მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-25
ბოქლომი "ცრემლის წყაროზე"

fs22 შიომღვიმე - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი, ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი მცხეთიდან 12 კილომეტრში მდებარეობს. მონასტერში რომ მივსულიყავით, კარგა გვარიანად შელახული გზა გავიარეთ. გზად მცხეთიდან ფეხით მომავალი სკოლის მოწაფეები დავიმგზავრეთ. მონასტრის ეზოში შესულ დამთვალიერებლებს ბერები უყვებოდნენ, რომ შიომღვიმე მე-6 საუკუნის მე-2 ნახევრის დამდეგს, ერთ-ერთმა ასურელმა მამამ, შიომ დააარსა. რომ შიოს თავისი სიცოცხლის უკანასკნელი 15 წელი ბნელ და ღრმა მღვიმეში გაუტარებია, გარდაცვალების შემდეგ კი, ანდერძის თანახმად, იქვე დაუსაფლავებიათ. მორჩილად მივედი ერთ-ერთ ბერთან. ავუხსენი, რომ ჟურნალისტი ვარ, ვწერ კულტურულ მემკვიდრეობასა და ტურიზმის განვითარებაზე და ფოტოების გადაღება მჭირდება. თუმცა, ის ბერი, ისევე როგორც იქ მყოფი ყველა სხვა ბერი, შეუვალი აღმოჩნდა. მკაცრად მითხრეს, რომ ფოტოების გადაღებისთვის კურთხევა უნდა მქონოდა. როცა კურთხევის ასაღებად ერთ-ერთ ნაცნობ მღვდელთან დარეკვა დავაპირე, მაშინვე გამაფრთხილეს, რომ კურთხევა საპატრიარქოდან უნდა ამეღო. გაოცებული ვუხსნიდი ბერებს, რომ არც ერთ ტაძარში ასეთ წინააღმდეგობას არ წავწყდომივარ. თან ჩემს მიერ მოსამზადებელი ინფორმაციის მნიშვნელობასაც ვუხსნიდი. რამდენჯერმე ტურიზმის განვითარებაც ვახსენე, მაგრამ მათი გული მაინც ვერ მოვიგე. უარის მიზეზიც განმიმარტეს. მითხრეს, ფოტოაპარატის "ვსპიშკა" ხატებს აზიანებსო. ხანგრძლივი ახსნა-განმარტების შემდეგ - რომ ხატების გადაღების დროს არ ვხმარობ ფოტოაპარატის განათებას და სრულიად შეგნებული მაქვს მოქალაქეობრივი ვალი, რომ ხატები არ დავაზიანო, მაინც არაფერი მეშველა. უშედეგო დისკუსიის შემდეგ ტაძრის ღია კარიდან რამდენიმე კადრი განათების გარეშე გადავიღე. მართალია, ფოტოები ხარისხით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ამდენი კამათის შემდეგ, ამითაც კმაყოფილი დავრჩი. მონასტრის კომპლექსის გარეთ ჯგუფის წევრების შეგროვებას კარგა ხანს ველოდე. დაღლილი, მწყურვალე ბავშვები ამაოდ შეჰყურებდნენ ბოქლომდადებულ კარს, საიდანაც ბერებს თხუთმეტწუთიანი ინტერვალით მონასტერში წყალი აჰქონდათ - აავსებდნენ უშველებელ ჭურჭელს და ჭურჭლის გატანის შემდეგ კარს კეტავდნენ. თავიდანვე მონასტერი თავისი არახელსაყრელი ბუნებრივი პირობების გამო, სასმელი წყლის ნაკლებობას განიცდიდა. ისტორიული წყაროების მიხედვით, თავდაპირველად შიო კლდიდან გამოჟონილი წყლით სარგებლობდა. შემდგომში, როცა ბერთა რიცხვი გაზრდილა, მტკვრიდან დაუწყიათ სასმელი წყლის ამოზიდვა. ამავე დროს მონასტერში მცირე წყაროც გამოჩენილა. ლეგენდა ამ წყაროს გაჩენას შიოს სასწაულმოქმედებას მიაწერს. თურმე, ერთ ბერს მტკვრიდან წყალი მოჰქონდა, უცებ დაცემულა, ჭურჭელი გასტყდომია და წყალი დაღვრია. ბერს საშინელი ტირილი და თავში ცემა დაუწყია. ეს რომ შიოს დაუნახავს, ბერისთვის უთქვამს - ნუ ტირი, ღმერთმა გისმინა და შენი ცრემლების სამაგიეროდ მანდ წყაროს გაჩენა ინებაო. წყაროს, საიდანაც წყალი გადმოდის და რომიც ახლა ბოქლომითაა დაკეტილი, "ცრემლის წყაროს" უწოდებენ. ეს სახელწოდება წინაპრების დარქმეულ სახელს მართლაც ამართლებს. ტურისტი, რომელსაც ღმერთი გაუწყრება და შიომღვიმის სანახავად უწყლოდ ამოვა, ამ წყაროს ცრემლების გარეშე ვერ ჩაუვლის. აქ მრავალჯერ მსმენია მწყურვალის ტირილი. მეეჭვება, რამე გვეშველოს და ამგვარი დამოკიდებულებით ქვეყანაში ტურიზმი განვავითაროთ, რადგან ამგვარი სიტუაცია მხოლოდ შიომღვიმეში არ არის. არადა, ბევრს იმედი აქვს, რომ სწორედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით მოიზიდავს უცხოელ ტურისტებს და ქვეყნის ეკონომიკას ააყვავებს. არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ადამიანები ერთხელ მაინც არ ყოფილან საზღვარგარეთ და არ უნახავთ ღირსშესანიშნავ ადგილებთან როგორი კომფორტია შექმნილი უცხოელი თუ ადგილობრივი ვიზიტორებისთვის.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი









fs22



კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი