მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2013-08-02
ხადურმა თანამშრომლები წინასაარჩევნოდ გააფრთხილა

წინასაარჩევნოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები მინისტრისგან გაფრთხილებას იღებენ. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური წინასაარჩევნო პერიოდში საჯარო მოხელეებისთვის დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით სამინისტროს თანამშრომლებს მიმართავს. ამ ეტაპზე ხადური პირველი მინისტრია, ვინც საკუთარ თანამშრომლებს მსგავსი მითითება მისცა. იმედია ხადურის მსგავსად სხვა მინისტრებიც მისცემენ პატარა მითითებებს თავის თანამშრომლებს, ვინაიდან, ამ არჩევნებზე მმართველ ძალას სერიოზული ტესტის ჩაბარება მოუწევს. იმედია ახალი ხელისუფლება ამ შემთხვევაში მაინც იქნება მონდომებული და ნაციონალებთან კოჰაბიტირებაზე ამ ასპექტში მაინც იტყვის უარს.
ნოდარ ხადურის მიმართვაში ჩამოთვლილია ის უფლება-მოვალეობები, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო მოხელეს აქვს წინასაარჩევნო პერიოდში.
როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მომუშავე საჯარო მოხელეებს უფლება არ აქვთ მონაწილეობა მიიღონ წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში) სამუშაო საათების განმავლობაში, ან როდესაც ისინი სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებენ.
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამმართველოების ხელმძღვანელებს ეკრძალებათ, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები იყვნენ.
"არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია: საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად, ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით;
ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით, ან საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება, ან მომსახურების გაწევა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება;
სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების საჯარო მოხელეებს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება;
არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით, ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, კერძოდ, აკრძალულია სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ოდენობების ზრდა, გარდა იმ გასაცემლებისა, რომელთა ოდენობების ზრდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე, - ნათქვამია მინისტრის მიმართვაში.
კიდევ ერთი სიახლე, რასაც ხადურის უწყება აპირებს, როგორც ხადურმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებისა და ბიზნესის სტიმულირებისთვის, ფინანსთა სამინისტრო ბიზნესისთვის საგადასახადო ზედმეტობების დაბრუნების პროცესს ააქტიურებს. მინისტრის თქმით, დღეისათვის გადასახადის გადამხდელების მიერ ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამი 1,3 მილიარდ ლარს შეადგენს.
- ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ბიზნესს ჰქონდეს მუშაობის საშუალება და ბიზნესგარემო იყოს წარმატებული. მთავრობის გადაწყვეტილებაა, გააქტიუროს წინასწარ და ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნების პროცესი და მარტივი გადამოწმების შემდეგ, გადამხდელებს დაუბრუნდეთ ის გადასახადები, რომლებიც მათ ბიუჯეტში ზედმეტად აქვთ გადახდილი. ესაა ერთ-ერთი ნაბიჯი იმისთვის, რათა ბიზნესს არ ჰქონდეს ზედმეტი ვალდებულებები და ისინი პირნათელნი იყვნენ ბიუჯეტის წინაშე, ისე როგორც, ბიუჯეტი იყოს პირნათელი ბიზნესის წინაშე, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მისივე თქმით, ზედმეტობების დაბრუნებისათვის საჭირო სახსრების არსებობის კუთხით სახელმწიფო ბიუჯეტს პრობლემა არ აქვს და ამ მიმართულებით სახელმწიფო გააგრძელებს თავისი ვალდებულებების შესრულებას არსებული პროცედურების შესაბამისად. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურდება წინასწარ და ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნების პროცესი, ეს ზეგავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულებაზე. სამინისტროში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია რეინვესტირება ბიზნესში, ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესის წახალისება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირება, კომპანიების საბრუნავი სახსრების გაზრდა, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ხელშეწყობა ქვეყნისთვის ისეთ პრიორიტეტულ დარგებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა და სხვა.











fs22

ავტორი: fs22 შორენა გონგლაძე


კალენდარი
სექტემბერი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი