მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2013-08-23
ნანა კაკაბაძე: "ცენტრალური საარჩევნო კომისიის პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებ"

ინტერვიუ უფლებათადამცველ ნანა კაკბაძესთან

- ქალბატონო ნანა, მოდით, მედიაში განვითარებული მოვლენებით დავიწყოთ ჩვენი ინტერვიუ. რა პროცესები მიმდინარეობს დღეს მედიაბაზარზე?
- თქვენ ალბათ ტელევიზიების დახურვას გულისხმობთ... მეცხრე არხი, ინფო 9 და ახლა "მაესტრო". საერთოდ, ძალიან ცუდი ტენდენციაა ის, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში იხურება ტელეკომპანიები და თანაც ტელეკომპანიები, რომლებსაც უფრო დამოუკიდებელი იმიჯი აქვს, ეს ძალიან ცუდია, არ არის კარგი. ჩვენ გვახსოვს ასევე, როდის დაიხურა მეცხრე არხი, წინა დახურვაზე, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი მოვიდა ხელისუფლებაში და ეს ცუდ ასოციაციებს იწვევს, რომ დღეს კიდევ გახდა საჭირო მისი დახურვა. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან ცუდი ფაქტია. ჯერ ერთი, მცირდება კონკურენცია ბაზარზე და ეს იწვევს უკვე მონოპოლიების გაჩენას.
- ქალბატონო ნანა, ახალი ხელისუფლების ინტერესებში შედის ეს ყველაფერი, მისი პოლიტიკის ნაწილია, თუ ისევ ზეწოლაა?
- რა ვიცი, როგორ უნდა შედიოდეს ახალი ხელისუფლების ინტერესებში, რომ მისი შექმნილი ტელეკომპანიები, მისი მხარდაჭერილი და წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ ვიცით, სწორედ მეცხრე არხი და "მაესტრო" იყო ის ტელეკომპანია, რომელსაც ახალი ხელისუფლება იბრძოდა, თეფშების შეძენაც კი ხდებოდა მათ მიერ, რომ ეს არხები ჰქონოდა საზოგადოებას. უფასოდ არიგებდნენ და ამაზე ლამის რევოლუცია მოხდა. გახსოვთ, როგორი ომი გამოუცხადა ნაციონალურმა მოძრაობამ ამ თეფშების დარიგებას, რომ სწორედ "მაესტრო" და მეცხრე არხი არ ყოფილიყო ეთერში. დღეს, როდესაც ეს ამ ხელისუფლების ნებით ხდება, არ ვიცი, რატომ და რისთვის უნდა იყოს ახალი ხელისუფლების ნება.
- თქვენი აზრით, რამ მიიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე ბიძინა ივანიშვილი?
- გარკვეულწილად პოლიტიკამ, ოღონდ საიდან ნაკარნახევმა პოლიტიკამ, მე ზუსტად ვერ ვიტყვი. ეს არის ის, რომ თავისუფალი მედიასივრცე უნდა შევიწროვდეს და სწორედ თავისუფალი ტელეკომპანიების ხარჯზე დ არა მართვადი ტელეკომპანიების ხარჯზე. ჩვენ ალბათ მალე გავიგებთ, რა ბედი ეწევა დანარჩენ ტელეკომპანიებსაც, ვინ გახდებიან მათი მფლობელები, ან როგორ დაიწყებს ის განვითარებას. მთავარი ის არის, რომ იხურება ეს ტელეკომპანიები. რაც უფრო ნაკლებია ბაზარზე ტელევიზიები, მით უფრო მარტივია მისი მართვა. რაც უფრო მეტია, მით უფრო რთული მართვა, ხომ? ამ ტელეკომპანიებს თავისი ჟურნალისტები ჰყავს, თავისი შტატები ჰყავს და ბუნებრივია, ეს მარტივი არის იმ შემთხვევაში, როდესაც ცოტაა ტელევიზია. ალბათ ამის გამო ხდება ამ ყველაფრის დახურვა, რაც ძალიან ცუდ რაღაცაზე მიუთითებს.
- საპრეზიდენტო არჩევნებია კარს მომდგარი და ამ ფონზე, როდესაც საკუთარ ტელევიზიას ხურავ, ეს ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს, ალბათ დამეთანხმებით...
- კი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება ამ ფონზე და საზოგადოებას მართლაც ძალიან სერიოზული გამჭრიახობა მართებს დღეს, რომ გააკეთოს სწორი არჩევანი თავისი ქვეყნისა და თავისი ოჯახის სასარგებლოდ. ჯერ კიდევ არის დრო ოქტომბრის ბოლომდე, კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება, რისი მხარდაჭერა ხდება და რისი არა და აქედან შეგვიძლია დასკვნები ვაკეთოთ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი რაც ხდება ტელეკომპანიებში თუ ბიზნესსივრცეში, თუ ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მაინც ერთიანი პოლიტიკური ხაზის სხვადასხვა გამოვლინებაა და არა კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვადასხვა მოვლენები. ეს არის ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარე პროცესები. ვნახოთ, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ბევრ რამეს ახდის ფარდას, იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება შეიცვალა, საარჩევნო სისტემებში და საარჩევნო კომისიებში არაფერი შეცვლილა და გაყალბება ოქტომბერშიც ისეთივე წარმატებით იქნება შესაძლებელი, როგორც წინა პერიოდში იყო შესაძლებელი. ასე რომ, დავინახავთ, რა იქნება შედეგი და მარტივი ანალიზი იქნება გასაკეთებელი, რატომ ხდებოდა წინასაარჩევნოდაც აი, ეს ყველაფერი.
- ქალბატონო ნანა, ასევე არ შემიძლია, არ გკითხოთ სააკაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ნასამართლეობის მოხსნას უკავშირდება და ვხედავთ, რომ რიგები დგას პრეზიდენტის სასახლესთან. რა ხდება, ხმების მობილიზაცია სურს არჩევნების წინ თუ ხალხის მომადლიერება? რა პროცესებთან გვაქვს საქმე?
- ჩვენ თვითონ სააკაშვილთან, როგორც თაღლითთან, გვაქვს საქმე, ეს არის მთავარი მოვლენა. ეს ადამიანი არის თაღლითი, მთელი თავისი პოლიტიკით და თავისი შინაგანი სპობით, მას ასე უცხოვრია და ასე ცხოვრობს დღეს. ანუ იმ ადამიანებს, ვინც თვითონ აქცია უსახლკაროებად, ვინც თვითონ აქცია უკანონო პატიმრებად და ასე შემდეგ, დღეს ასევე ყველანაირი სამართლიანობის გვერდის ავლით აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. უფრო ზუსტად გააკეთა, გამოსცა ამნისტია და ამას აკეთებს იმ ფონზე, როდესაც სამი დღით ადრე უკვე არსებობდა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებულება ნასამართლეობის მოხსნაზე ამნისტირებული პირებისათვის და ეს გასაგებიც იყო.
- ქალბატონო ნანა, რაც შეეხება დღევანდელ ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესებს, საუბარია, რომ ქართულ ოცნებას აქტიურად ტოვებენ მისი წევრები და სხვადასხვა პარტიებში მიდიან. რა ხდება, იმედგაცრუება მატულობს ხალხში, თუ ეს არჩევნების წინ მიმდინარე პროცესებს უკავშირდება?
- ერთიც და მეორეც. ის, რომ ნიჰილიზმი და უიმედობა ჩნდება საზოგადოებაში, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ხელისუფლება საკმაოდ უსუსური აღმოჩნდა, ეს ერთი მხარეა. ის, რომ პოლიტიკურად ახალი თემებით ხდება ადამიანების გადასვლა ქართული ოცნებიდან სხვა პარტიებში, ესეც, რა თქმა უნდა, არის და ამაშიც სწორედ ქართული ოცნების პოლიტიკაა დამნაშავე და ამის განმსაზღვრელიც. არ ვიცი, ეს მიზანმიმართულად ხდება თუ უუნარობით ხდება ვერ გეტყვით, მაგრამ ის, რომ ხდება აბსოლუტურად გააზრებულად, გაცნობიერებულად და ძალიან დიდი შესაძლებლობებია იმისი, რომ ეს ასე არ ხდებოდეს, მაგრამ მაინც ხდება, ეს ფაქტია.
- ქაბატონო ნანა, როგორ შეაფასებდით ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას? მათ უარი გითხრეს რეფერენდუმის ჩატარებაზე, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით...
- ის, რა პასუხიც ცესკომ გაგვცა რეფერენდუმთან დაკავშირებით იყო აბსოლუტურად აზრს მოკლებული და ასევე მათ უფლებამოსილებას აჭარბებდა ის, რაც მათ გვითხრეს. ჩვენ შევედით ინიციატივით, ჩაგვეტარებინა რეფერენდუმი, უნდა თუ არა ხალხს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი ასეთი პასუხი გაგვცა, ჩვენ რომ ამაზე თანხმობა ვუთხრათო, ამას უნდა მოყვესო ხელახალი არჩევნებიო და ხელახალი არჩევნები მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი იქნება დათხოვნილი და პარლამენტი თუ იქნება დათხოვნილი, ამას კონსტიტუციით განსაზღვრული ნორმა არეგულირებსო. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ვინ ეკითხება, წავიდეს ამ სიღრმეებში? ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ვეკითხებით ჩვენ, გვაქვს თუ არა კანონით უფლება, ჩავატაროთ რეფერენდუმი ამასთან დაკავშირებით? შემდგომ რა პროცესები მოჰყვება ამას, ეს უკვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის განსახილველი თემა არ არის, იმიტომ, რომ ეს უკვე ხელისუფლების ვალდებულებაა. ვინაიდან რეფერენდუმის შედეგები არის სავალდებულო აღსასრულებლად. ხელისუფლება რა ინიციატივებით შევა და რა ცვლილებებს შეიტანს კანონში, ეს რა ცსკოს განსახილველია? მას კანონი ავალდებულებს გვითხრას, გვაქვს თუ არა ამის უფლება? რა შუაშია ეს ყველაფერი, რატომ გადადის ცსკო დაუკრეფავში და აცხადებს ამას უნდა მოჰყვეს ეს და ის. რა მათი საქმეა ამ წიაღსვლებში შესვლა? მათ უფლებამოსილებაში ეს არ შედის. მან უნდა იმსჯელოს მისი უფლებამოსილების ფარგლებში - გვაქვს თუ არა უფლება, ვკითხოთ ხალხს, უნდათ თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, აი, ამაზე უნდა გაგვცენ პასუხი. შემდეგი პროცესები კი მათი საქმე არ არის.
- რას აპირებთ?
- აუცილებლად გავასაჩივრებთ სასამართლოში და აუცილებლად დავაყენებთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პასუხისმგებლობის საკითხს, ასეთი უპასუხისმგებლო და არაადეკვატური უარის გამო.











fs22cf3

ავტორი: fs22 ნონა ცაბაძე


კალენდარი
დეკემბერი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი