fs22 ლეიბორისტული პარტია მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა და დავით ბაქრაძემ გუშინდელი ხელის ჩამორთმევით დაადასტურეს, რომ არჩევნების შემდეგ ამომრჩეველთა ხმებს ძმურად გაინაწილებენ.
გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა, კახა ძაგანიამ გუშინ ივანიშვილისა და ბაქრაძის ცაგერში, წმინდა მაქსიმეს სახელობის ტაძარში შეხვედრა და ხელის ჩამორთმევა გაიხსენა და განაცხადა, რომ ეს ოპონენტების პირველი შეხვედრა არ ყოფილა.
,,ლევან გაჩეჩილაძე მიხეილ სააკაშვილს სანთლით ხელში შეხვდა და ამით ანიშნა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით მის წინააღმდეგ არ წავიდოდა. ეს პირველი შეხვედრა არ არის ივანიშვილისა და ხელისუფლების წარმომადგენლების, სხვა ადგილებშიც შეხვედრიან. კახეთში სააკაშვილს შეხვდა და იქაც ეკლესია იყო გამოყენებული. ასე რომ, ეს ორი პოლიტიკური ჯგუფი სინამდვილეში არის ერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ძალაუფლებას გადაინაწილებს პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ", - განაცხადა კახა ძაგანიამ.
როგორც კახა ძაგანიამ განაცხადა, ნაციონალურმა მოძრაობამ და კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ" განვლილი შაბათი-კვირა საარჩევნო კომისიებში ძალაუფლების გადასანაწილებლად გამოიყენეს, რის შედეგადაც რამდენიმე ათეული კომისიის მდივანი ხელისუფლების სატელიტი პარტიის წარმომადგენელია.
,,იქ არის "ოცნების" ხალხი, ,,ქრისტიან-დემოკრატები", სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც ხელისუფლების სატელიტი პარტიები არიან. მათ გადაინაწილეს სარჩევნო კომისიებში მდივნების პოზიციები, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოსტია სარჩევნო უბანზე", - აღნიშნა ძაგანიამ.
მედიანიუსი
fs22















































































