მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-29
გელა ნიკოლაიშვილი: "სააკაშვილის ქმედება კრიმინალია"

- ამერიკელი ექსპერტის განცხადება, სასწრაფოდ თუ არ გიშველეთ, თქვენს ქვეყანაშიც სირია და ეგვიპტე გამეორდებაო, ემყარება იმ რეალობას, რომელიც მან დაინახა საქართველოში, - აცხადებს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

გელა ნიკოლაიშვილი:
- მან თქვა ის რეალობა, რომელიც დაინახა. რეალობა კი ასეთია: აბსოლუტური უმრავლესობა მოსახლეობისა არის ხელისუფლების წინააღმდეგი, ხელისუფლება კი ცდილობს, შექმნას ილუზია, რომ პირიქით არის და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მისი მომხრეა. ასეთივე ილუზიის შექმნას ცდილობდნენ ეგვიპტეში, სირიაში, ტუნისსა და სხვა ქვეყნებში, სადაც რევოლუცია მოხდა, თუნდაც იგივე ერაყში, სადაც დიქტატორი ჰუსეინი გადააგდეს. სწორედ ამ რეალობას ემყარება მისი შეფასება, იმიტომ რომ, როდესაც ხელისუფლება ასეთ ფასადურ მხარდაჭერასა და საყოველთაო აღტაცებას დგამს სცენებად და ავტობუსებით დაჰყავს მომხრეები, ებრძვის საინფორმაციო საშუალებებს, ტელევიზიებს, თეფშებს აპატიმრებს და აყადაღებს. იგივე საბჭოთა კავშირი დააბრუნა, როდესაც "ამერიკის ხმასა" და რადიო "თავისუფლებას" ახშობდნენ და მისი მოსმენა კრიმინალად ითვლებოდა. ასეთი სიტუაცია როდესაც არის შექმნილი ქვეყანაში და ილუზორულ მხარდაჭერას, ბუტაფორიებსა და პოტიომკინის სოფელს აჩვენებენ, რა თქმა უნდა, დაკვირვებული და გამოცდილი თვალი ამას ხედავს. როგორც ჩანს, ეს ექსპერტი საკმაოდ გამოცდილია ასეთ საკითხებში. დასავლეთმა უკვე გადაიხედა იმ ფასადის მიღმა, რომელსაც აქამდე უყურებდნენ, იგივე პრეზიდენტ ბუშის თამადობით და ამ ფასადს ეძახდნენ დემოკრატიის შუქურას. ამ ფასადის მიღმა გადახედვამ ყველას დაანახვა, რომ რეალურად აქ არის ანტიდემოკრატიული რეჟიმი, რომელიც ყველანაირი საშუალებით ცდილობს და ამას არც უარყოფს - მიზანი ამართლებს საშუალებას, ეს თქვა სააკაშვილმა დიდგორში, როდესაც სიტყვით გამოდიოდა. მან თქვა, რომ ყველანაირი საშუალებით უნდა შეინარჩუნოს ხელისუფლება. ასე რომ, როდესაც ცხადია, ყველაფერზე მიდის რეჟიმი, ის უკვე ემსგავსება იმ ქვეყნებს, სადაც მოხდა ეს რევოლუციები და სადაც დიქტატორები დაამხეს.
- მიუხედავად დაწყებული კრიტიკისა, რამდენად გაითვალისწინებს ხელისუფლება უცხოელი ექსპერტების რჩევებს და რამდენად შეცვლის წინასაარჩევნო პოლიტიკას?
- ხელისუფლება მაქსიმალურად ეცდება, არ გაითვალისწინოს, სადამდეც ამას მოახერხებს, მაგრამ არის რაღაცა გარკვეული ზღვარი, რომლის იქითაც ის ვერ გადავა. მაგალითად, როდესაც მას უთხრეს, რომ ეს არის სრული კრიმინალი და არა რაღაცა დარღვევა, როდესაც შენ არ აძლევ პარტიებს ამოსუნთქვისა და არსებობის საშუალებას და უყადაღებ ქონებას, ამ შემთხვევაში რომელი სამართლიანი გარემოს არსებობაზეა ლაპარაკი. მას უთხრეს, ჩვენი მხრიდან ეს იქნება აღნიშნული, როგორც არადემოკრატიული საარჩევნო გარემოო. მაშინვე მან გადადო ყადაღა და მოხსნა ჯარიმის აღსრულება. როდესაც უთხრეს, ნაგავში რომ გყავს ესენი და ხელოვნურად "ქართული ოცნების" გარშემო ღობე გაქვს შემოვლებული, ეს შენ საწინააღმდეგოდ მუშაობს და ჩვენ ამასაც აუცილებლად აღვნიშნავთო, თქვენ ნახეთ, რომ იმავე დღეს რამდენიმე საათში მოხსნეს ეს ღობე. ასე რომ, რაც მეტი იქნება ზეწოლა, უფრო მეტად დაექვემდებარება ეს ხელისუფლება, იმიტომ რომ მათ კარგად ესმით, თუ არ მოატყუეს დასავლეთი ფასადური დემოკრატიით, მათ ლეგიტიმაციას არავინ მისცემს. ქართველი ხალხი რომ ლეგიტიმაციას არ მისცემს მათ გაყალბებულ არჩევნებს, ეს ისედაც ცხადია. აქამდე თუ 70 და 80%-ის მიზანი ჰქონდათ, ახლა ნელ-ნელა ჩამოდიან ქვემოთ და 50-55%-ის ფარგლებში ლაპარაკობენ. თავადვე ხედავენ, რომ მათი რეიტინგის კლებისა და "ქართული ოცნების" რეიტინგის მატების ტენდენციაა. რაც დრო გავა, ნელ-ნელა შეეგუებიან რეალობას. თუ არ შეეგუებიან, მაშინ მიიღებენ უფრო მწარე დასასრულს, ვიდრე ეს ობიექტურად შეიძლება მოხდეს.
- თავად ჩვენი ხელისუფლება რამდენად არის წამსვლელი ეგვიპტისა და სირიის ვარიანტზე?
- თუ ორი კრიტერიუმი, შიგნით ხალხის მობილიზაცია და გარეთ დასავლეთის კრიტიკული დამოკიდებულება იქნა თავის სიმაღლეზე, ისინი ამას ვერ შეძლებენ და ვერ გაბედავენ, ხოლო თუ სადმე სუსტი წერტილი ნახა ამ ორ რგოლში, რომ გაწყვიტოს, კვლავ თვალები აუხვიოს, იმავე დასავლეთში აამუშაოს თავისი მომხრეები, რომლებიც ჯერ კიდევ ნაყიდი და მოსყიდული ჰყავს, მაშინ შეეცდება. თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ვითარებაზე, რასაკვირველია, სააკაშვილი შეეცდება, ყველაფერი სათავისოდ გამოიყენოს და თუ შეატყო, რომ ეს გაუვა, რა თქმა უნდა, ამაზე წავა. მთავარია, ვითარება შეიქმნას ისეთი, რომ მან დაინახოს, ასეთ შემთხვევაში ის დამარცხდება უფრო მწარედ, ვიდრე დამარცხდებოდა სხვა სიტუაციაში. როგორც შევარდნაძემ, როდესაც დაინახა, რომ იარაღის გამოყენების შემთხვევაში უფრო მწარედ დამარცხდებოდა, ამიტომ არ გამოიყენა და არა თავისი რაღაცა ჰუმანური იდეების გამო. ასევე უნდა დაინახოს მან, რომ არა აქვს მასობრივი მხარდაჭერა არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. აი, ასეთ შემთხვევაში ვერ გაბედავს.
- ხომ შეიძლება, ხელისუფლებამ იგნორირება გაუკეთოს დასავლეთს, უცხოელი ექსპერტების დასკვნებს და წავიდეს ყველაფერზე? იქნებ თვლიან, რომ დასაკარგი არაფერი აქვთ?
- თქვენ გახსოვთ, ეუთოს დასკვნას რა კომენტარიც გაუკეთა ნიკა რურუამ და მის მართლაც სულელურ შეფასებას მალე უკანდახევა და მობოდიშება მოჰყვა, ისევე, როგორც ჩიორა თაქთაქიშვილის შეფასებას, მოსყიდული ლობისტებისგან მიწოდებული ინფორმაციააო. ერთი სიტყვით, ეს იყო დაბნეულობა. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება არ მოელოდა ასეთ კრიტიკულ შეფასებებს. ეს იყო პირველი სიგნალი, პირველი ყვითელი ბარათი, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო დასავლეთის მხრიდან. ვიმეორებ, ის ამას არ მოელოდა, იმიტომ რომ ჩახუტებული მეგობრები იყვნენ, ატყუებდნენ, ფასადებსა და ბუტაფორიებს უშენებდნენ, პოტიომკინის სოფელს აჩვენებდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე წარსულია. ახლა უკვე ნელ-ნელა რეალობას ხედავს დასავლეთი და იმდენად შოკში ჩავარდა ჩვენი ხელისუფლება, აღარ იცოდნენ, რა კომენტარი გაეკეთებინათ. ვნახოთ, ამის შემდეგ როგორ გაგრძელდება პროცესები, თორემ ისე დასავლეთთან მკვეთრ დაპირისპირებას ჩვენი ხელისუფლება ვერ გაბედავს.
- თითქოს დაიძრა დასავლური სამყარო სააკაშვილის წინააღმდეგ. ეს, ალბათ, იმედის მომცემი უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისათვის.
- რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი იქნება პრესინგი დასავლეთიდან, მით უფრო ნაკლები იქნება როგორც გაყალბების, ისევე სისხლის ღვრის შანსი.
- ბატონო გელა, ალბათ, დამეთანხმებით, რომ დედაქალაქთან შედარებით რეგიონებში უფრო მეტია ძალადობისა და დაპირისპირების ფაქტები.
- ასეა, მაგრამ, ეს რომ ფიქსირდება, აი, ის, რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, კარგია ეს დარღვევების კედელი და რაღაცა საიტი უნდა შეიქმნას, რომელზეც ყველაფერი უნდა აღირიცხოს. აღარ სჭირდება იმას ახსნა-განმარტება, როდესაც პირდაპირ კადრები იდება იქ. ამას ყველა თვალნათლივ დაინახავს. ამის შემდეგ მოერიდება ხელისუფლება ასეთ ძალადობას და, თუ არ მოერიდება, მით მეტად დადებს მაკომპრომეტირებელ მასალებს. ერთი თვე საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ შიში თანდათან გადატყდეს და ეს ტენდენცია გაგრძელდეს, ვგულისხმობ ხელისუფლების რეიტინგის კლებასა და ოპოზიციის რეიტინგის მატებას.
- არც ისე მცირე დროა ერთი თვეო, განაცხადეთ და კაცმა არ იცის, რას მოიმოქმედებს სააკაშვილი. მაინც რა პროცესებს ელით?
- მე ველი დასავლეთიდან ზეწოლის გაძლიერებას, ასევე ველი ქვეყნის შიგნით უფრო მეტი მასობრიობის მიღების პროცესებს და ისეთ დასასრულს, როდესაც ხელისუფლებას შანსი არ ექნება, რომ მან თუნდაც იარაღის ძალით დაიწეროს არჩევნებში გამარჯვება.
- ფიქრობთ, რომ გაყალბებას ვეღარ შეძლებენ?
- გაყალბება, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ზომიერი გაყალბების ზემოთ, რასაც ჰქვია 20-30% და ზემოთ, ამას ვერ შეძლებენ, ხოლო 5-10%-იანი გაყალბება მათ არ უშველით, იმიტომ რომ რეალურად მათი მხარდამჭერების რიცხვი მაქსიმუმ 20-25%-ია.
- როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი გამოდის და აცხადებს, რომ ის ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ შემდგომი პერიოდისთვის, ეს რა მესიჯია საზოგადოებისათვის?
- ეს არის მესიჯი, ერთი მხრივ, თავისი მომხრეებისთვის, ნუ გეშინიათო, ხოლო დანარჩენებისთვის - გეშინოდეთო. დღეს ხომ შიშსა და მოსყიდვაზეა დამყარებული მთელი მისი პოლიტიკა და სწორედ ამ ერთ მესიჯშია ეს ორივე. ნუ გეშინია, მოსყიდულო და მოტყუებულო ხალხო, ხოლო დანარჩენებო, გეშინოდეთ, მე ყველაფერზე წამსვლელი ვარ. ნებისმიერი მშიშარა ადამიანი ასე ამბობს. მთავარია, რეალობა როგორი იქნება. რეალობა 7 ნოემბრის წინ და თუნდაც 26 მაისის წინ იყო ისეთი, რომ მას უნდა შერჩენოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა უნდა იყოს ისეთი რეალობა, როდესაც ეს ყველაფერი არ შერჩება.
- თქვენ ფიქრობთ, რომ არც ძალადობაზე და არც გაყალბებულ არჩევნებზე დასავლეთი თვალს აღარ დახუჭავს?
- მე მაგის ძალიან დიდი იმედი მაქვს და ტენდენციაც მაგაზე მიგვანიშნებს.










fs22

ავტორი: ნონა ცაბაძე


კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი