მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-29
სიღნაღში - ლევან ბეჟაშვილი, გურჯაანში - გიორგი ღვინიაშვილი, საგარეჯოში - გია ჩალათაშვილი, ლაგოდეხში - გია გოზალიშვილი

fs22 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" სიღნაღის, საგარეჯოს, ლაგოდეხის და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. სიღნაღში კენჭს ლევან ბეჟაშვილი იყრის, გურჯაანში - გიორგი ღვინიაშვილი, საგარეჯოში - გია ჩალათაშვილი, ლაგოდეხში - გია გოზალიშვილი.
"მინდა, რომ ამ სამუშაო გარემოში წარვადგინო "ნაციონალური მოძრაობიდან" მაჟორიტარობის კანდიდატი გურჯაანის რაიონში. კაცი, რომელსაც აქ წარდგენა მართლა არ სჭირდება. კახეთში 10 წლის წინ საქონელს გარეთ ვერ გამოუშვებდი და ღამე თოფებით გეძინათ სახლში, ეგ რომ არ იგრძნო როგორ შეიძლება? თვეობით სიბნელე იყო და ყველამ იგრძნო რომ აღარ არის; სანამ ვენახიდან ქარხანამდე ყურძენს მოიტანდი ათჯერ ინსპექტორი გაგაჩერებდა და ფულს წაგართმევდა და ყველამ იგრძნო, რომ ეგ აღარ არის. რთველში რომ მოხვიდოდი, ყურძენს ჩააბარებდი და ყველა ერთად შეკრული რომ იყო და ფულს არ გაძლევდა 1 წელი, ეგ აღარ არის. 10 წლის წინ ვინ წარმოიდგენდა, რომ დაზღვევაზე და საავადმყოფოზე ვილაპარაკებდით. არაფერი არ იყო და ხალხი არც ფიქრობდა მაგაზე, რა ედაზღვევებოდა, სიბნელე და ქურდობა აწუხებდა. იმას კი არ გეუბნებით, რომ ღვინიაშვილს თუ აირჩევთ ან მე თუ ამირჩევთ, 3 წელიწადში პრობლემა არ იქნება ან გაჭირვებული, გაჭირვებულიც იქნება და პრობლემაც იქნება, მაგრამ საერთო ჯამში ხალხი უკეთესად იქნება," - განუცხადა დავით ბაქრაძემ ქარხანაში შეკრებილებს. გიორგი ღვინიაშვილის წარდგენას გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილეები, გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლები, ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულები და მათ მიერ ქარხანაში მიყანილი გლეხები ესწრებოდნენ.
გიორგი ღვინიაშვილი დაიბადა 1969 წლის 26 მარტს, ქალაქ თბილისში. 1991-1996 წლებში დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2004-2008 წლებში იყო თბილისის პროკურორი, მანამდე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე საქართველოს პროკურატურაში. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში გიორგი ღვინიაშვილმა კენჭი გურჯაანში იყარა და მაჟორიტარი დეპუტატი გახდა, თუმცა პარლამენტის წევრის თანამდებობა მალევე დატოვა და კახეთის გუბერნატორად დაინიშნა, სადაც 2012 წლის 24 აგვისტომდე მუშაობდა. თანამდებობიდან ის არჩევნებში მონაწილეობის გამო გადადგა.
ლაგოდეხის მაჟორიტარის დეპუტატობის კანდიდატი გიორგი გოზალიშვილი დაიბადა 1954 წლის 24 ოქტომბერს ქალაქ ლაგოდეხში. 1973-79 წლებში სწავლობდა და დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1980 წელს დაინიშნა ლაგოდეხის საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების სადგურის ექიმ-თერაპევტად. 1982-90 წლებში მუშაობდა ლაგოდეხის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილედ. 1991 წლიდან დაინიშნა ლაგოდეხის რაიონის მთავარ ექიმად. 1994 წლიდან მუშაობა გააგრძელა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კახეთის სამხარეო ცენტრის დირექტორად. 1998-2001 წლებში მუშაობდა ლაგოდეხის რაიონის გამგეობის თავმჯდომარედ. 2001 წლიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კახეთის რეგიონალური დეპარტამენტის დირექტორად. 2004 წლის აგვისტოში აირჩიეს შპს "ლაგოდეხის რაიონის ჯანდაცვის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. 2008 წლის 29 თებერვალს დაინიშნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ. 2008 წლის 26 მარტს არჩეულ იქნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლად. 2010 წლის ივნისიდან 2012 წლის 23 აგვისტომდე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.
ლევან ბეჟაშვილი წარმოშობით სიღნაღიდან არის. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წლის თებერვალში ის კახეთის გუბერნატორად დანიშნა. ამ თანამდებობაზე ბეჟაშვილი ივლისამდე მუშაობდა, რის შემდეგაც კონტროლის პალატის თავმჯდომარედ გადაიყვანეს, საიდანაც ის 24 ივლისს გადადგა და 25 ივლისს, პრეზიდენტის განკარგულებით მიხეილ სააკაშვილის პირად წარმომადგენლად დაინიშნა კახეთში. 2008 წლის თებერვლამდე ლევან ბეჟაშვილი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე; 2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ; 1999-2003 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი; განყოფილების უფროსი; დეპარტამენტის უფროსი; 1997-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატში უფროს სპეციალისტად; წამყვან სპეციალისტად; 1996-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგამოძიებო სამმართველოში გამომძიებლის თანაშემწედ.
საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია ჩალათაშვილი დაიბადა 1964 წლის 10 იანვარს. 1981 წელს დაამთავრა საგარეჯოს "b9 2 საშუალო სკოლა. 1988 წელს დაამთავრა სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1988-1989 წლებში მუშაობდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ გიორგიწმინდის ამბულატორიის გამგედ და საგარეჯოს რაიონული პოლიკლინიკის უროლოგად. 1989-1992 წლებში მუშაობდა საგარეჯოს სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორად. 1993-1995 წლებში მუშაობდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ. 1995-1996 წლებში მუშაობდა საქრთველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამედიცინო სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 1996-1998 წლებში მუშაობდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ. 1998-2000 წლებში მუშაობდა კახეთის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის დეპარტამენტის თავჯდომარედ. 2000-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსად. 2002-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქალაქ თბილისის განსაკუთრებულ მნიშვნელობათა საქმეების აღსრულების ჯგუფის უფროსად, სააღსრულებლო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, ქალაქ თბილისის სააღმსრულებლო ბიუროს უფროსად. 2004-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგო კომპანიის ტრანსპორტის, მომარაგების, შესყიდვების და სამეურნეო სამსახურის უფროსად. 2008 წლიდან მუშაობდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლად. 2009 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნები 1 ოქტომბერს არის დანიშნული.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი









fs22



კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი