მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-29
თინათინ ხიდაშელი საგარეჯოს პოლიციაში დაკითხეს

fs22 კოალიცია "ქართული ოცნების" საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თინათინ ხიდაშელი გუშინ საგარეჯოს პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. ხიდაშელი 17 აგვისტოს სოფელ მუღალოსა და ქეშალის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მომხდარი ინციდენტის შესახებ დაკითხეს, - აცნობეს "მედიანიუსს" კოალიციიდან.
თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ის საგარეჯოს პოლიციას დღეს ვიდეომასალას წარუდგენს, სადაც ინციდენტის ამსახველი კადრებია და იმედოვნებს, რომ საქმის წარმოება მომხდარის შესახებ აუცილებლად დაიწყება.
ხიდაშელმა საჩივარი გამგებლის წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლის ბრალდებით შეიტანა. თუმცა მოძალადეების ნაცვლად სამართალდამცავმა ორგანოებმა 17 აგვისტოს დააკავეს კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ქამარატ მამედოვი, ხოლო 18 აგვისტოს დილით ასევე დააკავეს კოალიციის მეორე მხარდამჭერი ნათიკ რასულოვი.
როგორც კოალიცია "ქართული ოცნება" იუწყება, 17 აგვისტოს კოალიციის კანდიდატი შეხვედრებს სოფელ მუღალოსა და ქეშალის მოსახლეობასთან მართავდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ, ჩხუბი ატეხეს და შეხვედრის ჩაშლა სცადეს. ისინი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ "ინფო 9"-ის თვითმარქვია წარმომადგენლის მიმართ, რომელიც "ინფო 9"-ის ნამდვილ წარმომადგენლად მიიჩნიეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თინათინ ხიდაშელის საარჩევნო შტაბს აქვს ვიდეო მასალა, სადაც კარგად ჩანს, ჩხუბის ინიციატორები და აქტიური მონაწილეები: სოფელ დუზაგრამის გამგებელი მუხტარ ისმაილოვი, სოფელ ლამბალოს გამგებელი ალახიარ აბდულაევი, სოფელ თულარის დეპუტატი საკრებულოში ვექილ ვექილოვი, სოფელ ქეშალოს გამგებლის თავთუხ კაჭიევის დისშვილი და გამგეობის თანამშრომელი ადრე ნასამართლევი ილგარ გაჯიევი, რომელიც ვიდეოკამერის დამტვრევასაც ცდილობდა.
ამ ინციდენტის თაობაზე ინფორმაცია რეაგირებისთვის გადაეცა უწყებათაშორის კომისიას და საერთაშორისო დამკვირვებლებს.

მედიანიუსი
fs22



კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი