მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირას
2002-12-29
რას გვიამბობს "აუდიენცია" საახალწლოდ... ძილის წინ: "პირველი არხის" ეთერი ექვსმა რეიტინგულმა გადაცემამ დატოვა

ახალი წლიდან "პირველი არხის" სატელევიზიო ეთერში თეთრი ლაქები მომრავლდება. 7 იანვარს ამ არხის მაყურებელი სტუდია "აუდიენციის" გადაცემებს უკანასკნელად ნახავს. ასეთია სტუდიის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რადგან "პირველმა არხმა" არ ისურვა ან ვერ შეძლო "აუდიენციისთვის" დაფინანსების გაზრდა.

სამუწყებლო არხის გარეშე დარჩენას "აუდიენციელები" სულაც არ მიიჩნევენ ტრაგედიად. მეტიც, მომავალი წლიდან ახალი ტელეარხების დაპყრობასაც აპირებენ. "აუდიენციასა" და "პირველ არხს" შორის მომხდარი განხეთქილების შესახებ სტუდიის მთავარი პროდიუსერი და სამხატვრო ხელმძღვანელი სანდრო ვახტანგოვი გვესაუბრება.

- სტუდია "აუდიენციის" გადაცემები ბოლო წლებში, ფაქტობრივად, "პირველი არხის" სახედ იქცა და პოპულარობითაც სარგებლობს. ვინაიდან სახელმწიფო არხი თქვენს სტუდიას ასე იოლად შეელია, უნდა ვივარაუდოთ, რომ "აუდიენციის" გადაცემების მისი ეთერიდან გაქრობის სერიოზული მიზეზი არსებობს.

- "აუდიენციის" "პირველი არხიდან" წამოსვლის მიზეზი შემდეგია: ჩვენს სტუდიას "პირველ არხთან" დადებული აქვს კონტრაქტი, რომელიც ყოველწლიურად ახლდება. ბოლო დროს გადაცემების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სტუდიამ ახალი აპარატურა შეიძინა, დაგვემატა ახალი პროექტები, ამასთან, თითქმის ყველა ძველი გადაცემა ტელერეიტინგების ლიდერია. ამიტომ, ბუნებრივია, სტუდიამ "პირველ არხს" დაფინანსების გაზრდის მოთხოვნა წაუყენა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ "აუდიენცია" არხისგან არ ითხოვდა ასტრონომიულ თანხას. ამიტომ მის ხელმძღვანელობას თავისუფლად შეეძლო სტუდიის მოთხოვნის დაკმაყოფილება. დათმობებზე თუნდაც იმიტომ უნდა წამოსულიყვნენ, რომ სტუდია "აუდიენციის" გადაცემები კომერციულად მომგებიანია და მათი ეთერი სარეკლამო რგოლებით იყო დატვირთული. ამ რეკლამებიდან შემოსული თანხა კი პირდაპირ "პირველი არხის" ბიუჯეტში ირიცხებოდა. დაფინანსების გაზრდას სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით ვითხოვდით და არა ჩვენი კაპრიზის ნიადაგზე. მიუხედავად ამისა, "პირველი არხი" არ დათანხმდა ჩვენს მოთხოვნას, ამიტომ იძულებული გავხდით, დაგვეტოვებინა არხი.

- მკითხველს (მასთან ერთად მაყურებელსაც) გავაცნოთ იმ გადაცემების ნუსხა, რომლებსაც ახალი წლიდან "პირველი არხის" ეთერით ვეღარ ნახავს...

- "პირველი არხის" ეთერიდან შემდეგი გადაცემები მოიხსნება: ია ფარულავას საავტორო შოუ "ჩემი მშვენიერი ლედი", თინეიჯერების საყვარელი "მეალომანია", თამარ ცაგარეიშვილის "მიამბეთ თქვენზე", პროგრამები "დრო და ფული", "ვიდეოპატრული" და მაყურებლის ფავორიტი ტელესერიალი "ძილის წინ". ამრიგად, "პირველი არხის" ეთერიდან სტუდია "აუდიენციის" ექვსი ტელეპროდუქტი მოიხსნა.

- ახალ წლამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. ამ დღეებში მაინც თუ ნახავს მაყურებელი "აუდიენციის" პროგრამებს?

- ეს გადაცემები ჯერჯერობით არ ამოგვიღია "პირველი არხის" პროგრამის ბადიდან. მათი ნახვის საშუალება მაყურებელს 7 იანვრამდე ექნება.

- მას შემდეგ, რაც "პირველი არხის" დირექციამ "აუდიენციის" წასვლის შესახებ შეიტყო, სტუდიის თანამშრომლებს ან გადაცემებს არხის ეთერში გასვლის მხრივ რაიმე სახის პრობლემა ხომ არ შექმნიათ?

- მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

- "აუდიენციასა" და "პირველ არხს" შორის დადებული კონტრაქტი ითვალისწინებდა თუ არა მსგავს ფინანსურ ცვლილებებს?

- "პირველ არხთან" კონტრაქტებს ყოველწლიურად ვდებდით. 2002 წლის კონტრაქტი იანვრის დასაწყისში იწურება. დაფინანსების მხრივ ცვლილებების შეტანას კი ახალ კონტრაქტში ვითხოვდით.

- ვიდრე არხს დატოვებდით, შესთავაზეთ თუ არა "პირველი არხის" დირექციას ურთიერთობის შენარჩუნების ალტერნატიული გზა?

- "პირველ არხს" საამისოდ რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ. მათ შორის, რომელიმე გადაცემის ეთერიდან მოხსნა და მისი ბიუჯეტის დანარჩენ გადაცემებზე გადანაწილება. მაგრამ "პირველმა არხმა" არც ეს წინადადება მიიღო. მართალი გითხრათ, ამ გადაწყვეტილებამ გამაკვირვა - მარტო "ძილის წინში" დატრიალუბელი უამრავი რეკლამა არხისთვის შემოსავლის უზარმაზარი წყარო იყო. ამ ტელესერიალში საქართველოს საუკეთესო მსახიობები მონაწილეობენ, მათ კი შესაბამისი ანაზღაურება სჭირდებათ. ასევეა "აუდიენციის" ნებისმიერი თანამშრომლის შემთხვევაში - მათი ხელფასი სტუდიისთვის გაწეული შრომის ტოლფასი უნდა იყოს.

- შესაძლოა, მთელი ეს პრობლემა იმანაც წარმოშვა, რომ "პირველი არხი" საბიუჯეტო ტელეკომპანიაა, ამიტომ ფინანსებს საკუთარი სურვილისამებრ ვერ განაგებს. აქედან გამომდინარე, სტუდიის პროდუქცია, რომელიმე კერძო არხს ხომ არ შესთავაზეთ?

- ამჟამად "აუდიენციაში" შემოქმედებითი მუშაობა, ფაქტობრივად, შეჩერებულია, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ მომავალი თანამშრომლობის მიზნით სხვადასხვა კერძო არხს დავუკავშირდეთ. როგორც ცნობილია, უახლოეს მომავალში მაუწყებლობას იწყებს ორი ახალი ტელეარხი. ამ არხების წარმომადგენლებთან უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში რომელიმე მათგანის ეთერში მაყურებელი კვლავ ნახავს სტუდია "აუდიენციის" ძველ ან ახალ გადაცემებს. სხვათაშორის არც ისაა გამორიცხული, რომ "პირველ არხს" დავუბრუნდეთ - ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ ამის სურვილს გამოთქვამენ...

ავტორი: ია ვეკუა


კალენდარი
ოქტომბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი