მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2012-08-25
საქართველოში ამომრჩეველთა სიები, ჯარიმები და კანონის უზენაესობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

fs22 არასამთავრობო ორგანიზაცია "ღია დემოკრატიის კომიტეტის" სპეციალური მრჩევლის, საარჩევნო საკითხების ამერიკელ ექსპერტ ტერი ბენჰემის მოსაზრებით, საქართველოში ამომრჩეველთა სიები, ჯარიმები და კანონის უზენაესობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. როგორც მან თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მნიშვნელოვანი პრობლემაა კანონის შერჩევითი გამოყენების შემთხვევებიც.
"ათეულობით საერთაშორისო ორგანიზაცია ერთსა და იმავე პრობლემაზე მიუთითებს. მათგან ყველაზე დიდი ორგანიზაციები უშუალოდ ამომრჩეველთა სიების სიზუსტეზე, არსებული პოლიტიკური ჯარიმების სიდიდესა და ე.წ. კანონის შერჩევით გამოყენებაზე ამახვილებენ ყურადღებას. ამაზე რამდენიმე საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინეთ", -- განაცხადა ექსპერტმა. კერძოდ, ტერი ბენჰემმა ჟურნალისტებს სამი პლაკატი წარუდგინა. ერთზე ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე დანგრეული, მიტოვებული სახლია ასახული, რომელზეც 46 ამომრჩეველია რეგისტრირებული. დადიანის ქუჩაზე მდებარე, ასევე მიტოვებულ სახლში 42, ხოლო ბარნოვის ქუჩაზე, პარკირების ცარიელ ადგილას 8 ამომრჩეველი არის რეგისტრირებული. ბენჰემმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მონაცემები გასულ თვეს დადებულ სიაში აღმოაჩინეს და იმედი გამოთქვა, რომ ეს უზუსტობები ახალ სიაში აღმოფხვრილია.
მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში გადაჭარბებული ჯარიმების დაკისრება და კანონის შერჩევითი გამკაცრება შეინიშნება.
"უკანასკნელ ხანს სარეკლამო კამპანიასთან დაკავშირებით ახალი კანონი შემოიღეს. ჩვენთან ამას თამაშის შუაში წესების შეცვლას ეძახიან, რაც აჩენს ეჭვებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები პოლიტიკურად არის მოტივირებული. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისთვის გადაჭარბებული ჯარიმა პოპულარულ ქართველ ფეხბურთელს 10 მილიონის ოდენობით დაეკისრა. ეს ჯარიმა ერთად აღებულ იმ სამ ჯარიმასაც კი აჭარბებს, რომელიც აშშ-ში ოდესმე დაუწესებიათ", -- აღნიშნა ტერი ბენჰემმა და დასძინა, რომ ასეთი ფაქტები საარჩევნო პროცესს ვნებს.
მისი თქმით, საქართველოში იმყოფება არა იმისთვის, რომ ოპოზიციიდან ან ხელისუფლებიდან ვინმე გააკრიტიკოს, არამედ იმისთვის, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს კანონის უზენაესობისადმი დამორჩილება ურჩიოს.
"საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის და არავის ინტერესი არ არის ის, რომ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგეს. არჩევნები ლაკმუსის ტესტია", -- განაცხადა ტერი ბენჰემმა.
მისი ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებზე "ღია დემოკრატიის კომიტეტს" 20 დამკვირვებელი ეყოლება.

მედიანიიუსი





fs22



კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი