მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირას
2002-12-29
"ზოგს ნაძვის ხე დაეწვება და მთელი ღამე წყლის მილი გვიჭირავს ხელში"

მეხანძრეები იმ პროფესიის ადამიანებს მიეკუთვნებიან, რომელთათვისაც სახალხო დღესასწაულები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების თანხვედრად მიმდინარეობს ხოლმე. ასევეა ყველასათვის საყვარელ ახალ წელს, როცა ყველა ოჯახში ან სადმე რესტორანში სუფრას უსხედან და მომავალი წლის დასახვედრად ემზადებიან.

ახალ წელს ყველა განსაკუთრებულად ხვდება. რაც მთავარია, დღემდე არსებობს წარმოდგენა, რომლის თანახმადაც, როგორც შეხვდები ახალ წელს, მთელი წელი ისეთი იქნება. ალბათ, ეს წარმოდგენა განსაკუთრებით მეხანძრეებისათვის შეიქმნა, რადგან მათ ხშირად ახალი წლის ღამეს ხანძრის ჩაქრობა უხდებათ. ეს სიმბოლური დამთხვევა, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, მართლაც ჭრის და მეხანძრე თუ წლის განმავლობაში პროფესიას არ შეიცვლის, მთელი წელი ხანძართან ბრძოლა მოუწევს.

როგორც თბილისელი მეხანძრეები აცხადებენ, მათი საქმე ყველაზე ჩუმი, დაუფასებელი და ამავე დროს ძალიან საჭიროა. რამდენიმე წლის წინ სახანძრო სამსახურები წყლის, ელექტროენერგიისა და ტელეფონის გარეშე მუშაობდნენ, დღეისათვის კი სიტუაცია შედარებით გამოსწორდა.

თუ ადრე ხანძარმოკიდებული შენობის გადარჩენა მეზობლების იმედად ხდებოდა, დღეს ხეზე დარჩენილი კატის დასახსნელადაც მეხანძრეებს იძახებენ

აქედან გამომდინარე, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რომ ახალი წლის ღამე ისეთივე დატვირთული იყოს მეხანძრისათვის, როგორიც მთელი წლის განმავლობაში ნებისმიერი დღე.

"თუ ახალ წელს მორიგეობა გვიწევს, სახლიდან მოგვაქვს პურ-მარილი, ზოგს ქათამი, ზოგს გოჭი, ზოგს ღვინო, ორი ჭიქის დალევის უფლებას გვაძლევენ ხოლმე და მიდის ქეიფი, ამაზე უკეთეს სამსახურს ახალი წლის შესახვედრად კაცი ვერ იშოვი. მოლხენის შემდეგ ტრადიციულად დომინოს ვატკაცუნებთ და ასე ვატარებთ დროს" - ხუმრობს მეხანძრე გიორგი არველაძე.

ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ განგაში არ ატყდა, მაგრამ ხშირია ისეთი შემთხვევა, როცა მეხანძრეც ჩვეულებრივი მოკვდავივით სუფრას უზის და სწორედ ამ დროს გაისმის განგაშის ხმა. ეს იმას ნიშნავს, რომ მეხანძრემ ყველა სიამოვნებაზე უარი თქვას და საშველად გაიქცეს.

"საბედნიეროდ ამ ბოლო დროს ვერ ვიხსენებ ისეთ ფაქტს, რომ ახალ წელს სადმე წავსულიყავით, მაგრამ რამდენიმე წლის წინ იყო შემთხვევა, რომ პირდაპირ ღამის 12 სთ-ზე ამტყდარა განგაში და დილამდე ცეცხლთან გვიბრძოლია. ისე, სიმართლე ითქვას, ახალი წლის ღამე საკმაოდ საშიშია და ხანძრის გამომწვევი მიზეზების რისკიც მაღალია. შუშხუნების და სატკაცუნოების სროლა, თუ ნორმალურად არ მოიქეცი, გარდაუვალ ხანძარს გამოიწვევს.

სწორედ შუშხუნებისგან ჩნდება ხანძარი, სახურავზე მოხვდება, იქ ან ფოთლები იქნება სადმე ჩარჩენილი, ან გამხმარი ხის ნაჭერი და მერე ადვილად ვრცელდება

ზოგს ნაძვის ხე დაეწვება და მთელი ღამე წყლის მილი გვიჭირავს ხელში," - გვიამბობს მეხანძრე მერაბ იობაძე.

საკმაოდ ხშირია შემთხვევები, რომ მეხანძრე ახალი წლის ღამეს ისე დაშავებულა, რომ მთელი წელი ეს ტრავმა ახსენებდა თავს. მეხანძრეები ერთ ლეგენდარულ ამბავს ყვებიან კაცზე, რომელიც უკვე კარგა ხანია აღარ არის მეხანძრე თავისი ასაკის გამო.

სწორედ ახალი წლის ღამეს განგაში ამტყდარა, თბილისში, ვაკეში სახლი იწვოდა. მეხანძრეებს მთელი ღამე უმუშავიათ და გამთენიისას დაუმთავრებიან ხანძრის ჩაქრობა, სახლის პატრონს მეხანძრეების შრომისთვის რომ უყურებია, ლამის, სახლს აღარც კი ჩიოდა. რადგან ახალი წელია, მაინც სხვანაირი დახვედრა უნდაო და დილით ეზოში დაუპატიჟებია მეხანძრეები სახელდახელო სუფრაზე. ოჯახის ქალიშვილი და ერთ-ერთი მეხანძრე გურამ სამსონია, მაშინ ახალგაზრდა ბიჭი ყოფილა, პირველად აქ შეხვედრიან ერთმანეთს და მერე ოჯახიც შეუქმნიათ.

ასე ბედნიერად დაგვირგვინებულა ახალი წლის ღამეს უბედურად დაწყებული ამბავი. ამის შემდეგ მეხანძრეებს სასწაულების სჯერათ.

ავტორი: ნინო ხარაძე


კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი