მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირას
2002-12-29
"პინკ ფლოიდი" დიდ სენსაციას ამზადებს: ლეგენდარული ჯგუფი კონცერტებისთვის ემზადება

მათი მუსიკა ოდესღაც ანდეგრაუნდში იყო და მას მხოლოდ ადამიანთა ვიწრო წრე უსმენდა. მაგრამ სულ ცოტა ხანში "პინკ ფლოიდი" ანდეგრაუნდიდან უბრალოდ კი არ ამოვიდა, არამედ ეს ამოსვლა შემდეგ ახალი მზის ამოსვლას შეადარეს. მისტიური ჟღერადობა, არაამქვეყნიური ჰანგები და შუქების საოცარი სამყარო - ეს ის არის, რის გამოც ჯგუფს დღემდე აღმერთებენ. დღევანდელი დღე "პინკ ფლოიდისათვის" ძველებურად წარმატებული აღარ არის - ჯგუფის წევრები უკვე ასაკში არიან და ძველებური ენერგია აღარ აქვთ.

- დავიწყოთ იმით, რომ თქვენი ბოლო საკონცერტო გამოსვლა შარშან "მელთდოუნის" ფესტივალზე იყო...

დევიდ გილმორი: კონცერტამდე 3 თუ 4 თვით ადრე დამირეკეს და მკითხეს, მივიღებდი თუ არა მონაწილეობას ამ ფესტივალში. დავთანხმდი და მას შემდეგ მოუთმენლად ველოდი, თუ როდის გავიდოდა კონცერტამდე დარჩენილი წყეული დრო. ოღონდ, ჩემი პირობა იყო, რომ ჩვენი გამოსვლა აკუსტიკური ჟღერადობით ყოფილიყო, რაზეც ორგანიზატორებმა თანხმობა მოგვცეს და ჯგუფმაც მთელი გულით შეუბერა აკუსტიკურ გიტარებზე.

- როგორ მიმდინარეობს თქვენი მუშაობა თქვენს რანჩოზე სუსექსში? თუ აპირებთ, რომ ეს ალბომი გამოსცეთ?

- სოფელში მუშაობა ერთი სიამოვნებაა, აქ შენ არავინ შეგაწუხებს, სრული სიმშვიდეა და ყველანაირი პირობაა საიმისოდ, რომ ადამიანმა პროდუქტიულად იმუშაოს. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ჯერჯერობით ვმუშაობთ.

- როგორც ჩანს სოფლის ატმოსფერომ თქვენზე ძალიან კარგად იმოქმედა...

- იცით, ამდენმა ხმაურმა, კონცერტებმა, გამოსვლებმა, პრეზენტაციებმა, მოგზაურობამ და ხმაურიანმა კონცერტებმა მეტად გადამღალა. თავიდან მეგონა, რომ სოფლის ატმოსფეროსთან შეგუება გამიჭირდებოდა, მაგრამ უკვე ორი-სამი თვეა რაც იქა ვარ და ქალაქისაკენ გამოხედვაც აღარ მინდა.

- რამდენი გიტარა გაქვთ? აგროვებთ მათ კოლექციას?

- ზუსტად არ ვიცი, რამდენია. დაახლოებით 100 იქნება. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, რად მინდა ამდენი. მომავალ წელს ვაპირებ, რომ მათი უმრავლესობა გავყიდო. ჩემი პირველი გიტარა მეზობელს მოვპარე, რადგან მან მაინც არ იცოდა დაკვრა და მას შემდეგ ვინახავ.

- ბოლო ხანს რომელი გიტარაზე უკრავთ, რომელი მათგანია თქვენთვის საყვარელი?

- ამ გიტარას "ძველ მარტინს" ვეძახი, რომელიც 35-ე მოდელია. ის მე 1972 წელს ვიყიდე ნიუ-იორკის ქუჩაში ერთი ბიჭისაგან. ეს გიტარა მაშინვე კარგა მოძველებული იყო. ეს ის გიტარაა, რომელზეც მე "ჭისჰ ოუ ჭერე ერე"-ს ჩაწერის დროს ვუკრავდი და კიდევ ათას ცნობილი საკონცერტო გამოსვლისას. ის ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი გიტარაა.

- უამრავი ადამიანი გვირეკავს, გვიგზავნის წერილებს... მათ აინტერესებთ, რატომ არ ჩანს ამდენ ხანს "პინკ ფლოიდი". რატომ არ გამოდის ჩანაწერები, უკვე კარგა ხანია არსად არ ჩნდებით კონცერტებზე...

- იცით... კონცერტები, გამოსვლები, ალბომი... ეს ყველაფერი ლოგიკური შედეგი უნდა იყოს დიდი მუშაობისა. ჩვენ ახლა სწორედ მუშაობის პროცესში ვართ და ჯერ-ჯერობით საერთოდ არ ვფიქრობთ ასეთ რაღაცეებზე. კიდევ ვიმეორებ - ეს იქნება იმ შემოქმედებითი მუშაობის ლოგიკური გაგრძელება, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ჩვენ აღარა ვართ პატარა და ენერგიით სავსე ბიჭები, რომლებსაც ყოველ წელს შეეძლოთ ახალი ალბომის გამოშვება და წელიწადში რამდენიმე ათეული კონცერტის ჩატარება. ახლა ჩვენ უფრო მეტს ვფიქრობთ და მეტს ვმუშაობთ თითოეული სიმღერის შექმნაზე, თითოეულ გამოსვლაზე. ჯერჯერობით მიჭირს "პინკ ფლოიდის" ფანებს რაიმე კონკრეტული ვუთხრა, ვადები დავასახელო ან მსგავსი რამ, მაგრამ ვიტყვი, რომ ქვეყანაზე ყველაფერი ხდება - ერთხელაც შეიძლება მოხდეს ისე, რომ ჩვენმა სახელმა კიდევ ერთხელ დაიგუგუნოს მსოფლიოში. ვნახოთ.

- და მაინც, რა არის თქვენი უახლოესი გეგმები?

- ჰიმალაიზე ნაღდად არ წავალ (იცინის). ვერაფერს ვერ შეგპირდებით რაიმე კონკრეტულს. ჯერჯერობით არ ვგეგმავთ სტუდიური ჩანაწერების გამოშვებას. ერთადერთი, რაც დღეისათვის შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ჯგუფს რამდენიმე საკონცერტო გამოსვლა ექნება. დანარჩენს დრო გვაჩვენებს.

- დღეს?

- დღეს ერთი მაგარი ამბავი შემიძლია გითხრათ (იცინის) -მე და ჩემმა ცოლმა პოლიმ ჩავწერეთ სიმღერა "შმილე", მან დაწერა ტექსტი, მე კი მუსიკა დავადე და ასე შეიქმნა ახალი სუპერჰიტი (იცინის). ამაზე კარგი რაღა უნდა გითხრათ, ეს რა, ცოტა რამ არის?

- ძალიან კარგია, რომ ასე დაკავებული ხართ, მაგრამ თქვენი შვილისათვის თუ გრჩებათ დრო?

- ოჰ, ეს მართლაც დიდი პრობლემაა. ძალიან ძნელია თანაბრად გაანაწილო დრო, ისე, რომ საქმეც არ გააფუჭო და ოჯახსაცარ მოაკლო ყურადღება. ჩემი შვილებიდან 4 მუდმივად ჩემთან ცხოვრობს ლონდონის სახლში და მუდმივად ითხოვენ ჩემგან ყურადღებას, მაგრამ ყოველთვის ისე არ არის ყველაფერი როგორც კაცს გინდა.

ავტორი: პაატა გაჩეჩილაძე


კალენდარი
ოქტომბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი