fs22 კოალიცია ,,ქართული ოცნების" თელავის ოფისის ხელმძღვანელი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხში, ირაკლი სესიაშვილი თელავში ყოფილი სამხედრო პირის თვითმკვლელობას საეჭვოდ მიიჩნევს.
როგორც ,,მედიანიუსს" სესიაშვილმა განუცხადა, სამხედრო პირის თვითმკვლელობის ამბავი საეჭვოდ დაემთხვა ლაფანყურთან მიმდინარე მოვლენებს.
ის სამხედრო პირი, რომელმაც თავი გუშინ მოიკლა, სწორედ ლაფანყურიდან იყო" - აღნიშნა სესიაშვილმა.
მისივე აზრით, გუშინ ხუთი მძევლის გათავისუფლებაც საკმაოდ საეჭვო ვითარებაში მოხდა, რადგან მათი გათავისუფლებისას ტყვიაც კი არ გავარდნილა.
სესიაშვილი დივერსანტთა დაჯგუფებებისგან მძევალთა გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მძევლების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
,,ხელისუფლების განცხადებები იმის შესახებ, რომ საქმე დივერსანტების დაჯგუფებებისგან მძევალთა გათავისუფლებას ეხება, რამდენად სარწმუნოა, არ ვიცი, რადგან ადგილობრივ მოსახლეობას მძევლების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ"-აღნიშნა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუსეთის საზღვართან შეიარაღებული დაჯგუფების დევნის ოპერაცია მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.
მედიანიუსი
fs22















































































