯგუფებები.
- თუ გაქვთ ინფორმაცია მათ აყვანასთან დაკავშირებით?
- არა, ჯერ არ ჰყავთ აყვანილი.
- რუსული შეიარაღებული ძალების გადაადგილება თუ შეინიშნება საზღვართან, ამაზე თუ ვრცელდება ადგილზე ინფორმაცია?
- ჩრდილოეთ კავკასიაში მე თვალი არ მაქვს, არც სატელიტური მოწყობილობა და როგორ გითხრათ ამის შესახებ.
- ამაზე იყო საუბარი და ამიტომაც დავსვი ეს კითხვა...
- რუსებმა უნდა დაახვედრონ მათ ძალა. თუ აქედან გაქცევა შეძლეს ან ჩვენ კორიდორი მივეცით, მაშინ იქ უნდა დახვდნენ.
- სად იმყოფებით ახლა?
- ლაფანყურში.
- სროლის ხმა თუ ისმის?
- არა, აქედან დაახლოებით 24 კილომეტრია იქამდე, აქ გზა გადაკეტილია და იქამდე აღარ უშვებენ.
კიდევ ერთი ექსპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის აზრით, საქართველო-დაღესტნის საზღვარზე, ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაცია მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია.
- საზღვრის პერიმეტრზე ამ ტიპის ქმედება მნიშვნელოვან საფრთხეებს შეიცავს, მით უმეტეს, რომ ბოლო ერთი კვირაა, დაღესტნის ინტერნეტსივრცეში ძალიან დაჟინებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღესტანი-საქართველოსა და დაღესტანი-აზერბაიჯანის საზღვარზე რუსეთის ჯარების სერიოზული კონცენტრაცია შეინიშნება. რუსეთი თავს იმართლებს, რომ ეს "კავკასია 2012"-ის მზადების პროცესში ხდება, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ეს არა ჯარების გადაადგილება, არამედ ჯარების კონცენტრაციაა. აქედან გამომდინარე, ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაცია გარკვეული ეჭვების შემცველია, - განუცხადა მამუკა არეშიძემ საინფორმაციო საგენტო "ინტერპრესნიუსს" აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას. არეშიძის განმარტებით, ის ეჭვობს, რომ "ყველაფერი მარტივად არაა". ის ფაქტიც ამყარებს ამ ეჭვს, რომ დაკარგული ადამიანების მოსაძებნად შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ამხელა სპეცოპერაცია წამოიწყო".
- შეიძლება ეს ახალგაზრდები მართლაც ვიღაცას გაეტაცებინა, მაგრამ ასეთი რამ საქართველოში ხდებოდა 90-იან წლებში და მას შემდეგ ეს არ გაგვიგია. გაგვიგია დაკარგული ახალგაზრდების ამბავი სხვა რაიონებში, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით ამხელა სპეცოპერაციას ვერ ვიხსენებ. მე მეჩვენება, რომ სხვა რამეშია საქმე. არ ვიცი, რამდენად რეალურია თვითონ ის ისტორია, რაც იქ მოხდა, თუმცა ჩემი მრავალწლოვანი გამოცდილება მკარნახობს, რომ ეს ასე მარტივად არ არის", - აცხადებს არეშიძე.
- შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებს ბლოკირებული აქვთ ხეობა. საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ზომა მიღებულია, აცხადებს შინაგან საქმეთა უწყება.









fs22

ავტორი: ნათია ხურცილავა


კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი