მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-29
ბიძინა ივანიშვილი: "ჩემს ცხოვრებაში ერთ შავ ხაზსაც ვერ ნახავენ!"

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი განაგრძობს საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო აქციების გამართვას, მოსახლეობასთან შეხვედრებს.
- ჩემს ცხოვრებაში ერთ შავ ხაზს ვერ ნახავენ, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტყიბულში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, ტყიბულში ჭორს უგორებენ, თითქოს მაღაროს დახურვასა და რაიონში კანონიერი ქურდების შეყვანას აპირებს.
- მთელი ჩემი ცხოვრება წესიერად მიცხოვრია. ჩემს ცხოვრებაში ერთ შავ ხაზსაც ვერ ნახავენ. ეს ორი ჭორი კი, უბრალოდ, სასაცილოა. მაღაროს არათუ დახურვას ვაპირებ, არამედ კიდევ უფრო გაძლიერდება და იქ გაცილებით მეტი ხალხი დასაქმდება. რაც შეეხება კანონიერი ქურდების შემოყვანას, ამაზე მხოლოდ მეცინება. არ დაიჯეროთ, ხალხო, - ამბობს ივანიშვილი. ივანიშვილი სახალხო ხელისუფლებაზე საუბრობს, რომელიც, მისი განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეყოლება საქართველოს.
- "ქართული ოცნება" დაამთავრებს ქართველი ხალხის უღირს ცხოვრებას. დღეს აქ ცხოვრება საფრთხის შემცველია. ჩვენ მოვიყვანთ ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლებას, გავათავისუფლებთ ბიზნესს და ვერც ერთი მოხელე ვერ გაბედავს ქრთამის აღებას. თუ გაბედავს, შესატყვის ადგილს მიიღებს, - ამბობს ივანიშვილი, რომლის განმარტებითაც, საქართველოს მოსახლეობამ უკვე აბსოლუტურად შეიცნო ხელისუფლება და აბსოლუტური უმრავლესობა "მას ვეღარ იტანს". ივანიშვილმა ტყიბულში ხალხთან შეხვედრაზე ხელისუფლების მიერ აღებულ ვალებზე ისაუბრა, რომელიც ხელისუფლებამ კრედიტის სახით აუღო და რომელიც, ივანიშვილის განცხადებით, 6 მილიარდს შეადგენს.
"ქართული ოცნების" ლიდერმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ კრედიტი, რომელიც 6 მილიარდს შეადგენს, საქართველოს მოსახლეობის გადასახდელია.
- 2003 წლიდან დღემდე ხელისუფლებას კრედიტის სახით 6 მილიარდი აქვს აღებული, - განაცხადა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ტყიბულის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
კოალიციის ლიდერის განცხადებით, აქედან მაქსიმუმ 4 მილიარდი დოლარი დაიხარჯა სხვადასხვა პროექტის განხორციელებაზე.
ივანიშვილმა ჩამოთვალა კონკრეტული პროექტები, აშენებული შენობები, რომლის შენებასაც მოხმარდა კრედიტით აღებული თანხის გარკვეული ნაწილი, დანარჩენ ნაწილზე მას კითხვის ნიშნები აქვს და ის ამ კითხვით ხელისუფლებას მიმართავს. ივანიშვილის განცხადებით, აშენდა დაახლოებით 17 იუსტიციის სახლი, ქუთაისის პარლამენტი, პრეზიდენტის სასახლე, გაკეთდა რამდენიმე გზა.
როგორც "ქართული ოცნების" ლიდერი აცხადებს, ეს დანახარჯები 4 მილიარდზე მეტი ვერ იქნებოდა და აინტერესებს, სად წავიდა დანარჩენი 2 მილიარდი. ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლების მიერ აღებულმა ახალმა კრედიტებმა საქართველოს საგარეო ვალი 2-ჯერ გაზარდა, რაც მოსახლეობის გადასახდელია, - რას გვამადლიან, ჩვენ მიერ ჩვენი გასასტუმრებელი ფულით აშენებულ გზებს გვამადლიან? რაიონების შიდა გზა ბევრი აშენდა, მაგრამ საეჭვოა, რომ ეს თანხებიც მიზნობრივად არის გახარჯული, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა მოსახლეობას უთხრა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აღდგება სამართლიანობა ქვეყანაში, რომლის დეფიციტიცაა დღეს და უსამართლობის მსხვერპლია ასობით ათასი ადამიანი.
- სამართლიანობის აღდგენას ნება სჭირდება და მე ეს ნება გამაჩნია. ათასობით ჩვენი მოქალაქე გამოკეტილია ციხეებში უსამართლოდ, - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიზნესი ზეწოლისგან გათავისუფლდება, რაც საინვესტიციო გარემოს გააუმჯობესებს.
ივანიშვილი აცხადებს, რომ სირცხვილია, როცა ქართველი დედები საზღვარგარეთ მცირე ანაზღაურების ფასად დაბალკვალიფიციურ სამუშაოს ასრულებენ. "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, დღეს საქართველოში სოციალური დახმარება ძირითადი შემოსავლის წყაროა და კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დასაქმება პროფესიის მიხედვით მოხდება.
კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ დღეს საქართველოში პენსია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ყველაზე დაბალია.
- ევროპასთან შედარებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, ჩვენ პირველი ვართ ევროპაში ბავშვების სიკვდილიანობით და არა იმით, რითაც სააკაშვილი ყელყელაობს, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, უნდა დამთავრდეს სიცრუეზე, სიყალბეზე და ფასადურობაზე დაფუძნებული პოლიტიკა.
მოსახლეობასთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა ყურადღება ელიტურ კორუფციაზე გაამახვილა.
ივანიშვილის თქმით, სააკაშვილი ბევრს ლაპარაკობს იმაზე, რომ კორუფცია აღმოიფხვრა, თუმცა საქართველოში ელიტური კორუფცია მძვინვარებს.
ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს მთელ შემოსავლებს დღეს ერთი ჯგუფი იყოფს.
- ვერავინ გაბედავს, კორუფციაში ჩაერთოს ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. დღეს ერთი ჯგუფი იყოფს საქართველოს მთელ შემოსავალს. ბობოქრობს და მძვინვარებს დღეს ელიტური კორუფცია, - განაცხადა ივანიშვილმა.
კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ტყიბულის მოსახლეობასთან შეხვედრაზე "ქართული ოცნების" პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება.
მისი განცხადებით, როდესაც კოალიცია მოვა ხელისუფლებაში, ტყიბულის მაღარო უფრო უსაფრთხო და მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული იქნება, მუშებს კი "ადამიანური ხელფასი" ექნებათ.
- შრომის კოდექსი იქნება მუშაზე მორგებული და დაიცავს მუშა-მოსამსახურის უფლებებს. ეს არის მძიმე ტექნიკური შრომა და აზიანებს ჯანმრთელობას, ამიტომ აქ გვინდა რადიკალურად განსხვავებული მიდგომა, - განაცხადა ივანიშვილმა. ივანიშვილმა ისაუბრა დასაქმების პრობლემაზეც და განაცხადა, რომ ტოტალურად ჭირს საკუთარ ქვეყანაში სამსახურის პოვნა.
ივანიშვილი აქცენტს აკეთებს იმაზე, თუ როგორ შეიძლება დაიძლიოს ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური მდგომარეობა, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი. ის ამბობს, რომ როდესაც კოალიცია მოვა ხელისუფლებაში, საინვესტიციო კლიმატი გაჩნდება, კერძო ბიზნესი მოძლიერდება და ეტაპობრივად გადაწყდება ეს პრობლემა.
ივანიშვილი საზღვარგარეთ წასულ საქართველოს მოქალაქეებზე აცხადებს, რომ ისინი სამშობლოს დაუბრუნდებიან.
- დაბრუნდებიან ჩვენი თანამემამულეები საზღვარგარეთიდან, რომლებიც იქ მცირე ანაზღაურებისთვის შრომობენ. რა დავაშავეთ ისეთი, რომ საკუთარ სამშობლოში ჩვენი ადგილი არ გამოინახა, - ამბობს ივანიშვილი.
კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი პრიორიტეტი, ყველასთვის ცნობილია, რომ სოფლის მეურნეობაა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის აღორძინებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება ქართველი გლეხისთვის და ზოგადად დასაქმებისთვის.
ივანიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილს რუსული ბაზრის დახურვას სდებს ბრალად და თურქული პროდუქციის იმპორტის წახალისებაზე საუბრობს, რომელმაც მთლიანად გაანადგურა ადგილობრივი სოფლის მეურნეობა და ადგილობრივი გლეხი.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ამ ხელისუფლებამ, რომელსაც სოფელი საერთოდ არ აინტერესებდა, მისგან გადაიწერა პროგრამა და ოთხზე გაამრავლა, რასაც ის სამარცხვინოს უწოდებს.
ივანიშვილმა, როგორც აღვნიშნეთ, სოფლის მეურნეობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის აღორძინება ასეულათასობით ადამიანს დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.
- ჩვენი პროგრამა გადაიწერეს და უსირცხვილოდ ოთხზე გაამრავლეს, - განაცხადა "ქართული ოცნების" ლიდერმა.
მისივე თქმით, სოფლის მეურნეობაში გაიცემა გრძელვადიანი კრედიტი, რომელიც ძირითადად უპროცენტო იქნება, ზოგ შემთხვევაში კი კრედიტორებს დაერიცხებათ 3 პროცენტი.
- თქვენ თვითონ უნდა მოახერხოთ მცირე და საშუალო საწარმოს შექმნა ამ კრედიტების საშუალებით, - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ ომამდე გაუაზრებლად დახურა რუსული ბაზარი, რომლისკენაც მთელი მსოფლიო მიილტვის.
- რუსეთის ბაზრის დახურვითა და თურქული ბაზრის გახსნით მთლიანად წელში გაწყვიტეს ქართველი გლეხი, რადგან მის პროდუქციაზე ბევრად ნაკლებ ფასში იყიდება თურქული პროდუქცია, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
"ქართული ოცნების" ლიდერმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს საქართველოს მასშტაბით დარიგდება ელიტური ჯიშის კარტოფილის თესლი, რომელიც მოსახლეობას უხვი მოსავლის მიღების საშუალებას მისცემს.












fs22

ავტორი: fs22 ნათია ხურცილავა


კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი