მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-28
ბიძინა ივანიშვილი უცხოეთიდან 1.000 ქართველ ბიზნესმენს ჩამოიყვანს

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა რაჭველ ამომრჩევლებს კოალიციის პრიორიტეტები გააცნო.
ივანიშვილმა პირველ რიგში სოფლის მეურნეობასა და ტურიზმის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

- ერთ მილიარდიან პროექტში აუცილებლად განიხილება ის, რომ იოლად ხელმისაწვდომი ფული გექნებათ თქვენ, რაჭველებს. თქვენ თვითონ შეიძენთ და ააშენებთ ხორცის, რძისა და ყველის გადამამუშავებელ ქარხნებს და ამით სტიმული მიეცემა ამ დარგის განვითარებას. მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ გაატიალეს ჩვენი ტყეები. ხე-ტყის გადამამუშავებელი ქარხანა უნდა იყოს ადგილზე, აქედან მორები არ უნდა იზიდებოდეს და რაც მთავარია, ამისგან სარგებელი ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა მიიღოს და არა ვიღაც კამპანიებმა, რომლებიც არც კი ვიცით, საიდან მოდიან.
- ჩვენი ხელისუფლება ისეთ ეკონომიკურ კანონებს იღებს, რომლებიც ინვესტიციების შემოდინებას ეწინააღმდეგებიან, - აცხადებს ივანიშვილი ონის მოსახლეობის წინაშე გამოსვლისას. მის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში "ქართული ოცნება" ხელს შეუწყობს ინვესტიციების შემოსვლას და ეკონომიკის აღორძინებას. ივანიშვილის განცხადებით, დაახლოებით 2-3 წელიწადში საზოგადოება იგრძნობს შვებას.
"ქართული ოცნების" ლიდერმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის აღორძინების მთავარი ფაქტორი მცირე და საშუალო საწარმოების გახსნაა. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, პირადად იცნობს საზღვარგარეთ 1.000-ზე მეტ ქართველ ბიზნესმენს და ეს ადამიანები ჩამოვლენ საქართველოში და განახორციელებენ ინვესტიციებს.
მისი თქმით, რაჭაში ცხოვრობდა 2.000-მდე ებრაული ოჯახი, ამჟამად კი 4-5 ოჯახია დარჩენილი. როგორც "ქართული ოცნების" ლიდერმა განაცხადა, ის ებრაელები რომლებიც საქართველოდან წავიდნენ და ახლა საზღვარგარეთ ბიზნესი აქვთ, დაბრუნდებიან საქართველოში და მიიღებენ მონაწილეობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში.
"გაჭირვება შეუძლია აღკვეთოს ბიზნესმა და არა დასაქმების სამინისტრომ", - ამბობს ივანიშვილმა. მისივე განცხადებით, დასაქმების მინისტრის კომპანია დაკავებულია ჭიათურის ტყეების გაკაფვით.
ივანიშვილის განცხადებით, თუ საქართველო თავად არ გახდა სამაგალითო ქვეყანა, ვერ დაიბრუნებს აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს და ქვეყანამ უნდა მისცეს მაგალითი აფხაზ და ოს ხალხს:
"აფხაზი და ოსი ძმების დაბრუნების საწინდარი დემოკრატიული და განვითარებული ქვეყანაა. თუ სამართლიანი სასამართლო და ძლიერი ეკონომიკა არ გვექნება, ეს ვერ მოხდება. დღეს ქართველები თავად გავრბივართ აქედან და როგორ დავარწმუნოთ ისინი, რომ ჩვენთან იცხოვრონ".
ივანიშვილის თქმით, "მიხეილ სააკაშვილმა საბჭოთა კავშირი დააბრუნა თავისი იდეოლოგიით". მისივე თქმით, პრეზიდენტი "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს, რომ კოალიციას საბჭოთა კავშირში დაბრუნება სურს. თუმცა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა თავად დააბრუნა საქართველოში საბჭოთა კავშირი, რადგან ქვეყანაში არ არსებობს განსხვავებული აზრი და არსებობს პარტია "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც კომუნისტურ პარტიას ჰგავს.
"მათ საქართველოს ეროვნული დღესასწაული გადააქციეს პარტიულ დღესასწაულებად. სად გსმენიათ, "ვაჟაობა" ერთ თვეში ორჯერ გვეზეიმოს".
მისივე თქმით, კოალიცია "ქართულ ოცნებას" მსგავსი არც განცხადება გაუკეთებია და არც მოქმედებით გამოუხატავს:
"სააკაშვილი საზოგადოებას მუდამ აშინებს რუსეთით. რუსი არ გვინდა. მამისონის უღელტეხილი 18 კილომეტრით არის გადმოწეული. იქ რუსეთის დროშა ფრიალებს. ვინ გააკეთა ეს, ივანიშვილმა?".
მან ასევე ისაუბრა რუსულ აგრესიაზეც და განაცხადა, რომ რუსები დიდი ხანია, ცდილობდნენ საქართველოში შემოჭრას, ამისთვის საბაბს ეძებდნენ და 2008 წლის აგვისტოში ეს მიზეზი მათ მიხეილ სააკაშვილმა მისცა: "როგორ მოხდა, რომ სწორედ მისმა სისულელეებმა მისცა რუსეთს საშუალება, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს გადმოელახა კავკასიონი".
ივანიშვილმა ისაუბრა ხელისუფლების ბრალდებაზეც, თითქოს ის არის რუსეთის აგენტი. მისი განმარტებით, ხარჯების 99 პროცენტს საქართველოს ახმარდა: "თუ ასეთ აგენტებს გზავნის რუსეთი საქართველოში, ის ყოფილა ყველაზე საყვარელი ქვეყანა".
"ქართული ოცნების" ლიდერი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფო წყობასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდეს.
"ჩვენ პლურალისტური კოალიცია გვაქვს. კოალიციაში ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. ირაკლი ალასანიას "თავისუფალ დემოკრატებს" სურვილი აქვთ, რომ საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკა იყოს, თუმცა "რესპუბლიკელებს" მკვეთრად განსხვავებული პოზიცია აქვთ და უფრო საპარლამენტოსკენ იხრებიან. დანარჩენ პარტიებს პრინციპული მოსაზრება არა აქვთ. პირადად მეც, უფრო მეტად საპარლამენტო წყობისკენ ვიხრები და უპირატესობას მას ვანიჭებ, თუმცა პრინციპული მნიშვნელობა არც ჩემთვის არ აქვს. მთავარია, კანონი დავიცვათ და მისი პატივისცემა ვისწავლოთ".
მისივე განმარტებით, თუ აუცილებელი გახდება, კოალიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზრს საზოგადოებას ჰკითხავს და რეფერენდუმს ჩაატარებს:
"როცა გუნდში ამ საკითხზე ჭიდილი დაიწყო, მე ვთხოვე, რომ ეს თემა მომავლისთვის გადაგვედო. ჩვენ საზოგადოებას შევეკითხებით. თუ საჭირო იქნება, რეფერენდუმს ჩავატარებთ და ქართველ მოსახლეობასთან შევათანხმებთ იმას, თუ რომელ წყობას აირჩევს".
ონში "ქართული ოცნების" აქციის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყებოდა, ბარათაშვილის ქუჩაზე, ეკლესიის ტერიტორიაზე, შეკრებილ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებთან "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე აქტივისტი ქალი მივიდა, რომლებიც სკანდირებდნენ - "გაუმარჯოს "ნაციონალურ მოძრაობას", "გაუმარჯოს მიხეილ სააკაშვილს". მათი მტკიცებით, ონის რაიონის მოსახლეობის 90% სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია, მოქალაქეების უმეტესობა კი, აქციაზე "ბიძინა ივანიშვილის ფულის გამო მივიდა".
"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების ასეთ განცხადებებს "ქართული ოცნების" გაღიზიანება მოჰყვა და მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. "ქართული ოცნების" აქტივისტების ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ქალები გამგეობის თანამშრომლები არიან.









fs22

ავტორი: გერა მამულაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი