მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-25
პაატა ჯიბლაძე: "არჩევნების გაყალბებაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილმაც უნდა აიღოს"

ლეიბორისტული პარტია წინასაარჩევნო აქტიურობის ფარგლებში ერთნაირად უპირისპირდება როგორც სააკაშვილის ხელისუფლებას, ისე კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს. შრომის პარტიაში აცხადებენ, რომ ივანიშვილი ჯარიმების სახით მის მიერ გადახდილი მილიონებით ხელისუფლებას აფინანსებს.
შალვა ნათელაშვილის თანაგუნდელები უნდობლობას უცხადებენ ამომრჩეველთა სიების გადამოწმების სახელმწიფო კომისიას, ანუ მამუკა კაციტაძის მიერ დადებულ საარჩევნო სიებს და არჩევნებს უკვე გაყალბებულად თვლიან.
რა ბრალდებები აქვთ ლეიბორისტებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და რისთვის ემზადება ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებზე? - ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთ ლიდერ პაატა ჯიბლაძესთან.
- ბატონო პაატა, არჩევნებამდე თვეზე ცოტა მეტი დრო რჩება. როგორ შეაფასებდით ხელისუფლების ნაბიჯებს და რას ფიქრობთ საარჩევნო სიებზე, რომელიც მამუკა კაციტაძის კომისიამ დადო?
- საარჩევნო სიები სრულყოფილი იყო იმ დროს, როდესაც არჩევნებს ატარებდა დემოკრატიულად, გაყალბების გარეშე არჩეული ეროვნული ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით. მას შემდეგ, რაც პუტჩის შედეგად ქვეყნის სათავეში შევარდნაძე-სააკაშვილის ბანდა მოვიდა, სიები ქრონიკულად გაყალბებულია, შესაბამისად - გაბერილიც. ეს ტენდენცია დიდი ხანია გრძელდება და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ გოგორიშვილ-მაჭავარიანის მითითებით ცსკ-მ ის შედეგი დაწეროს, რომელიც სააკაშვილსა და მის ბანდას აწყობთ. ხელისუფლება აპელირებს, რომ ოქტომბერში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება. ეს შესაძლებელია იმ ფონზე, როცა საარჩევნო სიები უკვე სერიოზული კრიტიკის საფუძველი გახდა?
- რომელ აპელირებაზე შეიძლება იყოს საუბარი სააკაშვილის ან მისი რომელიმე თანაგუნდელის მხრიდან სამართლიანი არჩევნების ჩატარების თაობაზე, როდესაც არჩევნების გასაყალბებლად მობილიზებული არიან სპეცდანიშნულებისა და ზონდერბრიგადების შემადგენლობები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და საბიუჯეტო დაწესებულებათა ხელმძღვანელები, რომლებიც ღიად, კანონის სრული უგულებელყოფის პირობებში ეწევიან აღვირახსნილ საარჩევნო კამპანიასა და ადგილობრივ მოსახლეობას მასობრივად ატერორებენ.
- ძალიან მტკივნეულია ჯერ კიდევ ხმების დათვლის საკითხი. გაუჭირდება ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გაყალბება?
- ძალიან მტკივნეული კი არა, ეს არის უმთავრესი პრობლემა, რომელიც დღეს დგას ჩვენ წინაშე. გაიხსენეთ შევარდნაძე-ჟვანია-სააკაშვილის მიერ გაყალბებული ყველა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც ბარიერგადალახული და გამარჯვებული ლეიბორისტული პარტია რამდენჯერმე დატოვეს პარლამენტს მიღმა, რაც შემდეგ აღიარა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლომ.
- ოპოზიცია თბილისს, ფაქტობრივად, მოგებულად თვლის. თქვენი პროგნოზით, როგორ განვითარდება თბილისში წინასაარჩევნოდ მოვლენები და მიხეილ სააკაშვილის ძირითად დასაყრდენად სამეგრელო რჩება?
- პრეზიდენტი და ეს ხელისუფლება არავის ნდობას უკვე აღარ ინარჩუნებს. მაგრამ სამსახურების დაკარგვის შიშით ისინი იძულებული არიან, პირში წყალი ჩაიგუბონ და ამ ბანდას თავი დაუკრან.
- დაბოლოს, რა სტრატეგიას ირჩევთ ლეიბორისტები ოქტომბრის არჩევნებისთვის და ბარიერის ვერგადალახვის შემთხვევაში, რაზეც მიხეილ მაჭავარიანი მიანიშნებდა, რა სახის ნაბიჯებს უნდა ველოდეთ ნათელაშვილის გუნდის მხრიდან?
- ჩვენ არ გვაინტერესებს, თუ რა "სიბრძნეს" აფრქვევს არჩევნების გამყალბებელი მაჭავარიანი, მაგრამ მე მინდა ვუთხრა საზოგადოებას მწარე სიმართლე - 2011 წლის ნოემბერში ლეიბორისტული პარტია არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ იწყებდა მასობრივ საპროტესტო აქციებს სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩაშალა თავისი მოწოდებებით, რომ ხალხი არ გასულიყო საპროტესტო აქციებზე. სწორედ ამ აქციების ჩაშლის შემდეგ ჩვენ მივიღეთ ეს უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც დღეს ქვეყანაში სუფევს. ასე რომ, ამ მძიმე ფონის შექმნის გამო, ხელისუფლებასთან ერთად, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ მის სატელიტ პარტიებს ივანიშვილის მეთაურობით.









fs22

ავტორი: შორენა კოწოწაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი