fs22 კოალიცია ,,ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, სახელმწიფო წყობასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას არ გამორიცხავს.
ამის შესახებ ივანიშვილმა ონში ჟურნალისტებს განუცხადა.
,,ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, კოალიციაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა.
,,თავისუფალ დემოკრატებს" სურთ, რომ საქართვლო საპრეზიდენტო რესპუბლიკა იყოს, რესპუბლიკელებს კი მკვეთრად განსხვავებული პოზიცია აქვთ და უფრო საპარლამენტოსკენ იხრებიან. დანარჩენ პარტიებს პრინციპული მოსაზრება არ აქვთ. პირადად მეც, უფრო მეტად საპარლამენტო წყობისკენ ვიხრები, თუმცა პრინციპული მნიშვნელობა არც ჩემთვის აქვს. მთავარია კანონი დავიცვათ და მისი პატივისცემა ვისწავლოთ"-აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ საჭიროების შემთხვევაში კოალიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზრს საზოგადოებას ჰკითხავს და რეფერენდუმს ჩაატარებს.
მედიანიუსი
fs22















































































