მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2013-08-23
ვინ იყიდის მე-9 არხს - ახალი თავსაცემი საზოგადოებისთვის?

"ინფო 9"-სა და "მეცხრე არხის" შესახებ დაიწყო აჟიოტაჟი და ყველაზე მეტად არა თავისუფალი მედიაარხის დახურვაზე, არამედ იქ დასაქმებულების შესახებ საუბრობენ: თავს როგორ ირჩენენ, ახალმა მიღებულმა შრომის კოდექსმა ვერ დაიცვა ისინი და ა.შ. ზედმიწევნით საინტერესოა, რასაც "ინფო 9"-ის ტექნიკური ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი ბაკურ სვანიძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს: ჟურნალისტებო, პოლიტიკოსებო, არასამთავრობოებო, მაყურებლებო! წაიკითხეთ ბოლომდე და ყურადღებით! "მეცხრე არხი" და "ინფო ცხრა" დაიხურა და რას ატეხეთ ახლა ვაი-უშველებელი?
თან მაგრად მეცინება, როდესაც იქ მომუშავე ადამიანების ბედს უსვამთ ხაზს.
მით უმეტეს, ასეთი ,,რეჩით": ,,ეს ის ჟურნალისტები და ოპერატორები არიან, რომლებმაც არჩევნების წინ მთელი ნახევარი წელი თავი დადეს, რისკის ქვეშ იმუშავეს, წარმატებული პროექტი შექმნეს, ქვებისა და ტყვიების წვიმის ქვეშ წარმოუდგენელ სამუშაოს ასრულებდნენ და ახლა სახლში უნდა დასვან?!" იცით თუ არა თქვენ, რომ ბოლო პერიოდის "მეცხრე არხზე" (სხვათა შორის, "ინფო 9"-ზეც), მაგრამ განსაკუთრებით - "ტვ 9"-ზე 20 პროცენტიც კი აღარ იყო იმ თანამშრომლებისა, რომლებმაც "ინფო 9" და "ტვ 9" (განსაკუთრებით კი - "ინფო 9") არჩევნებამდე ნახევარწლიანი პერიოდი მართლა სიცოცხლის რისკის ფასად მხრებით ათრიეს? იცით თუ არა, რომ მართლა ქვებისა და ტყვიების წვიმის ქვეშ მომუშავე ადამიანების 80 პროცენტი, არა მხოლოდ ჟურნალისტები და ოპერატორები, არამედ მენეჯერების დიდი ნაწილიც, უკვე ბევრი თვეა "სახლში ზის" და მათი "სახლებში დასმა" სულაც არ ყოფილა დაკავშირებული ამ მედიაორგანიზაციების დახურვასთან?
მაშინ რატომ არ შეწუხდით "თავგანწირული ჟურნალისტებისა და ოპერატორების" ბედით?
"მეცხრე არხზე" ძირითადად არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე მოსული ან სულაც არჩევნების მერე ქუჩაში შემთხვევით გაცნობილი "ჟურნალისტები", "მენეჯერები" და "პროდიუსერები" მიიზიდა დეკემბერში დანიშნულმა ახალმა ხელმძღვანელობამ!
ამას ემატება ჯერაც პროფესიონალად ჩამოუყალიბებელი სტუდენტი გოგო-ბიჭების ბალასტი, რომლებისთვისაც ტელევიზიაში უბრალოდ შესვლაც კი საოცნებო იყო და ამიტომ ისინი "იოლად სამართავ" მასას წარმოადგენდნენ!
საახალწლოდ გათავისუფლებული თანამშრომლების 70 პროცენტი იყო პროფესიონალი! ხოლო მას მერე მიღებული თანამშრომლების ასევე 70 პროცენტი იყო სწორედაც შემთხვევითი ტიპები, რომლებიც ტელესაქმეში გარტყმაში არ არიან!
ეს ეხება ჟურნალისტებსაც, ტექნიკურ პერსონალსაც და ტოპმენეჯმენტსაც!
და ვის "უმუშევრად დარჩენაზე" მოთქვამთ ახლა?
თუ ასე მტკივნეულია თქვენთვის "ჟურნალისტთა გუნდის უმუშევრად დარჩენის" თემა, მაშინ ბევრი თვის წინ უნდა აგეტეხათ ეგ ვაი-უშველებელი!
შეეშვით ახლა ამ კეკლუცობას და პოზიორობას, თემას უფრო კარგად გაეცანით, შეეკითხეთ იმ ხალხს, ვინც მართლა ნულიდან დაიწყო "ინფო9" და "ტვ9", რა როგორ იყო და რა როგორ არის და მერე აკეთეთ კომენტარები!
80-პროცენტიანი ბალასტი უმუშევრად დარჩება თუ არა, ამაში დიდი პრობლემა არ არის (განსაკუთრებით ტოპ-მენეჯმენტში)! აი, იმ 20 პროცენტს კი, იმედია, მართლა ეშველება!"
როცა "ტვ 9" და "ინფო 9" შეიქმნა, ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს მედიასაშუალებები არ იყო კომერციულ მოგებაზე გათვლილი, მას წმინდა პოლიტიკურ-საინფორმაციო დატვირთვა ჰქონდა. "ტვ 9"-ზე მეტად "ინფო 9"-მ წინასაარჩევნო პერიოდში ერთ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას ,,მოუგრიხა კისერი": ამ მედიასაშუალების კამერის გამოჩენისთანავე შედარებით იკლებდა ,,ნაცმოძრაობის" აგრესია, მოსყიდვა-დაშინების ხარისხი. თავად ინფოს მუშაკები (ჟურნალისტები და ოპერატორები) ბევრჯერ მოხვდნენ მორალური და ფიზიკური ძალადობის ქვეშ. გინების, ქვების სროლის, ალისტრახოს მობილური ჯგუფის ფონზე დღევანდელი გადასახედიდან იქნებ არც ღირდა იმ ფასად მუშაობა, რასაც იღებდნენ მედიამუშაკები? მაშინ ისინი უფრო იდეის გარშემო გაერთიანებულნი იბრძოდნენ უკეთესის მოლოდინის გამო. საბოლოოდ, მოხდა ის, რომ "ინფო ტვ" დაიხურა, შემცირდა "ინფო 9"-ის ჯგუფები, დარჩენილების უმეტესობას დაბალ ხელფასზე მუშაობამ მოუწია, რაც შეეხება "ტვ 9"-ს, იქაც დაიწყო ხმაურიანი რეორგანიზაცია, რამაც ძირითადი ბირთვის არხიდან წასვლა გამოიწვია. არხის ჩამომყალიბებელი ივანიშვილი საკმაოდ ბუნდოვან განცხადებებს აკეთებდა (საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩუქნიდა ტექნიკურ ნაწილს), ხან ერთ ლარად მყიდველის გამოჩენა აჩენდა ღიმილს. მოკლედ, პრემიერს აღარ სჭირდებოდა ეს საშუალებები და უნდა ჩამოეცილებინა თავიდან არა მარტო ხარჯის გამო, არამედ იმის გამოც, რომ "ტვ 9"-მ თავისი თავი ამოწურა. ბიძინავიზია - ეს წოდება სანამ მიეცემოდა არხს (ისევე, როგორც რამდენიმე არხმა მიიკერა მიშავიზიას იარლიყი თავის დროზე), მანამდე უნდა გასხვისებულიყო. თვეების განმავლობაში ამ არხის მყიდველის არარსებობაზე წუწუნებდნენ, უცებ ვხედავთ, რომ უცნობი ინვესტორების რიგი დამდგარა.
მინდა, ერთ საკითხს შევეხო კიდევ: სოციალურ ქსელში შეიქმნა ღია ჯგუფი, რომლის მიზანიც "ტვ 9"-ის სააქციო საზოგადოებად ქცევაა. ამ ეტაპზე 4600-ზე მეტი წევრი მსჯელობს ტელევიზიის შესახებ. პრაგმატულმა ადამიანებმა განაცხადეს, რომ ივანიშვილი არასდროს გაიტანდა ლოტს გასაყიდად, თუ მისი მყიდველი არ ჩანს ასპარეზზეო. მაინტერესებს, 5 ათასამდე ადამიანს როგორ უნდა შეიძინოს არხი, რომლის აქტივების ფასი ბევრად აღემატება მათ მსყიდველუნარიანობას?! საგულისხმოა ამ ჯგუფის აქტიური წევრის, ვასილ მაღლაფერიძის ნათქვამი: ,,22 აგვისტოს დილის სამი საათია, ჯგუფში 4603 წევრია და ამ დროისთვის ასეთი მდგომარეობაა. ვეცდები, ვუპასუხო ძირითად კითხვებს. ჯგუფში გუშინ შემუშავებული მიმართვა ბიძინა ივანიშვილისადმი ჩაბარდა კანცელარიას, მიმართვას ხელი მოაწერა, ვინც მოახერხა (დრო და ადგილი გამოცხადებული იყო), ვინც ვერ მოახერხა, საგანგაშო არაფერია, რადგან ამას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა, საჭირო იყო რამდენიმე ხელმოწერა, რადგან ანონიმურ წერილებს კანცელარია არ იბარებს. ამჟამად ველოდებით პასუხს. გარდა ამისა, დაჟინებით მთხოვეს განმარტება ბიძინა ივანიშვილთან ჩემი საუბრის შესახებ სააქციო საზოგადოების შესახებ, რაზედაც მოგახსენებთ შემდეგს: ერთი წლის წინ, ივლის-აგვისტოში, ბიძინა ივანიშვილთან (ჯერ კიდევ არაპრემიერთან!) ერთხელ (!) ჩამოვარდა საუბარი "მე-9 არხის" შემდგომ ბედზე. ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ ვაპირებ, ეს არხი გადავცე ჟურნალისტთა ჯგუფს და დავაფინანსო 20 წლითო (რაც შემდგომ საჯაროდ რამდენჯერმე თქვა). რაზედაც მე ვუთხარი, გარანტირებული დაფინანსება მოადუნებს ტელევიზიას და ამ ჟურნალისტებს, ხომ არ ჯობია, რომ ტელევიზია ეკუთვნოდეს სააქციო საზოგადოებას, რომელიც მოტივირებულიც იქნება და, ამავე დროს, დაცული იქნება პოლიტიკური კონიუნქტურისგან-თქო. ეს იყო და ეს, ამ თემაზე საუბარმა გასტანა, ალბათ, 20-30 წამი, გახსოვთ ხომ აგვისტო შარშანდელი, მაშინ სულ სხვა პრობლემები გვქონდა.
რომ არ შეეხსენებინათ, არც მახსოვდა, მაგრამ, ეტყობა, სააქციო საზოგადოების მიმართ შარშანაც მიმიწევდა გული!"
საინტერესოა, ასეთი კოლექტიური მმართველობის დროს რამდენად იქნება ტელევიზია პროგრესირებადი ან ფინანსურად უზრუნველყოფილი. არავის დაავიწყდეს ის მიზეზები, რის გამოც ყველაზე დიდი კოოპერაციები ჩამოგვენგრა თავზე საბჭოურ სამყაროში. ჩვენ კიდევ, გვინდა თუ არა, საბჭოური მენტალიტეტის საზოგადოებად ვითვლებით. რამდენად გვჭირდება ამდენი ტელევიზია, ეს კითხვა დაისვა თუ არა? თუ ვინმე იტყვის, რომ ,,მართალი" ტელევიზია სჭირდება საზოგადოებას, ამის ნიშნები გამოკვეთილად აქვს უკვე რამდენიმე ტელევიზიას. რად გვინდა ის, რომ სიმართლე მაინცდამაინც რამდენიმე არხმა გვითხრას?! არ კმარა 2-3 არხი იმისთვის, რომ 4- მილიონიანმა ქვეყანამ სიმართლე გაიგოს?!
უკვე ვასაძე, ხუხაშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი ჩამოითვალა, ვინც მოიაზრება იმ არხის მყიდველად, რომლის 80%-იანი მფლობელი პრემიერის მეუღლეა. კიდევ ერთი ნიუანსი, რატომ არის აპელირება მაინცდამაინც ივანიშვილზე? ან რატომ აკეთებს განცხადებებს ლუბა ელიაშვილი, რომელიც ვერ გაყიდის არხს? ნაკლებად სავარაუდოა, რომ ივანიშვილების ოჯახმა "ტვ 9" გააჩუქოს, რადგან ასეთ ძვირ საჩუქრად თავი ვის ეღირსება და მეორეც - ეს ჩაითვლება მოსყიდვად (მგონი, ბეშუმში პატარძლისთვის ბეჭდის ჩუქებაც ყელზე დაუყენეს ივანიშვილს!).
საზოგადოება სულ პოულობს იმის საფუძველს, რომ ტყუილად არ გაჩერდეს. ამჯერად "ტვ 9"-ის სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბებაზე ხარჯავს ენერგიას (ვფიქრობ, რომ ტყუილად), მერე კიდევ გამოჩნდება სხვა რამე, რაც აგვანერვიულებს. თუ სანერვიულო არაფერი გამოჩნდება, იმაზე მაინც ვინერვიულებთ, სანერვიულო რომ არაფერი გვექნება!










fs22cf3

ავტორი: fs22 როლანდ ხოჯანაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი