მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირას
2002-12-29
ვინ რაში იყენებს პოლიტიკოსთა ფეხებს: ჯაბა იოსელიანი ქალიშვილების დიდი ქომაგია

საქართველოში "მეფეხურობა" ანუ "მეკვლეობა" უძველესი დროიდან აღინიშნება. მეკვლეობის ტრადიცია აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან 1 იანვარს, ზოგან - 2 იანვარს ემთხვეოდა. ქართლში ასეთ კაცს ქათმის მეკვლეს ეძახდნენ. მეკვლეობის ტრადიციას თანამედროვე საქართველოში არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება და ბევრი ადამიანი მართლაც ღრმადაა დარწმუნებული, რომ მისი ოჯახის კეთილდღეობა სწორედ მეკვლის ფეხზეა დამოკიდებული.

რეზო ესაძე: "მჯერა მეკვლეობის. როცა მეკვლედ დავდივარ, კარგად დავდივარ. საკუთარი ოჯახის მეკვლე მე ვარ ყოველთვის. ეს ყველაფერი ფანტასმაგორიაში გადამაგდებს ხოლმე და შეხებაში მოვყავარ "სხეულის მოიგონებებთან". კიდევ ერთხელ ვგრძნობ ბებიის კალთის სითბოს, დროები შედიან ერთმანეთში და დგება ახალი წელი. მეკვლეობის რიტუალი, რომც არ არსებობდეს, უნდა მოგონოს კაცმა. ჩიჩილაკი, ალილო - ეს ღვთის ლოცვასავით არის, უსასრულობასთან ზიარებაა. ადამიანები, რომლებსაც ეს სწამთ, იშვიათად სჩადიან ბოროტებას. ადამიანებმა უნდა ირწმუნონ, რომ რის მიღწევასაც პოლიტიკოსები მუშტებით ცდილობენ, ბუნებაში რაღაცნაირად, ოჯახის ანგელოზების მფარველობის წყალობით ხდება. ისინი არსებობენ, სადღაც იქ ფხაჭუნობენ. ჩვენ უფრო მსუბუქად უნდა მივიღოთ ოჩოკოჩები და თუთარჩელები. მჯერა, რომ არსებობს კეთილი და ბოროტი თვალი. ეს ადამიანისაგან დამოუკიდებლად ხდება. ეს ფენომენი შეუსწავლელია. ჩვენს სოფელში ერთი კაცი იყო, გვარად მახარაძე.

როცა მთაში ცხენით მივდიოდით და კურტანი მიგვქონდა, თუ ვინმეს ეს კაცი შეხვდებოდა, ცხენი აუცილებლად წაექცეოდა

ეს საიდუმლო ადამიანისათვის შეუღწევადია. არ ვიცი, რა ჰქვია, მაგრამ რომ არსებობს, ფაქტია".

მეკვლეობის ტრადიცია ერთნაირად საყვარელი და მისაღებია ქართველი პოლიტიკოსებისათვის. ბევრი მათგანი დადის მეკვლედ და მიაჩნია, რომ კარგი ფეხიც აქვს. თუმცა, პეტრე ცისკარიშვილს მასპინძელი ოჯახი, სადაც ის ახალ წელს მეკვლედ ყოფილა, მთელი წლის განმავლობაში აღარ გამოხმაურებია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ბატონ პეტრეს არც ისე ბედნიერი ფეხი ჰქონია და მის ახლობლებს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ოჯახში გასათხოვარი ქალიშვილი ჰყავს, ვურჩევთ, თავი შეიკავონ მისი მეკვლედ დაპატიჟებისაგან. ამ შემთხვევაში გირჩევთ მიმართოთ ჯაბა იოსელიანს, რომელიც თურმე ახალგაზრდობაში ამ საქმის ოსტატი გახლდათ.

ჯაბა იოსელიანი: "ტრადიციას მე მორიდებულად ვექცევი. რა არის ტრადიცია? ის, რაც ხშირად მეორდება. მას კი გაფრთხილება სჭირდება. ერთი პერიოდი, როცა უფრო ახალგაზრდა ვიყავი, მეკვლედ თუ მივიდოდი ოჯახში, თუ გასათხოვრი ქალიშვილი ჰყავდათ, იმ წელს აუცილებლად თხოვდებოდა".

პარლამენტარი ზურაბ ტყემალაძე ძალიან ემადლიერება თავის მეკვლეებს, რომლის ფუნქციასაც ძირითადად მისი შვილიშვილები ასრულებენ.

ზურაბ ტყემალაძე: "ძალიან მომწონს მეკვლეობა. ჩემი მეკვლეები ჯერ ჩემი შვილები იყვნენ, ახლა ჩემი შვილიშვილები არიან. მათ კარგი ფეხი აქვთ - ცხოვრებაშიც მიმართლებს და ბიზნესშიც. მე თვითონ, მართალია, მეპატიჟებიან, მაგრამ მეკვლედ არ დავდივარ, იმიტომ, რომ ახალ წელს საკუთარ სახლში მირჩევნია ყოფნა".

რეზო შავიშვილი მასპინძლებთან ყოველთვის კეთილი სურვილებით დახუნძლული მიდის, თუმცა, კარგად არ იცის, როგორი ფეხი აქვს. თუ ამის თაობაზე არავის დაუჩივლია, გამოდის, რომ ის არცთუ ურიგო მეკვლეა.

რეზო შავიშვილი: "მეკვლედ დავდივარ და მიმაქვს სიუხვე, ბარაქა, მშვიდობა, ჯანმრთელობა და ყველაფერი სიკეთე"

ლევან გაჩეჩილაძე: "ბავშვობაში კარგი ფეხი მქონდა და დედაჩემსა და ბებიაჩემს ყოველთვის უნდოდათ, რომ მე ვყოფილიყავი ოჯახის მეკვლე. ახლა ჩემი მეუღლე და ჩემი შვილები არიან მეკვლეები".

კარგად ვერ აფასებს საკუთარი ფეხის ძალას რამაზ საყვარელიძეც. მას ძირითადად ბავშვობაში უხდებოდა ამ საპატიო მისიის შესრულება, მაშინ კი მეკვლეობა მისთვის მხოლოდ ლამაზი რიტუალი იყო და მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებით თავს აღარ იტვირთავდა.

რამაზ საყვარელიძე: "ბავშვობაში ვიყავი ჩვენი ოჯახის მეკვლე. ქართველებს ასეთი ტრადიცია გვაქვს - ოჯახის ყველაზე საყვარელ წევრს ახალი წლის დადგომამდე გარეთ გაუშვებენ და 12 საათის შემდეგ შემოდის სახლში მეკვლედ. მეც ასე ვიქცეოდი, თუმცა, არ ვიცი, რამდენად კარგი ფეხი მაქვს, იმიტომ, რომ მაშინ ბავშვი ვიყავი და დიდად არ ვფიქრობდი ოჯახის საქმეებზე. როცა ამით დავინტერესდი, მეკვლედ უკვე აღარ დავდიოდი, ამას ჩემი შვილი აკეთებდა".

მეკვლეობის ადათს ეჭვით უყურებს შალვა ნათელაშვილი: "მეკვლედ არ დავდივარ, რაღაც არ მჯერა ასეთი რაღაცების. არა მგონია, კაცობრიობის და ადამიანების ბედი ფეხზე იყოს დამოკიდებული. ისე, არც ცუდი ფეხი მაქვს, არც ცუდი ხელი ან სხვა რამ, მაგრამ ასეთი რაღაცები არ მიყვარს.

ვახტანგ რჩეულიშვილი: "ვიდრე მამაჩემი იყო ცოცხალი, ყოველთვის ის იყო ჩვენი მეკვლე, ახლა კი მე თვითონ ან ჩემი შვილი ვართ ჩვენი ოჯახის მეკვლეები. სხვაგან მეკვლედ არ დავდივარ, ახალ წელს მხოლოდ საკუთარ ოჯახში ვატარებ. არა მგონია, რომ ცუდი ფეხი მქონდეს".

მიხეილ მაჭავარიანი: "სპეციალურად არ დავდივარ, მაგრამ თუ მოვხვდი შემთხვევით, მაშინ მიწევს მეკვლეობა. მგონი კარგი ფეხი მაქვს, იმიტომ, რომ სადაც მეკვლედ მივსულვარ, იმ ოჯახში ცუდი არაფერი მომხდარა. ჩემი მეკვლე ჩემი მეზობელი გოგონა, სალომეა ხოლმე. თუ ჩემმა ბიჭმა ახალ წლამდე გაიარა, ის იქნება ჩვენი მეკვლე".

ვახუშტი კოტეტიშვილი: "საგანგებოდ არავის ვეპატიჟები, მაშინ, ჩაწყობილი საქმე იქნებოდა. საქმეც ისაა, ვინ გახდება ოჯახის მეკვლე, ანუ ვინ შემოაღებს ახალ წელს სახლის კარს. მე თვითონ ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდები, ამიტომ მეკვლედ არ დავდივარ. ჩვენთან კი ხან ვინ მოდის, ხან ვინ. არ დავკვირვებივარ, ვის როგორი ფეხი აქვს".

ვანო ხუხუნაიშვილის ოჯახი ახალ წელს ძირითადად თერჯოლაში ხვდება, სადაც მათი მეკვლე უცვლელად ოჯახის მეგობარია.

ვანო ხუხუნაიშვილი: "ჩვენს მეკვლეს ძალიან კარგი ფეხი აქვს, ამიტომ მის შეცვლას არც ვაპირებთ. მე თვითონ აღარც მახსოვს, ბოლოს როდის ვიყავი მეკვლე. ისე, ჩემს მასპინძლებს არასოდეს დაუჩივლიათ, გამოდის, რომ კარგი ფეხი მაქვს".

ავტორი: ნინო გომართელი


კალენდარი
ოქტომბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი