მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-06-03
მე მეგობრებს თანამდებობაზე არ ვცვლი - "შემომთავაზეს, თუ ჟვანიას გუნდს დავტოვებდი, პრობლემა მოიხსნებოდა..."

უახლოეს დღეებში პარლამენტი ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას განიხილავს. არსებობს დიდი შანსი, რომ ელენე თევდორაძე კომიტეტის თავმჯდომარე აღარ იყოს. მით უფრო, რომ კულუარებში "ახალი უმრავლესობის" მხრიდან უკვე ახალ კანდიდატურებზეც საუბრობენ. არადა, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ახალი კანდიდატურის დანიშვნა ამ კომიტეტში დიდი რისკია. თუნდაც იმიტომ, რომ შესაძლოა ელენე თევდორაძის მიერ მოპოვებული საერთაშორისო იმიჯი ამ კომიტეტმა საბოლოოდ დაკარგოს. "კვირის პალიტრა" ელენე თევდორაძეს ესაუბრა.

- ქ-ნო ელენე, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტს დღემდე თავმჯდომარე არ ჰყავს. რა შეგიძLლიათ გვითხრათ, თქვენს კანდიდატურას აღარ წარადგენენ?

- როგორც იცით, არჩევნებთან დაკავშირებით სესიები ერთი კვირით შეწყდა და ჩვენ ისე დავიშალეთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურა არ იყო წარდგენილი. ითქვა, რომ თითქოს პოლიტიკურ ფრაქციათა მოლაპარაკებით სავარძელს მოქალაქეთა კავშირის ფრაქციას შესთავაზებდნენ. სამწუხაროდ, მოქკავშირის ფრაქცია დღეს არ არის ერთიანი და ალბათ, ახალი სესიის დროს კიდევ მოხდება რეორგანიზაცია. ამის გამო საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, სხვა ფრაქციები წარადგენენ თუ არა თავის კანდიდატურას. თუმცა არ დაგიმალავთ, რომ პარლამენტს პირადად შევთავაზე საკუთარი კანდიდატურა. განვაცხადე, რომ დავტოვე მოქალაქეთა კავშირის ფრაქცია, დავრჩი ჯერჯერობით დამოუკიდებელი დეპუტატი, მაქვს შეგროვილი იმ თორმეტი დამოუკიდებელი დეპუტატის ხელმოწერა, რომლებიც ჩემი კანდიდატურის წარდგენას აპირებდნენ, მაგრამ პარლამენტში შექმნილმა "ახალმა უმრავლესობამ" ეს შეთავაზება არ მიიღო. მათ განაცხადეს, რომ იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლითაც დამოუკიდებელ დეპუტატებში მხოლოდ ზაზა სიორიძეს დაუჭერდნენ მხარს საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტში. შემდეგ სიტყვიერად შემომთავაზეს - თუ განვაცხადებდი, რომ დავტოვე ზურაბ ჟვანიას გუნდი, ამ შემთხვევაში პრობლემა მოიხსნებოდა.

- ვინ შემოგთავაზათ?

- "აღორძინების" წევრმა, ბატონმა ჯემალ გოგიტიძემ. ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი შემოთავაზება იყო, რადგან მე მეგობრებს თანამდებობაზე არ ვცვლი. მერე ლაპარაკი იყო, რომ "აღორძინება" წარადგენდა თავის კანდიდატურას, მაგრამ ეს ყველაფერი პირად საუბრებში ხდებოდა, არაოფიციალურად... ეს პერიოდი მაინც ვაგრძელებდი ხალხის მიღებას და ჩემთვის დღესაც არა აქვს მნიშვნელობა - რა თანამდებობაზე ვიქნები, მაინც დავრჩები ამ კომიტეტში და გავაგრძელებ ჩემს მოღვაწეობას. თქვენს მკითხველებს კი შევახსენებ, რომ გასულ პარლამენტში არ ვიყავი კომიტეტის თავმჯდომარე, მაგრამ ხალხმა მაშინ გამიცნო.

- რამდენადაც ვიცი, კულუარებში "აღორძინებიდან" სანდრო ბრეგაძეზე და "ახლებიდან" დავით კოღუაშვილზე იყო საუბარი...

- დიახ, დიახ. მართალი რომ გითხრათ, მეც მხოლოდ ამ ორზე გავიგე. ისე, ლევან გაჩეჩილაძემ კატეგორიულად უარყო და თქვა, რომ "ახლების" პოზიცია მაინც ელენე თევდორაძისკენ იხრება. თუმცა, ეს იყო მანამ, სანამ მოქკავშირი დაიშლებოდა.

- რატომ გაჭიანურდა მაინცდამაინც თქვენი კომიტეტის საკითხის განხილვა?

- ისევ და ისევ "მოქალაქეთა კავშირის" ფრაქციაში განვითარებული მოვლენების გამო. იმიტომ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებით თავიდან "მოქალაქეთა კავშირს" უნდა დარჩენოდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი. ასე რომ, სხვას ვერავის წავუყენებ პრეტენზიას.

ავტორი: მარინა მამისაშვილი


კალენდარი
აგვისტო  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი