მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2013-08-02
სააკაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელს მისი ინტერვიუდან მწვავე ნაწილების გაქრობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა განცხადება ორი დღის წინ, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.
- საზოგადოებრივ მაუწყებელს მივეცი ინტერვიუ რუსეთთან ომის წლისთავზე. ძირითადი ნაწილი, რასაც შეიძლებოდა წყენა გამოეწვია ბატონ მედვედევში და პუტინში, რაღაცნაირად გაშვებულ ინტერვიუში გაქრა. მე არ ვიცი მსოფლიოში საზოგადოებრივი მაუწყებელი, სადაც მოქმედი პრეზიდენტის ინტერვიუს დაჭრიან პოლიტიკური ნიშნით. ასეთი რამ არ არსებობს ხალხო, - განაცხადა სააკაშვილმა
გუშინ, საზოგადოებრივი მაუწყებელი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან ორი დღის წინ გამართულ შეხვედრაზე საზოგადოებრივი მაუწყებელი გააკრიტიკა. "საქმე ეხება 2013 წლის 8 აგვისტოს გასულ ინტერვიუს, სადაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის დეტალებს იხსენებდა. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, პირველმა არხმა ინტერვიუ უხეშად დაამონტაჟა და ამოიღო ყველა ის ეპიზოდი, "რასაც შეიძლებოდა წყენა გამოეწვია ბატონ მედვედევსა და პუტინში. საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას, რომ პრეზიდენტთან ინტერვიუს ჩაწერის ინიციატორი საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახური გახლდათ. პრეზიდენტის პრესსამსახურთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა, რომ ჟურნალისტს ეძლეოდა ინტერვიუსთვის 15 წუთი, რაც არხმა საეთერო ზოლში გაითვალისწინა კიდეც, თუმცა საბოლოოდ ეთერში გასულმა მასალამ 25 წუთით გადააჭარბა წინასწარ დადგენილ ქრონომეტრაჟს, ამრიგად, ინტერვიუში მოხვდა ყველა საინტერესო და მნიშვნელოვანი ასპექტი -"აღნიშნულია განცხადებაში. ამასთან, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განცხადებაში დაინტერესებულ პირებს შესთავაზა ამონარიდი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი "მაუწყებელთა ქცევის კოდექსიდან: "ინტერვიუების, ჩაწერილი მასალის, მათ შორის, საარქივო მასალის რედაქტირებისას მაუწყებელმა არ უნდა დაამახინჯოს რესპონდენტის ციტატა ან არ უნდა მოახდინოს:
- სხვა სახით აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა ვიზუალური ან აუდიო მანიპულაციებით, დასმული კითხვების მნიშვნელობის შეცვლით ან კონტექსტიდან ამოვარდნილი კადრების გამოყენებით. ამასთან "მაუწყებლის ქცევის კოდექსის" საფუძველზე ინტერვიუების რედაქტირების/მონტაჟის დროს უნდა დაიცვას შემდეგი წესები: არ შეცვალოთ კითხვებისა და პასუხების თავდაპირველი აზრი ან მთელი ინტერვიუს საერთო არსი ერთ კონტექსტში დასმულ კითხვაზე გაცემული პასუხები არ გამოიყენოთ სხვა კონტექსტში; ერთ კითხვაზე გაცემული პასუხი არ გამოიყენოთ სხვა კითხვის პასუხად; არ შეცვალოთ ან დაამახინჯოთ კითხვა და არც ახალი კითხვა ჩაამატოთ; შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 8 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ეთერში გასვლის დროს "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" არც ერთი პუნქტი არ დარღვეულა. საზოგადოებრივი მაუწყებელი მოუწოდებს ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს და სახელმწიფო მოხელეებს, თავი აარიდონ მაუწყებლის გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის. ამასთან მაუწყებელი მზადაა მოისმინოს და გაითვალისწინოს არგუმენტირებული, კომპეტენტური და სამართლიანი კრიტიკა,"- ნათქვამია მაუწყებლის განცხადებაში.










fs22

ავტორი: fs22 შორენა გონგლაძე


კალენდარი
სექტემბერი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი