მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2013-03-22
კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებს 26 ობიექტი დაემატა

კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებულ 26 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას ბრძანებულებით, სტატუსი 26 ობიექტმა მიიღო, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშია განთავსებული, მათ შორის, თერჯოლის, ახალციხის, თელავის, გორის, ჭიათურის, წყალტუბოს, ახმეტის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ქუთაისში. გამოქვეყნებული ბრძანებულების მიხედვით, მინისტრმა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდებარე რამდენიმე ეკლესიას, ხიდსა და ორ გამოქვაბულს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ასევე მიენიჭათ ახალციხის მუნიციპალიტეტის, სოფელ წყალთბილაში მდებარე წყალთბილას ეკლესიას, თელავში მდებარე კისისხევის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას და კოშკს. გორის მუნიციპალიტეტში მდებარე "წმიდა გიორგის", ანტონ ფურცელაძის სახლს, ჟურულების საცხოვრებელი სახლს, ნიკო ლომოურის სახლს. ჭიათურაში მდებარე ძუძუანას მღვიმეს, კოტიას კლდეს. წყალტუბოში მდებარე საწურბლიას მღვიმეს. ახმეტაში მდებარე "წამებულის" ეკლესიას. ქუთაისში მდებარე V-VII საუკუნეების აბანოს (აბანოს კომპლექსი) და VI-VII საუკუნეების ეკლესიას.
როგორც ოფიციალურ ბრძანებაშია ნათქვამი: "დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა; ეთხოვოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა დანართში მითითებული ძეგლებისათვის კატეგორიის მინიჭების თაობაზე."
აქვე განმარტებულია, რომ ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეგიდით ასევე შეიქმნა მონიტორინგის ჯგუფი, რომელმაც (საკუთრების საკითხის გადაწყვეტამდე) დაიწყო მუშაობა საქართველოს საპატრიარქოსა და სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ინტერესის სფეროში მოქცეული ეკლესიების რეაბილიტაციისათვის საჭირო საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაოების დასაგეგმად.
სამუშაო ჯგუფის წევრები არიან სამინისტროდან - მარინე მიზანდარი და ბესიკ მაცაბერიძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან - მერაბ ბოჭოიძე და გიორგი გაგოშიძე, "იკომოს-საქართველო"-დან - ლია ბოკუჩავა, სომეხთა სამოციქულო წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიიდან - ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი და ეპარქიის სამართლებრივი განყოფილების ხელმძღვანელი ლევონ ისახანიანი. საქართველოს საპატრიარქოდან - მეუფე დავით ალავერდელი და გიორგი ანდრიაძე.
კულტურის სამინისტროს ოფიციალური განცხადებით ცნობილი ხდება, რომ სამუშაო ჯგუფი უკვე რამდენჯერმე შეიკრიბა და ადგილზე მოინახულა თბილისში მდებარე ხუთი ეკლესია: სურბნიშნის ეკლესია აკოფიანის ქუჩაზე, მოღნისის ეკლესია ახოსპირელის ქუჩაზე, ნორაშენის ეკლესია კოტე აფხაზის ქუჩაზე, სურბ მინასის ეკლესია გელათის ქუჩაზე და სურბ შამქორის ეკლესია ფერისცვალების ქუჩაზე. ამავე დროს გამოიკვეთა არსებული პრობლემები და პირველი რიგის ჩასატარებელი ღონისძიებები.
კულტურის სამინისტროს ცნობით, მონიტორინგის ჯგუფი მუშაობს პერმანენტულ რეჟიმში, რათა ხელი შეეწყოს აღნიშნული სამუშაოების დროულ წარმოებას და არსებული პრობლემების დაძლევას.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა "დედაენას", "ფერხულს", "კახურ მრავალჟამიერს", "ქალაქურ მრავალჟამიერს" და "ბერიკაობას". დედაენა - ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი; ცეკვა ფერხული - საშემსრულებლო ხელოვნება; ბერიკაობა - საშემსრულებლო ხელოვნება; კახური მრავალჟამიერი - საშემსრულებლო ხელოვნება, საზოგადოებრივი გამოცდილება; ქალაქური მრავალჟამიერი - საშემსრულებლო ხელოვნება, საზოგადოებრივი გამოცდილება.


ავტორი:  ეკა ირემაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი