მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-06-03
ინდოეთ-პაკისტანის ბირთვულ ომს 12 მილიონი ადამიანი შეეწირება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური გამოკვლევების თანახმად, თუკი ინდოეთსა და პაკისტანს შორის მაინც დაიწყება ფართომასშტაბიანი ბრძოლა, იგი შეიძლება ბირთვულ ომში გადაიზარდოს, რასაც პირველ ეტაპზე შეეწირება ორივე ქვეყნის 9-12 მლნ მცხოვრები.

ჯამისა და ქაშმირის შტატებში მიმდინარე ნახევარსაუკუნოვანი შეიარაღებული დაპირისპირება ბოლო დღეებში მკვეთრად დაიძაბა. თითქმის არ წყდება საარტილერიო დუელი, არის ათობით მსხვერპლი, მაგრამ ეს არაფერი იქნება იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მალე ამ ორი აზიური ქვეყნის საზღვარზე დაიწყოს.

ამერიკულმა კოსმოსურმა სადაზვერვო თანამგზავრებმა უკვე დააფიქსირეს, თუ როგორ გადაჰყავს პაკისტანს მსხვილი, მრავალრიცხოვანი სამხედრო დანაყოფები ავღანეთის საზღვრიდან ქაშმირისკენ. არადა ავღანეთში საერთაშორისო ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებისას, თეთრი სახლის თხოვნით, ისლამაბადმა თავისი ჯარებით გაამაგრა ავღანეთ-პაკისტანის საზღვარი, რათა ბინ ლადენსა და "ალ-ქაიდას" ათასობით წევრს არ გადაელახა საზღვარი და თავი არ შეეფარებინა პაკისტანისთვის.

სამხედრო ექსპერტების მტკიცებით, ინდოეთს არანაკლებ ორი კვირა დასჭირდება ქაშმირში დამატებითი ძალების გადასასროლად. თუკი ბრძოლები ფართო მასშტაბს მიიღებს, მაშინ ინდოეთს სრული უპირატესობა ექნება როგორც ცოცხალი ძალის, ისე საბრძოლო ტექნიკის მხრივ. მკითხველმა თავად განსაჯოს: ერთმილიარდიან ინდოეთს მილიონზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს, ხოლო შეიარაღებაში 3444 ტანკი და 772 საბრძოლო თვითმფრინავი აქვს. ანალოგიური მონაცემები პაკისტანისთვის შედარებით მოკრძალებულია - 161-მილიონიანი პაკისტანი 620 ათას სამხედროს, 2300 ტანკსა და 353 საბრძოლო თვითმფრინავს ითვლის.

ომის დაწყების შემთხვევაში ინდოეთის არმია შეიძლება ისლამაბადის მისადგომებთან ვიხილოთ, თუმცა პაკისტანს რჩება ბოლო და უმთავრესი არგუმენტი - ბირთვული იარაღი. თუკი ოფიციალური ისლამაბადი დაინახავს, რომ მისი არმია მარცხდება, იგი დაუყოვნებლივ გასცემს ბრძანებას ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე.

სადაზვერვო ინფორმაციების თანახმად, დღეს პაკისტანს 50-მდე ბირთვული მუხტის გამოყენება შეუძლია. ვალში, ბუნებრივია, არც ინდოეთი დარჩება, რომლის შეიარაღებაში სამჯერ მეტი ბირთვული ბომბი თუ ქობინია.

აზიაში მოსალოდნელი ბირთვული ომის გაჩაღების შესაძლებლობას ისიც ამტკიცებს, რომ დასავლეთის ბევრმა ქვეყანამ გამალებით დაიწყო თავიანთი მოქალაქეების ევაკუირება პაკისტანიდან და ინდოეთიდან. პენტაგონმა სწრაფი რეაგირების დანაყოფი და სპეციალური სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები გაგზავნა ინდოეთში თავისი დიპლომატების დაუყოვნებლივ წასაყვანად.

დღემდე ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნები თავს იკავებდნენ მისი გამოყენებისგან, რადგან ჰიროსიმისა და ნაგასაკის ტრაგიკული გაკვეთილები ყველასათვის შთამბეჭდავი იყო. თუ ინდოეთი და პაკისტანი მაინც გადადგამენ ამ უკიდურეს ნაბიჯს და დაიწყებენ, თუნდ მცირე მასშტაბის ბირთვულ ომს, მისგან არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობა დაზარალდება, არამედ რადიაცია შეიწირავს აფეთქებების ადგილიდან ათასობით კმ-ის დაშორებით მცხოვრებლებსაც.

რადიაციულ დაბინძურებას ვერც საქართველო გადაურჩება.

ავტორი: ირაკლი ალადაშვილი


კალენდარი
ნოემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
12
13
14
15
16
17
19
20
21
22
23
24
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი