მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2013-08-02
"მე-9 არხის" ყიდვის სურვილი რამდენიმე ათას კაცს გაუჩნდა

"მე-9 არხის" გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე, პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე ტელეკომპანია "მე-9 არხის" შესყიდვის მიზნით სააქციო საზოგადოების შექმნას აპირებს. როგორც მაღლაფერიძე ამბობს, ბიძინა ივანიშვილს ტელევიზია გარკვეულ უხერხულობას უქმნიდა, რადგან ის არის პრემიერ-მინისტრი და ამავე დროს მისი ოჯახის მფლობელობაში იყო მედიასაშუალება. ამასთან დაკავშირებით მაღლაფერიძე ინტერნეტგამოცემა "ფორ.გე"-სთან საუბრობს.
- დეტალები არ ვიცოდით, რომ ის სამი თვეა იყიდებოდა. ეს საზოგადოებამ გუშინ შეიტყო. საზოგადოება ამას გაგებით შეხვდა და ჩათვალა, რომ ეს დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომ პრემიერი უარს ამბობს მედიასაშუალებაზე. ამავე დროს გაჩნდა აზრი, რომელიც ძალიან მალე ბევრმა ადამიანმა აიტაცა და უნდა ითქვას, რომ 2 ათასამდე ადამიანია ჩართული ამ პროცესში, ამ ადამიანებმა თქვეს, რომ ჩვენ მზად ვართ, ავიღოთ ფინანსური პასუხისმგებლობა ვიყიდოთ ეს ტელევიზია. ეს იყო პასუხი ბიძინა ივანიშვილის გამოწვევაზე საზოგადოების მიმართ, - აცხადებს მაღლაფერიძე.
მისივე თქმით, საზოგადოება იყიდის ტელევიზიას და ის არ იქნება პოლიტიკურად ანგაჟირებული. როგორც მაღლაფერიძე ამბობს, ამ სააქციო საზოგადოებას ეყოლება გამგეობა, რომელიც დირექტორს დანიშნავს. მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც ტელევიზია გახდება საზოგადოების საკუთრება, ის იქნება პოლიტიკური პროცესებისგან დამოუკიდებელი.
- ამით, ერთი მხრივ, შენარჩუნებული იქნება ჟურნალისტთა არსებული კორპუსი, რაც მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები არ დარჩნენ უმუშევარი. ეს იქნება კარგი ნაბიჯი იმისკენ, რომ პრემიერი გათავისუფლდეს ტელევიზიისგან და კიდევ უფრო კარგი ნაბიჯი იქნება ჭეშმარიტად საზოგადოებრივი ტელევიზიის შესაქმნელად", - აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.
ტელეკომპანია "მე-9 არხის" გენერალური დირექტორის, ლუბა ელიაშვილის განცხადებით, "მე-9 არხისა" და "ინფო 9"-ის შეძენის სურვილი არაერთ პირს გაუჩნდა, თუმცა დაინტერესებულ პირებს "ინფო 9"-ის მხოლოდ ბრენდის შეძენა სურთ. ლუბა ელიაშვილის განცხადებით, ის ჯერ არ შეხვედრია ტელეკომპანია "მე-9 არხისა" და "ინფო 9"-ის მფლობელებს და, შესაბამისად, უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მფლობელები.
- ვინაიდან გამოჩნდნენ ტელეკომპანია "მე-9 არხის" და "ინფო-9" -ის შეძენის მსურველები, მოსამზადებელია პაკეტები, რომელსაც შესთავაზებენ პოტენციურ მყიდველებს. პაკეტში გათვალისწინებული უნდა იყოს თანამშრომელთა სამუშაოს შენარჩუნება. არხზე ჩატარებულია ინვენტარიზაცია, დათვლილია პასიური და აქტიური აქტივები და სწორედ ამის წარდგენა მოხდება პოტენციური მყიდველებისთვის. ტელეკომპანია "მე-9 არხის" ტექნიკა თვითღირებულების 1/3 ფასად გაიყიდება, - აღნიშნა ლუბა ელიაშვილმა.
სოციალურ ქსელში დაანონსებულ და შექმნილ სააქციო საზოგადოებაში, რომელსაც "მე-9 არხის" შეძენა სურს, ამ დროისათვის უკვე რამდენიმე ათასი ადამიანია გაწევრიანებული. როგორც იდეის ავტორი ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, პრემიერს ფასი სააქციო საზოგადოებამ უნდა შესთავაზოს. შეთავაზებული თანხა, სავარაუდოდ, 7 მილიონი იქნება. შეგახსენებთ, რომ არხის საბაზისო ღირებულება 47 მილიონია.
ვასილ მაღლაფერიძის ინიციტივას მხარს უჭერს ჟურნალისტი თამარ ჩიქოვანი. თუმცა ეჭვი ეპარება, რომ ამ ადამიანებს მოთმინება ეყოთ და მართლაც ბოლომდე მიიყვანონ ეს საქმე.
- მე მგონია, რომ საქართველოში მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც შეძლებენ ამ არხის ყიდვას. შესაძლოა, ისინი არ ჩანან ზედაპირზე, მაგრამ გარკვეული პოლიტიკური ამბიციები ჰქონდეთ და ამასთან ერთად, ფულიც ჰქონდეთ. არაა გამორიცხული, რომ მათ იყიდონ. არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცამ ისეთმა იყიდოს იმ გათვლით, რომ პრემიერს გარკვეული უხერხულობა მოუხსნას და ქულები დაიწეროს მის თვალში. სხვადასხვა ვარიანტები არსებობს. მე მაინც მგონია, რომ ეს ტელევიზია გაიყიდება", - აღნიშნა ფორ.გე-სთან საუბრისას თამარ ჩიქოვანმა.










fs22

ავტორი: fs22 შორენა გონგლაძე


კალენდარი
სექტემბერი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი