მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-06-03
რისი ეშინიათ სოხუმსა და ცხინვალში?!

ჯერ "წვრთნისა და აღჭურვის" ქართულ-ამერიკულ პროგრამას სტარტი ნორმალურად არ აუღია, მაგრამ სეპარატისტული მოძრაობების ლიდერებს შიშმა დარიათ ხელი.

ცხინვალსა და, განსაკუთრებით სოხუმში, ჯერ კიდევ მოკალათებული სეპარატისტები არ გამორიცხავენ, რომ ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი ქართველი რეინჯერები მათ ძალით გაძევებას მოინდომებენ.

ოფიციალურმა თბილისმა განაცხადა - საქართველოს მთავრობა "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის ფარგლებში მომზადებულ ქართველ სამხედროებს აფხაზეთში ძალისმიერ ოპერაციებში არ გამოიყენებსო. ამან ძალიან გააცხარა ცხინვალის თვითმარქვია ხელისუფლება.

- თუკი აფხაზებს გარანტიას აძლევენ, ჩვენ ვისზე ნაკლები ვართო და იმედის თვალი ისევ ჩრდილოეთით, მოსკოვს მიაპყრეს.

სეპარატისტები, რომლებმაც წარმატებები (იმედი ვიქონიოთ, რომ დროებითი) სწორედ შეიარაღებული ძალის დახმარებით მოიპოვეს, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსივით ღრუბლებში არ დაფრინავენ და მშვენივრად ხვდებიან, რომ "სტატუს-კვოს" აღდგენა მხოლოდ ძალით შეიძლება.

სწორედ ამის გამო სერიოზულად და არცთუ უსაფუძვლოდ უფრთხიან ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების საქართველოში გამოჩენას.

მკითხველს ნუ ეგონება, რომ ამერიკელი რეინჯერები ერთ წელიწადში ყველა ქართველ სამხედროს "რემბოდ" აქცევენ. ამას წლები და ინტენსიური ვარჯიში სჭირდება. მთავარია, რომ ჩამოყალიბდეს კარგად ორგანიზებული, დისციპლინირებული და მართვადი ბატალიონები, რომლებიც ურთიერთშეთანხმებულად წარმართავენ კონკრეტულ საბრძოლო ოპერაციას.

ორგანიზებულ და მართვად საბრძოლო დანაყოფებს კი შეეძლებათ იმის დაბრუნება, რაც უდისციპლინობისა და პანიკის გამო დავკარგეთ. სწორედ მოვლენების ამ მიმართულებით წარმართვას უფრთხიან სეპარატისტები.

ოფიციალურმა თბილისმა შეიძლება მთელ მსოფლიოში დაიფიცოს, რომ ამ პროგრამის ფარგლებში მომზადებულ ქართველ სამხედროებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში არ გამოიყენებს, მაგრამ ზერელე ანალიზიც კმარა იმის მისახვედრად, რომ ერთ წელიწადში სწორედ ეს 1800-2000 ქართველი გახდება უკეთ მომზადებული დანარჩენ არმიასთან შედარებით და ბუნებრივიცაა, რომ მათ მოუწიოთ ცენტრის დავალებების შესრულება ქვეყნის ამა თუ იმ რაიონში შექმნილი კრიზისული სიტუაციის ჩასაქრობად.

ასე რომ, სეპარატისტებს, გინდ სოხუმში და გინდაც ცხინვალში, სრული საფუძველი აქვთ, შიშით ელოდონ ახალი ქართველი "რემბოების" "გამოჩენას", რომლებიც იმედია, ადრე თუ გვიან (საზოგადოებრიობის მხარდაჭერით) აღადგენენ სამართლიანობას.

თუმცა, მეორე მხრივ, აფხაზ სეპარატისტებს მშვიდი ძილის საშუალებას თავად საქართველოს პრეზიდენტი აძლევს - სანამ ცოცხალი ვარ, აფხაზეთში ომი არ იქნებაო, - აცხადებს იგი...

ავტორი: ირაკლი ალადაშვილი


კალენდარი
ნოემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
12
13
14
15
16
17
19
20
21
22
23
24
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი