მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-25
ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის თანამშრომლებმა მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვეს

fs22 ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმის თანამშრომლებმა პროტესტის ნიშნად მუზეუმში მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვეს. როგორც მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს მუზეუმის ზედამხედველმა მარიამ რაზიკაშვილმა განუცხადა, მუზეუმში მხოლოდ ახალი დირექტორი და ორი მოხუცი დამლაგებელი მივიდნენ. "სამსახურში მხოლოდ დამლაგებლები მივიდნენ, დანარჩენი თანამშრომლები იგივე აზრზე არიან, მასთან მუშაობა არავის უნდა, იმ ორი დამლაგებლის გარდა, ისინიც მოხუცები არიან და შემოსავალი სჭირდებათ. 25 აგვისტოს ვაჟაობაა. მოსულები იყვნენ დუშეთის გამგებელი, კულტურის განყოფილების ხალხი და გვთხოვეს, რომ შაბათს ვიმუშაოთ," - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს მარიამ რაზიკაშვილმა. მისივე თქმით, დაპირისპირების შემდეგ, მუზეუმის ახალმა დირექტორმა მასთან დაპირისპირებულ თანამშრომლებს მუზეუმის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა და პოლიციის გამოძახებით დაიმუქრა. "გუშინ თქვენ რომ წახვედით, ისეთი ამბები იყო, მითხრა, დატოვე ტერიტორია, გათავისუფლებული ხარო, ბრძანებაც მაქვსო, ბრძანება მაჩვენე და წავალ მეთქი, ჩანთაში ეძება და ვერაფერი რომ ვერ იპოვა, მერე მითხრა, არ მაქვს, მაგრამ მალე დავწერო. იცით, რა ამბები ატეხა? წადით, დატოვეთ ტერიტორია, ხელს ნუ მიშლით, თორემ პოლიციას გამოვიძახებო, იძახდა. მისი მუზეუმის დირექტორად დანიშვნა მთელი ერისთვის თვალებში ნაცრის შეყრა იყო, ძალიან ცუდი რამე მოხდა ჩარგალში," - აღნიშნა მარიამ რაზიკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მუზეუმის ახალ დირექტორს თამარ რაზიკაშვილს და მუზეუმის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. თანამშრომლებმა მუზეუმის ყოფილი დირექტორის ლელა რაზიკაშვილის ნაცვლად თამარ რაზიკაშვილის დანიშვნა გააპროტესტეს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ ლელა რაზიკაშვილი თანამდებობიდან სამი დღის წინ გაათავისუფლა. ლელა რაზიკაშვილი "ქართული ოცნების" მხარდამჭერია და სამსახურიდან გათავისუფლებას 14 ივლისს, ჩარგალში ბიძინა ივანიშვილისთვის მასპინძლობას უკავშირებს.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი




fs22



კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი