fs22 საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვართან მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ საქართველოს შს სამინისტრო განცხადებასა და ვიდეომასალას ავრცელებს, რომელსაც "მედიანიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი . შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია. შსს ქვედანაყოფებს ბლოკირებული აქვთ ხეობა. საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ზომები მიღებულია. დამატებითი დეტალების შესახებ საზოგადოება მოგვიანებით იქნება ინფორმირებული", - ნათქვამიაა განცხადებაში.
შსს-ს ვიდეომასალაში კი ასახულია პრემიერ მერაბიშვილთან გამართული თათბირი, რომელსაც შს, იუსტიციისა და თავდაცვის მინისტრები, შს მინისტრის მოადგილე ესწრებიან.
მედიანიუსი
fs22















































































