მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2013-08-23
ბუკებს მეორე და მესამეკლასელებიც გამოიყენებენ

მიმდინარე სასწავლო წელს ყველაზე მეტად, შეიძლება ითქვას, დაწყებითი კლასების პედაგოგებს გაუმართლათ, რომლებსაც განათლების სამინისტრომ სპეციალური ბუკების ტრენინგები შესთავაზა. თუ ტრენინგები და კვალიფიკაციის ამაღლება შეუქცევად ხასიათს მიიღებს არა მხოლოდ დაწყებითების, არამედ სხვადასხვა საგნების პედაგოგთათვის, სასაყვედუროც სამინისტროსა და გამოცდების ერთიანი ეროვნული ცენტრის მიმართ ნაკლები იქნება. საზოგადოებამ იცის, რომ პედაგოგები წარუმატებლად ჩაბარებულ გამოცდებში დამნაშავეებს მხოლოდ საკუთარ თავში არ ეძებენ. "დამნაშავედ" მათ სამინისტრო და გამოცდების ეროვნული ცენტრიც მიაჩნიათ, რომელთაგან პირველი სათანადოდ არ ზრუნავს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და სოციალურ დაცვაზე, მეორე კი მათ საგაკვეთილო პროცესზე ნაკლებად ორიენტირებულ ტესტებს სთავაზობს.
მოკლედ, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს მასშტაბით პირველი კლასის ყველა დამრიგებელი სპეციალურ ბუკების ტრენინგს გადის. ტრენინგის მიმდინარეობას გუშინ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი გაეცნენ.
როგორც სამინისტროში ამბობენ, ტრენინგები ორეტაპიანია და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის: ტექსტურ რედაქტორში მუშაობას; საპრეზენტაციო პროგრამას და კლასის მართვის კომპიუტერული პროგრამის ადმინისტრირებას; სასწავლო ვიდეოს შექმნას, ინტერნეტში საგანმანათლებლო რესურსის ძიებას.
2013-2014 სასწავლო წელს საჯარო სკოლები რამდენიმე სიახლით ხვდება. გაუმჯობესდა ბუკების ტექნიკური მახასიათებლები, ორჯერ გაიზარდა მყარი მეხსიერების ზომა, რაც ბუკების არა მხოლოდ პირველ, არამედ, მეორე და მესამე კლასებში გამოყენების საშუალებას იძლევა. ამასთან, შეიქმნა ახალი სასწავლო-საგანმანათლებლო თამაშები. თამაშების პაკეტის განახლება-შევსება მომავალშიც სისტემატურად განხორციელდება. წელს პირველად ყველა პირველი კლასის დამრიგებელს კლასთან მუშაობისათვის, ნაცვლად ბუკისა, ნოუთბუქები გადაეცემათ.
ყველა საჯარო სკოლაში დამატებითი "ვაი-ფაი როუტერები" მონტაჟდება, რაც არა მარტო გააუმჯობესებს ინტერნეტის მუშაობის ხარისხს, არამედ, მასწავლებლებს ქსელური მუშაობის საშუალებას მისცემს და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს.
შეიქმნა ასევე ეროვნული სასწავლო გეგმის ინტერაქტიული ვებპორტალი, რომლის მიზანია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებული მასალების ერთიან სივრცეში თავმოყრა და სხვადასხვა კლასიფიკატორების მიხედვით საჭირო ინფორმაციის მოხერხებული ძიების უზრუნველყოფა. პორტალზე განთავსდება საგნობრივი გზამკვლევები, სასწავლო გეგმით განსაზღვრულ შედეგებზე ორიენტირებული აქტივობები, სანიმუშო გაკვეთილის გეგმები, დავალებათა კრებულები, სხვადასხვა სახის მეთოდური ლიტერატურა.
დაწყებითი კლასების პედაგოგები "ინტელის" საგანმანათლებლო კურსსაც გაივლიან. "1:1 ელექტრონული სწავლების" დანერგვის პირველი ეტაპი - აგვისტოში, ხოლო მეორე ეტაპი ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ ჩატარდება. ტრენინგებში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით სულ 2400-მდე პედაგოგი მიიღებს. გადამზადებას საჯარო სკოლებიდან ყველა ის დამრიგებელი გაივლის, რომელიც სექტემბრიდან პირველკლასელებთან იმუშავებს.












fs22cf3

ავტორი: fs22 მერი ნამორაძე


კალენდარი
სექტემბერი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი