მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-29
ბოიკოტი კახეთის საინფორმაციო ცენტრს "ქართული ოცნებიდან"

fs22 "როდესაც დანაშაულებრივი რეჟიმი იმსხვრევა& ამ შემთხვევაში ახმეტელი ახალგაზრდების მიერ, თვით "რეალ-ტვ" და სხვა სახელისუფლებო მედია საშუალებები ვერ ბედავენ და არც კი მოსდით აზრად რომ ამ სიტუაციას სიყალბის ელფერი შესძინონ. ამ დროს კი ვინ ევლინება ხელისუფლებას "ბაში-აჩუკად"? ეს გახლავთ გელა მთივლიშვილი... დღეიდან მეც და ჩემი ახალგაზრდულის წევრებიც ყოველგვარ ურთიერთობას ვწყვეტთ გელა მთივლიშვილთან და კახეთის საინფორმაციო ცენტრთან! ამ ბოლო დროს ამას რაღაცეები ეშლება".
ამ სიტყვების ავტორი "ქართული ოცნების" ახმეტის შტაბის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ოთარ კვირიკაშვილია. მისი გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრი "ახმეტის შტაბში" 25 აგვისტოს ჩატარებული პრესკონფერენციის დეტალებით დაინტერესდა.
როგორც ცნობილია, 25 აგვისტოს, შაბათს, ტელეკომპანიებმა "მეცხრე არხმა", "მაესტრომ" და სააგენტომ "ინფო9" გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ახმეტაში "ნაციონალური მოძრაობის" 8 წევრმა პარტია დატოვა და "ქართულ ოცნებაში" გადავიდა. იმავე დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" კახეთის კოორდინატორმა გიორგი ბოტკოველმა გაავრცელა განცხადება, სადაც ბოტკოველი ახალგაზრდების "ქართულ ოცნებაში" გადასვლას უარყოფს. მისივე თქმით, ახალგაზრდები, რომლებიც პრესკონფერენციას ესწრებოდნენ, "ქართული ოცნების" აგიტატორების შვილები იყვნენ.
27 აგვისტოს, ორშაბათს, დავუკავშირდით ოთარ კვირიკაშვილს და ვკითხეთ, ვინ არიან ის ახალგაზრდები, რომლებიც მისი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობიდან" "ქართულ ოცნებაში" გადავიდნენ და კონკრეტულად რა ზეწოლა განხორციელდა მათზე პარტიიდან პარტიაში გადასვლის შესახებ განცხადების გაკეთებამდე; კონკრეტულად ვისზე განხორციელდა ზეწოლა და ვისგან?
ოთარ კვირიკაშვილმა 8 ახალგაზრდიდან მხოლოდ 2 ახალგაზრდის ვინაობის შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია, არცერთი მათგანი ტელეფონის ნომერი არ გვითხრა. ერთ-ერთი მათგანი ეთერ ღვინიაშვილი ნამდვილად "ქართული ოცნების" წევრის ავთანდილ ღვინიაშვილის შვილი აღმოჩნდა. "დანარჩენების ვინაობას ვერ გეტყვით. ვერც ტელეფონის ნომრებს მოგცემთ, არ მაქვს. კიდევ გვექნება ასეთი პრესკონფერენცია, თუ ვერ შეძლეს ახალგაზრდების დაშინება", - აღნიშნა ოთარ კვირიკაშვილმა.
27 აგვისტოს ოთარ კვირიკაშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაწერა: "იმედს ვიტოვებთ, რომ ბატონ მთივლიშვილს რესპოდენტები არ მოაკლდება, განსაკუთრებით 1 ოქტომბრამდე. დარწმუნებული ვარ ხელისუფლებას ძალიან ბევრი საჩივარი დაუგროვდება "ქართული ოცნების", "ინფო9"-ს და "ტვ-9"-ს მიმართ... აბა შენ იცი გელა, ძალიან არ გადაიტვირთო, მთელი კახეთი შენს იმედზეა. შენ ვერც ვერასოდეს მიიღებ პასუხებს! ვერ გაგეცი კი არა, არ გაგეცი და საერთოდ არცერთი ჩემი ახალგაზრდა შენ პასუხს არ გაგცემს! დადექი ეხლა და ბოტკოველისგან და ცისკარიშვილისგან აიღე კომენტარი, "დამოუკიდებელო და შეუპოვარო" ჟურნალისტო", - წერს ოთარ კვირიკაშვილი და იქვე ერთ-ერთ პოსტში აღნიშნავს: "დავასრულოთ უკვე 2 სექტემბერს ამათი ბოგინი :)"... (2 სექტემბერს თელავში ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო შეხვედრას მართავს).
"ქართული ოცნებიდან" ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ ზვიადაურმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრა, რომ ის კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის მხრიდან ბოიკოტის და კახეთის საინფორმაციო ცენტრის სახელისა და რეპუტაციის შემლახველი უსაფუძვლო ცნობების გავრცელების შესახებ ინფორმირებული არ არის. ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს ხელმძღვანელმა ნონა ყანდიაშვილმაც განაცხადა, რომ ბოიკოტის თაობაზე ინფორმაცია არც მას აქვს. არც ზვიადაურს და არც ყანდიაშვილს არ უთქვამთ, რომ ბოიკოტი მათთვის მიუღებელია.
ვწუხვართ, "ქართული ოცნებიდან" ამგვარი დამოკიდებულების გამო კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიმართ.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებაა. ცენტრი სხვადასხვა პროექტებს ახორციელებდა და ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაციების (ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო", IREX, აშშ-ს საელჩო საქართველოში, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი) მხარდაჭერით და არ არის დამოკიდებული არც ფინანსურად და არც სარედაქციო შინაარსით რომელიმე პოლიტიკურ პარტიაზე ან პოლიტიკოსზე.

გელა მთივლიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი








fs22



კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი