მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-25
ნანა დევდარიანი: "სააკაშვილმა ტყუილებში მიუნჰაუზენს აჯობა!"

ინტერვიუ ყოფილ სახალხო დამცველ ნანა დევდარიანთან

- ქალბატონო ნანა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებებმა, ცოტა არ იყოს, შეაშფოთა ჩვენი ხელისუფლება. ნიკა რურუამ ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებას სულელურიც კი უწოდა.
- მაგათთვის ეუთოს ფასი ჰქონდა მაშინ, როცა მაგათ რევოლუციას დაუჭირა მხარი და ახლა, როცა აკრიტიკებენ, ამბობენ, სისულელეაო, მაგრამ, პრაქტიკულად რომ შეხედო, ეს მართლაც არაფერი არ არის, იმიტომ რომ არჩევნების ბედს წყვეტს ამომრჩეველი და არა ეუთო. ეუთოს შეუძლია, დასკვნები აცხოს თვეში ერთხელ. მთავარია, ვინ მოიპოვებს ან შეინარჩუნებს ძალაუფლებას. ისე, რურუა ამას რომ ამბობს, ვინმემ უნდა შეახსენოს, მაშინ ხომ კარგი იყო ეუთო, თქვენ რომ დაგიჭირათ მხარიო.
- დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, როგორია თქვენი შეფასებები? სააკაშვილის გამოსვლებს თუ მოვუსმენთ, ნაკლებად დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთება შეიძლება.
- სააკაშვილს უკვე შეარქვეს მიშჰაუზენი, იმიტომ რომ მიუნჰაუზენს აჯობა, თუ ტყუილებში და თუ ფანტაზიის გაქანებაში. ის ხომ არ მონაწილეობს საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ ყველგან დადის, რომ მოიპოვოს თავისი ნაცმოძრაობისთვის ხმები და ამისთვის მიდის ყველაფერზე. მართალია, ისეთი კომფორტული მდგომარეობა აღარ აქვს, როგორიც ჰქონდა წინა წლებში. ახლა უკვე ადგილებზე ეკამათებიან, ეპასუხებიან და საყვედურობენ, მაგრამ ის მაქსიმალურად ცდილობს ელექტორატის მობილიზებას, რასაც ვერ გეტყვით, რომ ოპოზიციაც ასევე აქტიურად ახორციელებდეს. დროდადრო რაღაც აქციების ჩატარება და სიხარული იმის გამო, რომ ხალხი მოვიდა, არაფერს ნიშნავს. მიტინგი და აქცია სულ სხვა მოვლენაა და ამომრჩეველთან ინდივიდუალური მუშაობაა აუცილებელი. სააკაშვილი კი სწორედ ამას აკეთებს, თან ამაში მაქსიმალურად, ყველანაირად ჩართული ჰყავს კონტროლირებადი ტელევიზია.
- სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, ეს არჩევნები გადამწყვეტია საქართველოსთვისო...
- მისი ბედისთვის არის გადამწყვეტი. საქართველოსთვის ყველა არჩევნები გადამწყვეტია, იმიტომ რომ ქვეყანა წინ უნდა მიდიოდეს და შეღებილ დეკორაციას არ უნდა ემსგავსებოდეს, როგორიც არის მისი რეჟიმის პირობებში. აი, მისი ბედისთვის კი, რა თქმა უნდა, გადამწყვეტია, იმიტომ რომ, თუ ნაცმოძრაობა არჩევნებს წააგებს, ეს მისთვის კატასტროფაა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელიწადი კიდევ რჩება პრეზიდენტად.
- სხვათა შორის, ისიც განაცხადა, ყოველი არჩევნების შემდეგ წინ-წინ მივდივართო.
- თუ იმას ვიანგარიშებთ, რომ წინა არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვეს, ახლა, ალბათ, მარტო თვითონ უნდა იყვნენ პარლამენტში. ახლა ამაზე მეტი რაღა უნდა მოიპოვონ?
- ამბობენ, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებში საკმაოდ უჭირს ხელისუფლებას. თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე?
- ჯერ ერთი, ნაცმოძრაობა საკუთარი ბირთვის გარდა, არავის ენდობა. ეს ცნობილი ამბავია. აი, სამთავრობო კარუსელებიც სწორედ ამას უკავშირდება. ახალი და სხვა ვინმე არ მოჰყავთ, ერთსა და იმავე შემადგენლობას ატრიალებენ ამ კარუსელებზე, სხვადასხვა ადგილზე. რა თქმა უნდა, ამის პრობლემა არის, მაგრამ, იცით, როგორ არის? თბილისის მაჟორიტარები - ეს არის სულ ათი მაჟორიტარი, ეს სულ სხვა ამბავია, მაგრამ რეგიონებში მაჟორიტარებს არ უყურებენ ისე, როგორც თბილისში. შეიძლება, თბილისში იცნობდნენ ადამიანს, პატივს სცემდნენ, დაფასებული ადამიანი იყოს, მაგრამ თუნდაც წარმოშობით იყოს რომელიღაც სხვა რეგიონიდან, შეიძლება, იქ არ დაუჭირონ მხარი, იმიტომ რომ იქ იქაური ადამიანი უნდათ, რომელთანაც მივლენ, დაელაპარაკებიან, ხელს მოჰკიდებენ, შეეხებიან. რეალური, იქაური ადამიანი და ასეთი კადრები ნაციონალებს ჰყავთ, იმიტომ რომ მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი მაგათ ხელშია, თვითმმართველობა მაგათ ხელშია და ადგილობრივი მმართველობის ორგანოები მაგათ ხელშია. რა, "ქართულ ოცნებას" არ უჭირს მაჟორიტარები? მე მეტსაც გეტყვი, ეს გაჭირვება უკავშირდება იმას, რომ ნაციონალებმაც და ივანიშვილმაც მთელი თაობა ჩარეცხეს და, კაცს რომ ჩარეცხავ, მერე იმას მაჟორიტარად ვეღარ დააყენებ.
- ნაციონალებმა, მაგალითად, იმავე სამტრედიაში ექიმი მერაბ ჯანელიძე დაუპირისპირეს კახი კალაძეს. აქ როგორი შანსები იქნება?
- პირადად მე არ ვიცნობ ამ ექიმს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, სამტრედიელები რას იტყვიან, როგორ იცნობენ ისინი ამ ადამიანს. ნაციონალები ცდილობენ, ისეთი კანდიდატები დააყენონ, რომლებიც სახელმწიფო ძალადობრივ მექანიზმს კი არ განასახიერებენ რეგიონში, არამედ რაღაც სოციალურ სამსახურებს, იგივე ექიმი, ექიმი დადებით ემოციებს იწვევს ყოველთვის, თუ რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა არ არის. ამ კონკრეტულ მაგალითზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ადგილებზე ეს დამოკიდებულებაა, უნდათ მისიანი, იქაური, თბილისიდან გაგზავნილი კი არა. ახლა ბარამიძის ბათუმში გაგზავნა, უბრალოდ, არაფერში არ ეტევა. ამხელა აჭარაში და ამხელა ბათუმში კაცი არ მოიძებნა, თბილისიდან რომ ბარამიძე არ ჩაეყვანათ? მერე რა, რომ სკოლა აქვს იქ დამთავრებული.
- რაზე იყო ეს გათვლილი?
- ეს გათვლილია იმაზე, რომ მურმან დუმბაძემ მოახერხა კონსოლიდაცია თითქმის მთელი ოპოზიციური ფლანგის ბათუმში. იმ მიმდინარე მოვლენებისა და პროტესტების ფონზე, რაც მაშინ აზიის მეჩეთს მოჰყვა, იუნკერების სასაფლაოს მოჰყვა და ასე შემდეგ, დუმბაძე ძალიან პოპულარულია. როგორც ჩანს, ადგილზე საპირწონე ვერ დაუყენეს და არჩევნებში გაქნილი და გამოცდილი ბარამიძე ჩაიყვანეს. აქ კიდევ ერთი პატარა საიდუმლოა, ადრე მაჟორიტარი პირველ ტურში გასულად ითვლებოდა, თუ 50%-ზე მეტ ხმას მიიღებდა, ახლა მესამედი რომ მიიღოს, ვინც დააგროვებს 30%-ს, ის ითვლება გასულად. ახლა სჭირდება მესამედი და არა ნახევარი. ამ მესამედს კი, ვარაუდობენ, რომ თავიანთი ადმინისტრაციული რესურსით ამოქაჩავენ.
- ამბობენ, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში მოუგებს ხელისუფლება ოპოზიციას...
- რა გითხრათ. კი, არის ამაზე ლაპარაკი. აი, ამიტომ იყო ოპოზიციის კონსოლიდაცია საჭირო და თქმა, რომ ყველა სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. არჩევანიც მეტი იქნებოდა მაჟორიტარებზე, ისიც იქნებოდა, რომ ხალხი ერთობას იგრძნობდა და, ძალას რომ იგრძნობდა, ეს შიშის ფაქტორიც მოეხსნებოდა, იმიტომ რომ ყველა ერთის წინააღმდეგ არის და ამ შემთხვევაში გამარჯვება იქნებოდა უპირობო. ახლა, ამ ვითარებაში, ეს იქნება ძალიან რთული. აქ კიდევ ერთი უცნაური მომენტია - დანარჩენ ოპოზიციას ეუბნებიან, აი, რა კარგი ნაბიჯი გადადგა ნინო ბურჯანაძემ და თქვენც ნუ იყრით კენჭსო, ანუ ჩვენ არ გვინდიხართ და მონაწილეობასაც ნუ მიიღებთო. ერთხელ ასე ჩარეცხა სააკაშვილმა უამრავი ადამიანი და, იმავეს თუ გააკეთებენ, ჯერ ხელისუფლებაში არ მოსულან, რომ მოვლენ, მერე რაღას იზამენ.
- როგორ ფიქრობთ, ეს პირადად ივანიშვილის პოლიტიკაა თუ მისი გარემოცვის?
- მე არ ვიცი, პირადად თვითონ რას ფიქრობს, მე ვიცი ერთი რამ, რომ თუ შენ ხარ ლიდერი და შენი გარემოცვა წყვეტს ამ საკითხებს, მაშინ შენ ლიდერი არ ხარ, ხოლო თუ შენ წყვეტ თვითონ, ეს არის შეცდომები და ვიღაცამ გარემოცვიდან უნდა უთხრას, რომ ეს შეცდომაა. მე მაინც ვვარაუდობ, რომ ეს მისი გარემოცვის სუბიექტური მიდგომებია.
- დიდი საფრთხით უყურებს საზოგადოება სამეგრელოს აქციას, ამბობენ, რომ სწორედ იქ შეიძლება იყოს პირველი დაპირისპირება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. როგორ ფიქრობთ, არჩევნებამდე წავა სააკაშვილი ასეთ რისკზე?
- სააკაშვილი დაპირისპირებაზე წასასვლელად ყოველთვის მზად რომ არის, ეს ცნობილი ამბავია. ლოკალური დაპირისპირებები იქნება. დავუშვათ, ჩაატარეს ხალხმრავალი აქცია ზუგდიდში, მერე რა? განა ეს აქცია იმაზე მეტყველებს, რომ აუცილებლად მოგებულია არჩევნები? ეს არ მეტყველებს ამაზე. მთავარია, რა შედეგები დაიდება არჩევნებზე. მე მინდა გითხრათ, რომ გამოქვეყნდა კიდეც, არც ერთი პროექტი ბიძინა ივანიშვილს სამეგრელოში განხორციელებული არა აქვს. სხვაგან აქვს განხორციელებული და შეიძლება, კიდეც ჰქონდეს მხარდაჭერის იმედი. იგივე წყალდიდობა და სეტყვა მხოლოდ კახეთში კი არ მოხდა, მანამდე სამეგრელოში მოხდა, მაგრამ იქ არაფერი გადაურიცხავს. არც სიტყვიერად დაუყოლებია, რომ მარტო კახეთი კი არა, მცხეთა-მთიანეთიც, სამეგრელოც, სიტყვიერად ხომ შეიძლებოდა ყოფილიყო ნახსენები.
- როგორ ფიქრობთ, საერთაშორისო ორგანიზაციების გააქტიურება რეალურად თუ შეცვლის სურათს?
- საერთაშორისო ორგანიზაციების გააქტიურებას მნიშვნელობა აქვს მაშინ, როცა შენი ხელისუფლება ყურს უგდებს ამას. შევარდნაძის ხელისუფლება ამას უგდებდა ყურს და საბოლოოდ წავიდა კიდეც. ეს არც ყურს უგდებს და არც წავა იმის გამო, რომ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ დასკვნა დაუწერა. იმავე რურუასა და სხვათა შეფასებები სწორედ ამაზე მეტყველებს. ეს პირდაპირი მესიჯია, იმათ რაც უნდათ, წერონ და იკითხონ, ჩვენ დავრჩებით ხელისუფლებაშიო.
- ასეთი განცხადებებიც გაკეთდა, თითქოს ოპოზიციის ლობისტებმა არასწორი ინფორმაციები მიაწოდეს და ეუთოსგან ასეთი განცხადებები იმიტომ გაკეთდა.
- ეს უკვე შიდა ამომრჩეველზეა გათვლილი და რა თქმა უნდა, სისულელეა. მე, მაგალითად, პირიქით გეტყვით, გაცილებით მეტი ინფორმაციის მიცემა შეეძლოთ და რატომღაც ვერ იყენებენ ამ ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებს, რომ ესენი სათანადოდ გაპიარდეს, გახმაურდეს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში მივიდეს. ერთი ბუკლეტეი რომ გამოსცე სააკაშვილის გამონათქვამების, თარგმნო ინგლისურად და გაავრცელო, სრულიად საკმარისი იქნება.








fs22

ავტორი: fs22 ნონა ცაბაძე


კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი