მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2013-08-02
ხარატიშვილის უკან მერაბიშვილი დგას?!

პოლიტიკური ექსპერტი გელა კვაჭანტირაძე მიიჩნევს, რომ ნაციონალების მხრიდან გავრცელებული მორიგი ჭორი იმასთან დაკავშირებით, თითქოს ივანიშვილი ხელს უწყობს "პრორუსული" ბურჯანაძის გამარჯვებას საპრეზიდენტო არჩევნებში, მხოლოდ მათი პროპაგანდისტული მანქანის გეგმაა და სიმართლესთან არავითარი კავშირი არა აქვს. "ახალი თაობა" გელა კვაჭანტირაძეს ესაუბრა.

- მთავარმა პროკურორმა კბილაშვილმა არ გამორიცხა ბაჩანა ახალაიას ციხიდან განთავისუფლება, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას პრეზიდენტად ბურჯანაძე გაჰყავს. ამ მოსაზრებას დაეთანხმა რამაზ საყვარელიძეც. თქვენ რა შეგიძლიათ თქვათ?
- ბურჯანაძემ ასეთი ლოზუნგი წამოსწია წინ, რომ არავითარი კოჰაბიტაცია დამნაშავე ნაციონალებთან და როგორც კი აირჩევენ პრეზიდენტად, ის ამ კოჰაბიტაციას წერტილს დაუსვამს. სააკაშვილს დავიჭერო, ამბობს, ეს ლოზუნგი კარგად მუშაობს საზოგადოებაში და მას ბევრი მომხრე ჰყავს. ბურჯანაძე ამით ბევრ ქულას იწერს. სამართლიანობის აღდგენის პროცესი საკმაოდ გაჭიანურდა, ეს ბევრ მითქმა-მოთქმას იწვევს. ამის ნაწილია საუბარი იმაზე, რომ თითქოს ბურჯანაძე და ივანიშვილი რაღაცაზე გარიგდნენ და ახალაია გამოვა და სხვა. დარწმუნებული ვარ, რომ გარიგება ივანიშვილსა და ბურჯანაძეს შორის არ არის და არც შეიძლება იყოს, ივანიშვილს და მის კოალიციას ჰყავს თავისი კანდიდატი, არც ეთიკური და არც გონივრული იქნება სხვა კანდიდატს გაურიგდე ამ პირობებში. მარგველაშვილს საკმაოდ უჭირს, რადგან მას ხალხისთვის ახალი სათქმელი არაფერი აქვს, რაც სათქმელი აქვს ქართულ ოცნებას ეს ივანიშვილმა თავად განაცხადა, მარგველაშვილი ივანიშვილის ჩრდილშია მოქცეული და ერთადერთი ეფექტური, რაც მარგველაშვილმა გააკეთა საარჩევნო კამპანიის დროს, ის იყო, რომ თქვა დამთავრდება არჩევნები და ბოლო მოეღება კოჰაბიტაციასო. ხალხს ეს მოეწონა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ბურჯანაძის მოწოდება "არა კოჰაბიტაციას", უფრო მუშაობს, ვიდრე მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანია. ეს იწვევს მითქმა-მოთქმას, რომ ბურჯანაძე გარიგებულია ოცნებასთან, რაც ბურჯანაძის ინტერესებშია და შეიძლება მისი მომხრეები უწყობენ ხელს ასეთი ვერსიის გავრცელებას. ეს არარეალური მგონია, თუმცა კოჰაბიტაცია შერბილდა, ხალხი კი უკმაყოფილოა.
- ხომ არ არის ამ ვერსიის გაგრძელება ის შავი პიარი, რაც რესპუბლიკელების წინააღმდეგ არის აგორებული და დავით ზურაბიშვილის განათლების მინისტრის მოადგილის პოსტიდან განთავისუფლება, მოგეხსენებათ, სწორედ რესპუბლიკელებს ბრალდებოდათ ის, რომ ბურჯანაძე კოალიციის წევრი ვერ გახდა?
- რესპუბლიკელებთან არის პრეტენზია, რომ ისინი კოჰაბიტაციის მომხრე არიან. მაგრამ ქართული ოცნება იძულებულია, ან თავისი ნებით ახორციელებს ამ კოჰაბიტაციას, ეს მეორე საკითხია, სხვა საკითხია რესპუბლიკელების შიდაკულუარული ურთიერთობები კოალიციის სხვა სუბიექტებთან, ერთი ეპიზოდია ის, რომ დავით ზურაბიშვილი განთავისუფლეს, თუმცა ის უარყოფს იმას, რომ პარტიული კუთვნილების გამო გაუშვეს თანამდებობიდან. მთავარი პრეტენზია რესპუბლიკელების და ქართული ოცნების მიმართ ის არის, რომ კოჰაბიტაციაში არიან ნაციონალურ მოძრაობასთან. რესპუბლიკელები ვერ გამოიყურებიან მომგებიანად ამ რადიკალურად განწყობილი ძალების წინაშე.
- ბურჯანაძესა და ივანიშვილს შორის როცა შედგა შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, განცხადება გაკეთდა, რომ ეს იყო გაცნობითი შეხვედრა. ჩვენ არ ვიცით, რაზე ისაუბრა ამ ორმა პოლიტიკოსმა, ეს აღრმავებს ეჭვებს, რომ ივანიშვილი რუსული გეგმით მოქმედებს, ამ ეჭვებს ავრცელებენ ნაციონალები, ამბობენ, რომ რუსული გეგმით მოქმედებს ივანიშვილი და რუსულ ძალებს უწყობს ხელს, მოვიდნენ ხელისუფლებაში, ამიტომ სახელდება ბურჯანაძე ნაციონალების მხრიდან.
- ეს ეჭვები კი არ არის, არამედ ნაცმოძრაობის პროპაგანდისტული მანქანის გეგმაა, გახსოვთ, ალბათ, რომ ივანიშვილზე იყო პირდაპირ ბრალდებები, რუსული ძალააო, საქართველო ევრაზიული კავშირისკენ მიჰყავსო, მაგრამ ეს ბრალდებები მოიხსნა იმიტომ, რომ ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა ევროპული ინტეგრაციის შესახებ, ახლა კი ახდენენ ირიბ დარტყმას ივანიშვილზე, თითქოს შეთქმულებაში მონაწილეობს, თავად ბურჯანაძეც რამდენად პრორუსულია ესეც საკითხავია. ბურჯანაძესთან ივანიშვილი არ გამორიცხავს თანამშრომლობას და სწორიც არის, კორექტული ურთიერთობა აქვს მასთან, ბურჯანაძე ამ ეტაპზე საკმაოდ მზარდ ძალას წარმოადგენს. ის ქულები რასაც კარგავს ქართული ოცნება, ეს მიდის ბურჯანაძესთან და არა ნაციონალებთან. ის იმ დაპირებას იძლევა, რაც ხალხს უნდა რომ მოისმინოს, კერძოდ სამართლიანობის აღდგენა.
- გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ სასამართლომ ადვოკატებს გადასცა განაჩენი და ახლა მხოლოდ დროის საკითხია ახალაიას განთავისუფლება, ეს საქმე უკვე გადაწყვეტილია. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე და რა პროცესებს გამოიწვევს ახალაიას განთავისუფლება?
- საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხია. საზოგადოებაში წინასწარ შექმნილია აზრი, რომ ახალაია არის დამნაშავე და ურჩხული და ის აუცილებლად უნდა დაისაჯოს, ლინჩის წესით თუ უნდათ დასჯა, ამას სასამართლო არ სჭირდება, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ სამართლებრივ მხარეზე, როგორც ჩანს, პროკურატურას უჭირს ახალაიას წინააღმდეგ გამამტყუნებელი სამხილების მოძიება და ამის გამოა ეს მითქმა-მოთქმა, უარყოფითი მუხტი წავა არა სასამართლოს მიმართ, რომელსაც ისედაც დაბალი ნდობა აქვს საზოგადოებაში, არამედ ქართული ოცნების მიმართ. დიდი დილემის წინაშე დგას ქართული ოცნება, კოჰაბიტაციის პროცესი გააგრძელოს თუ მკაცრად მიუდგეს სამართლიანობის აღდგენას. დასავლეთის მხრიდან იმდენად ძლიერი იყო ზეწოლა და სააკაშვილის დაცვის სურვილი, რომ იძულებული გახდა ქართული ოცნება, კოჰაბიტაციურ რეჟიმზე გადასულიყო. ვნახოთ, ყველაფერს გადაწყვეტს საპრეზიდენტო არჩევნები, ამის შემდეგ პროცესები თუ ასევე გაგრძელდება, ძნელი გამოსაცნობი არ იქნება, რომ უკმაყოფილების მუხტი საზოგადოებაში გაიზრდება, რაც არ სურს ქვეყანას, რადგან მივიღებთ მრავალპოლუსიან სიტუაციას. იქ რეფორმების გატარებაზე საუბარიც არ იქნება.
- მივიღებთ იმას, რომ ეს უკმაყოფილო ხალხი ქუჩაში გამოვა სამართლიანობის მოთხოვნით, დაიწყება დესტაბილიზაცია, რაც ხელს აძლევს მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებას?
- არავინ იცის, ხალხი ქუჩაში გამოვა თუ არა, ამას შეეცდებიან რადიკალური ძალები, როცა ხალხის დიდი ნაწილი ხელისუფლების ქმედებებით უკმაყოფილოა, ამ ვითარებაში არეულობის მოხდენა უფრო ადვილია. მე იმედი მაქვს, რომ სტაბილურად ნორმალურად წავა პროცესები არჩევნების შემდეგ.
- ახალაიასთან დაკავშირებული თემის გაგრძელება მინდა, საპატიმრო ადგილებში დაძაბულობის შესახებ ვრცელდება ინფორმაციები, რომ კანონიერმა ქურდებმა აიღეს ხელში ძალაუფლება ციხეებში და ისინი "მაყურებლების" მეშვეობით აკონტროლებენ ვითარებას. ესეც იწვევს უკმაყოფილებას და ზოგმა ისიც კი თქვა, რომ ხელისუფლება თავად იტყვის რომ საჭიროა ძალის გამოყენება და ნულოვანი ტოლერანტობის მიმართ მხარდაჭერა. ციხიდან გამოტანილმა ინფორმაციებმა დიდწილად ხელი შეუწყო ოპოზიციის გამარჯვებას, თუმცა ახლაც ციხემ შეიძლება დიდი როლი ითამაშოს არა მარტო სასჯელაღსრულების სამინისტროს ავტორიტეტის დაცემაში, არამედ ზოგადად ხელისუფლებას შეუქმნას პრობლემები. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ პროცესებს?
- ნაციონალების ხელში ჯერ კიდევ ბევრი მედიასაშუალებაა და ცდილობენ, რომ პროპაგანდა გასწიონ, რომ ქურდები ბრუნდებიან, გადაჭარბებული პროპაგანდა მიდის, მაგრამ ცეცხლი კვამლის გარეშე არ არის, ეს სასტიკი რეჟიმი, რომელიც იყო, შერბილდა და თავი წამოყვეს ისეთმა ელემენტებმა, რომლებიც გაქცეული არიან საქართველოდან, გარედან ცდილობენ გავლენის მოპოვებას. კრიმინალს ყველა ებრძვის და უნდა ებრძოდეს მომავალშიც. რის ფასად, ეს არის საკითხავი. თუ სააკაშვილის მეთოდით სურს კრიმინალთან ბრძოლა ხელისუფლებას, ყველა ციხეში და ნულოვანი ტოლერანტობა, ეს არადემოკრატიული და არაჰუმანურია, მაგრამ თუ გვსურს კრიმინალს ვებრძოლოთ სამართლებრივი მეთოდებით, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს, ეს პროცესი უფრო რთული იქნება, ვიდრე ეს სააკაშვილის დროს იყო არაჰუმანური მეთოდებით. სასამართლო თავისუფალი არ არის წინა ხელისუფლების პოლიტიკური გავლენისგან, საქმეს ესეც ართულებს.
- ზურაბ ხარატიშვილის გადადგომამ და განცხადებამ, რომ მემარჯვენე ცენტრისტული ძალის შექმნა სურს, ბევრი ვერსია გააჩინა. თქვენ როგორ ახსნით ამ გადაწყვეტილებას?
- საოცარი გადაწყვეტილება იყო, რადგან უკვე დაწყებულია წინასაარჩევნო კამპანია და ამ დროს ცესკო-ს თავმჯდომარე მიდის პოსტიდან. ადრეც შეეძლო გადადგომა, ახლა უცებ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ვის ინტერესებში შეიძლება იყოს ეს, ვიცით, რომ ეს ინსტიტუციაც არ იყო თავისუფალი ნაციონალებისგან. ხარატიშვილზეც იყო ეს კითხვები, თუმცა წინამორბედებთან შედარებით უკეთ ასრულებდა თავის მოვალეობას. არის ეჭვი, რომ ხარატიშვილი ნაციონალების პროექტია. მისი ქმედება ამ ეჭვებს აძლიერებს. მარტო გადადგომას არ დასჯერდა და პოლიტიკაში შემოსვლის სურვილი გამოთქვა. თავად ხარატიშვილის შანსები არჩევნებში ამ ეტაპზე ძალიან დაბალია, პიროვნულად ცუდს ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ქარიზმა აკლია, არა მგონია, ის ემზადებოდეს ამ არჩევნებისთვის, უფრო ალბათ ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადებოდეს. ახალი ბრენდისთვის ნიადაგს ამზადებს, რომ შემდეგ ახალი ლიდერი გამოჩნდეს.
-- ეჭვი გამოითქვა, რომ ხარატიშვილის უკან დგას მერაბიშვილი, რომელსაც სჭირდება ახალი გავლენიანი პოლიტიკური ძალა, მან არ იცის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნაციონალები მას როგორ შეხვდებიან, ამავე დროს ხარატიშვილმა დაიწყო დიალოგი პაატა დავითაიასთან, ედპ-სთან და მემარჯვეებთან. ამაზე რას იტყვით?
- ვერავის ვერაფერს დავაბრალებ, მაგრამ იმ პარტიებს, რომლებსაც სატელიტობა ბრალდებოდა ნაცმოძრაობასთან თანამშრომლობა სხვადასხვა ფორმით, მათი ჩართვა ამ პროცესში, არ გამოვრიცხავ, იყოს ნაცმოძრაობის რებრენდინგის ერთ-ერთი ვერსია.
- მეცხრე არხის დახურვასთან დაკავშირებით მინდოდა მეკითხა, როგორ ფიქრობთ, რა დგას ამ გადაწყვეტილების უკან გარდა იმ ოფიციალური პოზიციისა, რომ პრემიერ-მინისტრს არაეთიკური იქნება, რომ ტელევიზია ჰქონდეს?
- გაუგებარია, რატომ დაიხურა ეს არხი, განმარტებები გააკეთა ივანიშვილმა, მაგრამ მეორე კითხვაა, თუ გინდა, რომ პროცესი იყოს სამართლიანი, ეს უნდა იყოს სამართლიანი არა მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, არამედ მის შემდგომაც. თავისუფალი ტელევიზია საჭიროა არჩევნების შემდგომაც. აჯობებდა არა მისი დახურვა, არამედ მისი რაღაც სხვა ფორმით შენარჩუნება. მომხრე ვარ, რომ ეს არხი შევინარჩუნოთ. თუ ერთი მყიდველი არ ეყოლება, მაშინ იქნებ საზოგადოებამ იაქტიუროს და გადაარჩინოს ეს არხი თავადვე. ჯერ ვერ მოვისმინე დამაჯერებელი არგუმენტები ვერც მფლობელისგან და ვერც სხვებისგან, რატომ უნდა დაიხუროს ეს არხი. რეიტინგი სხვა თემაა, მაგრამ ნორმალური ტელევიზიაა, ახლა მისი დახურვის დრო არ არის, პირიქით მას ხელშეწყობა სჭირდება განვითარებისთვის.













fs22

ავტორი: fs22 თამარ ნინიძე


კალენდარი
სექტემბერი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი