მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-29
ნაციონალური მოძრაობა შემომწირველებს 315 000 ლარს უკან უბრუნებს

fs22 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხუთ შემომწირველს პარტიისთვის შეწირულ 315 000 ლარს უკან დაუბრუნებს. ლაპარაკია საარჩევნო ფონდში ჩარიცხულ 315 000 ლარზე, რომელიც აუდიტის სამსახურმა კანონთან შეუსაბამო შემოწირულობად სცნო.
როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ნაციონალური მოძრაობა საკუთარ თავს ფინანსური გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტებს უწესებს და თავის დროზე მხარი პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონს დაუჭირა მხარი.
"თუმცა კანონის აღსრულების პროცესში ხარვეზებისგან დაზღვეული ვერ აღმოვჩნდით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ ჩვენი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ, რამდენიმე პირის მიერ განხორციელებული შემოწირულობა კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, ამიტომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, ხუთ შემომწირველს, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 1 575 000 ლარით დააჯარიმა, 315 000 ლარის ოდენობით განხორციელებულ შემოწირულობას უკან ვუბრუნებთ", -- აღნიშნა ჩიორა თაქთაქიშვილმა და დასძინა, რომ დღეიდან პარტიის ვებგვერდზე შემოწირულებების და შემომწირველთა შესახებ დეტალურ ინფორმაცია განთავსდება.
მისი თქმით, რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველთა შორის სოციალურად დაუცველ პირთა არსებობაზე, შემოწირულობების მიღებისას არ უვარაუდიათ, რომ კონკრეტული პირები სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული იქნებოდნენ.
"ჩვენ ყველას ვთხოვდით შემოსავლების დამადასტურებელ ინფორმაციას და შემოწირულობას ვიღებდით მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავრწმუნდებოდით, რომ მათი შემოსავლები შემოწირულობის განხორციელების საშუალების იძლეოდა. თუმცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაუდასტურებლად თავად ამ შემოსავლის წარმომავლობა მიიჩნია ", -- აღნიშნა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის უკანონო შემომწირველების მიმართ სანქციის გამოყენების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ნაციონალური მოძრაობის 5 შემომწირველი პირი სამართალდამრღვევად სცნო, რის გამოც მათ მიერ პოლიტიკური გაერთიანებისთვის შეწირული თანხები უკანონო შეწირულობად ჩაითვალა და სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში მათ ქონებას ყადაღა დაედო.

მედიანიუსი









fs22



კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი