მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-25
ზურაბ ოტიაშვილი: "როცა სიმართლით სიარულს ისწავლით, მერე ჩაიწერთ კომენტარს"

fs22 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ოტიაშვილი სოფელ კობიაანთკარის მაცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა მას კომენტარი სთხოვა, დუშეთში, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტებზე. ოტიაშვილმა განაცხადა, რომ მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან კომენტარს არ აკეთებს.
- არა ხართ ობიექტურები, როცა იქნებით, მერე ჩამწერთ.
- რას ჰქვია ობიექტურები არ ვართ, რატომ არ ვართ? ეგ შენს უფროსსა კითხე რატომ არა ხართ ობიექტურები.
- თქვენი კომენტარი მინდა ჩავწერო, არ შეიძლება?
- როცა ისწავლით სიმართლით სიარულს და მართლები იქნებით, კომენტარსაც ჩაწერთ და...
- რა არ დავწერეთ სიმართლე, შეგიძლია მითხრათ?
- რა დაწერეთ საერთოდ, ერთი რამე მითხარით, რაც სიმართლე დაწერეთ.
- თქვენ მითხარით რა არ დავწერეთ, ჩვენ სულ სიმართლეს ვწერთ.
შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ ხელისუფლების მისამართით კმაყოფილება გამოთქვა, რა დროსაც სახელისუფლებო პარტიიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ ოტიაშვილმა ჟურნალისტს ხელი მოჰკიდა და მიუთითა:
- მოდი აბა, ჩაწერე, ეს ჩაწერე!
- ერთი წამით, ხელი გამიშვით, მე ვიცი რა უნდა გავაკეთო და მითითებებს ნუ მაძლევთ.
- აბა მაშინ არა ხართ ობიექტურები და დაგვანებეთ თავი, - აღნიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ცარო საძაგლიშვილმა, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა.
თამარ კორძაია, იურისტი: "ჟურნალისტს არავინ არ უნდა მიუთითოს რა გადაიღოს და რა არა, ჟურნალისტს აქვს თავისი საქმიანობის დამოუკიდებლობა და მასში ჩარევის უფლება არავის არ აქვს. ის, რომ პოლიტიკოსი არ გაძლევთ კომენტარს, ეს მისი უფლებაა, რადგან ის არ არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ვალდებულია განმარტებები მოგცეთ და გიპასუხოთ, მაგრამ როგორც საჯარო პირს, მას ეს ვალდებულება აქვს. მას შეუძლია შეგაფასოთ როგორც სუბიექტური ან ობიექტური, მაგრამ ამას არ აკეთებს არცერთი გონივრულად მოაზროვნე პოლიტიკოსი, ისინი არ აძლევენ თავს უფლებას ასეთი შეფასებები გააკეთონ ჟურნალისტებთან მიმართებაში. მედიის პირველი შემფასებელი საზოგადოებაა". შეგახსენებთ, მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა არაერთხელ დაწერა, რომ ოტიაშვილის სახელს უკავშირდება მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაში ხელის შეშლის, კერძოდ ჟურნალისტებზე მუქარის, ზეწოლის, თანამშრომლების დაშინების ფაქტები. ასევე, იმ ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება, ვინც მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან კომენტარი გააკეთეს. ოტიაშვილის დავალებით, ამ დრომდე არ უშვებენ ჟურნალისტებს დუშეთის გამგეობის და საკრებულოს შენობაში. გამგეობის დაცვის სამსახურს ოტიაშვილის მძღოლი ხელმძღვანელობს. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ზურაბ ოტიაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად 18 აგვისტოს წარადგინა. ზურაბ ოტიაშვილი დუშეთის საკრებულოს წევრია. წლების განმავლობაში ის უშიშროების ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი






fs22



კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი