25 დეკემბერს ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ატალ ბიჰარი ვაჯპაიმ მსოფლიოში ყველაზე დიდი მისალოცი ბარათი მიიღო. პრემიერს ერთდროულად კათოლიკურ შობასაც ულოცავდნენ და დაბადების დღესაც, რომელიც სწორედ 25 დეკემბერს გახლავთ.
მისალოცი ბარათის სიგრძე ზუსტად 1 კილომეტრია, იგი 170 კილოგრამს იწონის და აუცილებლად შევა გინესის მსოფლიო რეკორდთა წიგნში. მას 28 თვის განმავლობაში ამზადებდნენ - უტარ-პრადეშის შტატის დედაქალაქ ლაკნაუში. მისალოცი ბარათი შეიცავს არა მხოლოდ მიკოცვებსა და კეთილ სურვილებს, არამედ ციტატებს პრემიერის გამოსვლებიდან. მის დამზადებაზე შტატის საუკეთესო კალიგრაფისტები მეშაობდნენ, რომელთაც საერთო ჯამში 750 ფლომასტერი გახარჯეს. მისალოცი ბარათი ერთმანეთთან მიწეპებული 1468 ფურცლისაგან შედგება. მისმა შემქმნელებმა ასევე დაამზადეს სპეციალური დანადგარი, რომელიც ბარათის წაკითხვის მსურველებს მის თანდათანობით გაშლაში ეხმარება.
აღსანიშნავია, რომ ინდოეთის პრემიერი, რომელსაც წელს 78 წელი შეუსრულდა, ასეთი ორიგინალური საჩუქრებით განებივრევულიც კია. შარშან, მაგალითად, მან მიიღო მისალოცი ბარათი, რომელიც მთლიანად ხისგან იყო დამზადებული. მისი სიგრძე 14, ხოლო სიგანე 10 მეტრი გახლდათ.















































































