მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-06-03
პოლიცია ნარკოტიკებს გზაში იპარავს?!"გამორიცხულია, ადამიანის სიმთვრალე დაადგინო სუნით ან ამოჩაჩული ტანსაცმლით, ჰალსტუხიანი მთვრალიც ბევრი გვინახავს..."

იუსტიციის სამინისტრო შსს-ს წინააღმდეგ სკანდალურ განცხადებას აკეთებს: "იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ცენტრის მოკვლევით დადგინდა, რომ საქართველოში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა მითია იმ უბრალო მიზეზით, რომ ჩვენში შემოსული ნარკოტიკები, როგორც ექსპერტიზის ცენტრში შემოწმებისას დადგინდა, ყალბია". აღნიშნული ცენტრის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური სამსახურის მონაცემებით, გამოკვლევის მიზნით მათთან შესული ნარკოტიკები "ანალგინისა" და "ციტრამონის" ნარევს წარმოადგენს უმცირესი ნარკოტიკული შემადგენლობით. ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელი მაია ნიკოლეიშვილი გაოგნებულია ამ ფაქტით, მით უფრო, რომ ამგვარი "ნარკოტიკის" მიღების შემდეგ, ნებისმიერი ადამიანი "კაიფის" ნაცვლად ტოქსიკურ მოწამვლას მიიღებს.

ბუნებრივია, რადგან ეს ასე არ ხდება, არ არის გამორიცხული, ამოღებულ ნარკოტიკს სარფიანი ბიზნესის მიზნით შეგნებულად ცვლიდნენ პოლიციელები. მეორე მხრივ, პრობლემას ქმნის ისიც, რომ, როგორც მაია ნიკოლეიშვილი ამბობს, საქართველოში დღემდე არ არსებობს ნარკოტიკის სტანდარტი (მისი შემადგენლობა). მათ შორის ჰეროინის, კოკაინის და თქვენ წარმოიდგინეთ, მარიხუანასიც კი. ანუ ქვეყანაში სრული განუკითხაობაა.

კურიოზულად გამოიყურება ჩვენში სიმთვრალის დადგენაც. ნარკოლოგიურ ცენტრში პოლიციის მიერ დაკავებული პიროვნების კლინიკური გამოკვლევა ყოველგვარ ცივილიზებულ მეთოდს სცილდება. იუსტიციის სამინისტრო მიიჩნევს, რომ მოქალაქეებისადმი ამგვარი მიდგომა უბრალოდ კრიმინალია. ერთი სიტყვით, ნარკოლოგიურ ცენტრში მიყვანის შემდეგ ივსება ტესტი, სადაც მითითებული უნდა იყოს, როგორ გამოიყურება მოქალაქე - აქვს თუ არა ტანსაცმელი მოწესრიგებული, არის თუ არა გაღიზიანებული, სუნთქვა გახშირებული აქვს თუ შენელებული, უკანკალებს თუ არა ხელები. ამ პუნქტების შეჯერებით ხდება პიროვნების სიმთვრალე-სიფხიზლის გარკვევა.

არადა, უდავოა, რომ მოწესრიგებულად ჩაცმული ადამიანიც შეიძლება იყოს მთვრალი. იმაშიც დაგვეთანხმებით, რომ პოლიცია ნარკოლოგიურ ცენტრში ძალით რომ წაათრევს ადამიანს, იგი აუცილებლად იქნება გაღიზიანებული. ვისაც ხელები უკანკალებს, შეიძლება მას უბრალოდ, ნევროზი სჭირდეს და ისე, სხვათა შორის, ჩვენში პოლიციაში ყველა "კანკალებს". გარდა ამისა, ჩასასუნთქი მოწყობილობა, როგორც გაირკვა, ახდენს პირის ღრუს ანალიზს და არ ადგენს ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობას.

ამ საკითხებთან დაკავშირებით ვესაუბრებით მაია ნიკოლეიშვილს.

- თქვენ საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთეთ - რომ გამოსაკვლევად შემოსული ნარკოტიკი ხშირ შემთხვევაში გაყალბებულია. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

- ჩვენ მიერ საბაჟოში ჩატარებული კვლევისას ნარკოტიკების ბრუნვის ლეგალურ ინსპექციაში მოვითხოვეთ სტანდარტი ანუ ეტალონი, რომელსაც შემდეგ შევუდარებდით საკვლევ ნივთიერებას. მათ გვითხრეს, რომ გარდა მორფინისა და კოდეინისა, სხვა ნარკოტიკი საქართველოში არ შემოდის (ანუ მათ არ დაუფიქსირებიათ). შსს-ს და ჩვენ ნარკოტიკის თვისებრივი განსაზღვრა, რა თქმა უნდა, შეგვიძლია, მაგრამ როდესაც საჭიროა რაოდენობის და მინარევების დადგენა, ამისთვის უკვე საჭიროა საკმაოდ მგრძნობიარე აპარატურა. ამ დროს, როდესაც ჩვენთან დალუქული სახით გამოსაკვლევად შსს-დან მოდის ნარკოტიკი, რომელსაც თან ახლავს წონისა და დასახელების აღნიშვნა, აღმოჩნდება, რომ არც წონა ემთხვევა აღნიშვნას და ჰეროინის ნაცვლად არის "ანალგინი" ჰეროინის მცირე მინარევით, იმდენად მცირე მინარევით, რომ ჩვენი აპარატურა მის ოდენობას ვერ ადგენს. იყო შემთხვევა, როცა ნარკოტიკის ნაცვლად "ციტრამონი" აღმოჩნდა, საკმაოდ დიდი რაოდენობით. ოღონდ სად ხდება გაყალბება - შსს-ში, შემდეგ რგოლში - სადაც ნივთმტკიცება ინახება თუ სად, ამ საკითხს ჩვენ არ ვარკვევთ, ეს ჩვენი საქმე არ არის. ჩვენ უბრალოდ იმ ფაქტზე გავამახვილეთ ყურადღება, რომ აუცილებელია ყოველივე ამის დარეგულირება ერთიანი ექსპერტიზის კანონით.

- რატომ ფიქრობთ, რომ სიმთვრალე-სიფხიზლის დადგენა ჩვენში არაკომპეტენტურად მიმდინარეობს?

- ჩვენში გამოიყენება ტესტი. თუ ის დადებითია, მას ჭირდება დამატებითი კვლევა, რადგან ტესტი დადებითი შეიძლება აღმოჩნდეს იმ შემთხვევაშიც, როცა ადამიანი არ არის ნასვამი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ტესტი მაინც კორუფციის წყაროა - თუ პასუხი დადებითია, ე.ი. ადამიანი ნაბახუსევია და იგი, როგორც წესი, მიჰყავთ და ა.შ... ბევრი მინახავს ამგვარად გაწამებული. კლინიკური კვლევის პუნქტები, რომელიც 1996 წელს არის დადგენილი, დღეს მიუღებელია. მაშინ არც დენი იყო, არც აპარატურა და იყო გარდამავალი პერიოდისთვის შექმნილი კითხვარი, რომელშიც დიდი ყურადღება ექცევა იმას, მოწესრიგებულად არის თუ არა ჩაცმული ადამიანი. ამ დროს ჰალსტუხიანი მთვრალიც ბევრი მინახავს. ხელების კანკალი ანუ ტრემორიც სიმთვრალის ნიშნადაა მიჩნეული. ამ დროს ტრემორი ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩიყვით ან ნევროზით დაავადებულ ადამიანსაც ახასიათებს, ან ქალა-ტვინის ტრავმების ნიშანიცაა. ეს ჩვეულებრივია. კითხვარის ბოლოს არის ასეთი კითხვა: პირიდან ალკოჰოლის სუნი. ანუ სუნით უნდა დადგინდეს, რომ ადამიანს მიღებული აქვს ალკოჰოლი. ამ დროს ყველაფერი უნდა დადგინდეს ლაბორატორიული კვლევით და ის, რომ ინსპექტორს შემთხვევის ადგილზე შეეპარა ეჭვი, ამით სიმთვრალე-სიფხიზლის დადგენა შეუძლებელია. ოდოროლოგიური ანუ სუნის ექსპერტიზის ჩატარება შესაბამისი სერტიფიკატის გარეშე დაუშვებელია. ასეთი სერტიფიკატები კი ჩვენს ინსპექტორებს ნამდვილად არ აქვთ. ჩვენი წინადადებაა ანტიკორუფციული საბჭოს მიმართ, რომ კონკრეტულად შევთანხმდეთ - თუ რა რაოდენობის ალკოჰოლის მიღება ჩაითვლება დარღვევად. დასადგენია, ერთ ან ორ კათხა ლუდს რამდენად შეუძლია საფრთხე შეუქმნას სხვა ადამიანს. ამ კორუფციულ მომენტებს აუცილებლად ამოვიღებთ. სიმთვრალის შემთხვევაში დასჯა კი მხოლოდ ლაბორატორიული კვლევის შემდეგ უნდა მოხდეს.

- ქალბატონო მაია, როგორც შევიტყვე, 14-მილიონიანი ლაბორატორია, რომლის ჩამოსვლითაც სააკაშვილი თავს იწონებდა წინასაარჩევნოდ, არ ჩამოსულა. მართალია?

- მართალი გითხრათ, არავითარი სურვილი არ მაქვს, სააკაშვილის საწინააღმდეგოდ რაიმე ვთქვა, მაგრამ როდესაც უკვე მე მეკითხებიან, სად არის 14-მილიონიანი ლაბორატორია, ამან შეიძლება ხვალ სხვაგვარი მნიშვნელობა შეიძინოს. ანუ იფიქრონ, რომ მე 14-მილიონიანი აპარატურა სადღაც მაქვს შენახული და ვუმალავ ქვეყანას. ასე გამოდის ხომ? ისიც საკითხავია, ეს 14 მილიონი საიდან მოვიდა, რადგან თუ პროექტის ავტორებსაც დაელაპარაკებით ვაშინგტონში, ნახავთ, რომ ეს ციფრი არ არსებობს. ცნობილი არ არის, რამდენ მილიონიანი იქნება ეს ლაბორატორია. აღნიშნული ლაბორატორია ჯერ არ ჩამოსულა და, რა თქმა უნდა, რომ არ ყოფილიყო ის პოლიტიკური რყევები, რომ არ გადამდგარიყო სააკაშვილი, მისი ჩამოსვლა უფრო დაჩქარდებოდა. მერე მთავრობა გადადგა... ამ ყველაფერმა დიდი დრო წაიღო, მაგრამ პროექტი მიმდინარეობს, ეს არის ხუთწლიანი პროექტი, რომელიც ნაწილ-ნაწილ განხორციელდება.

- რამდენადაც ვიცი, ამ ლაბორატორიის ჩამოსვლის შემდეგ შსს-დან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა იგივე ხელის ანაბეჭდის ექსპერტიზა და "მასროთეკები", რასაც ნარჩემაშვილი ეწინააღმდეგება. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

2-8 მაისის მთავრობის სხდომაზე, სხვათა შორის, ამაზე იყო საუბარი. გილიგაშვილმა გააკეთა ინფორმაცია ექსპერტიზის მდგომარეობის შესახებ, რის შემდეგაც ბატონი ნარჩემაშვილი მივიდა მიკროფონთან და გამოთქვა აზრი, რომ იუსტიციის სამინისტრო ცდილობს მოახდინოს ექსპერტიზის მონოპოლიზაცია. მე პრეზიდენტის ნებართვით ვუპასუხე, რომ ექსპერტიზა მონოპოლიზებული იყო სწორედ შსს-ს მიერ. თუნდაც ნარკოტიკები, ავიღოთ, თუნდაც თითის ანაბეჭდები, "მასროთეკა"... და ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ "მასროთეკაში" გიორგი სანაიას ტყვიის იდენტურს რამდენიმე თვე ეძებდნენ. კომპიუტერებში შეტანით კი ამის დადგენა ხდება 15 წთ-ში. უბრალოდ რა ხდება იცით? შსს-ს არ სურს გასაგები მიზეზების გამო ყოველივე ამის დაკარგვა. "მასროთეკა", "თითის ანაბეჭდების ბანკი", "დნმ"-ს ბანკი როცა იარსებებს ჩვენთან, ჩვენ ვიქნებით სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი ლაბორატორია. ამის დათმობა კი, ძალიან უჭირს შსს-ს.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ თქვენთან გამოსაკვლევად შემოსული ნარკოტიკები არაერთ შემთხვევაში "ციტრამონი" ან "ანალგინი" აღმოჩნდა. თუ გქონდათ ამაზე საუბარი შსს-თან და რა გიპასუხეს?

- მართალი გითხრათ, მეგონა, მადლობას გვეტყოდნენ, როცა ამის შესახებ ვაცნობეთ (პირადად მინისტრთან არ მისაუბრია). ნაცვლად ამისა თავის მართლება დაიწყეს და თურმე შეურაცხყოფა მიგვიყენებია. მე ვთქვი სიმართლე. ფაქტია, რომ შსს-ს რომელიღაც რგოლში "რაღაც" ხდება. ეს მინისტრმა გაარკვიოს, თუ უნდა და თუ არ უნდა, მაშინ ბრალდებების ნიაღვარი ჩვენკენ წამოვა და უკვე ყველასათვის გასაგები იქნება - რაშია საქმე. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან ყველა მომუშავე ექსპერტმა იცის, რომ არსებობს შს მინისტრის სიტყვიერი ბრძანება თუ განკარგულება, რომ შსს-დან ექსპერტიზები არ დაინიშნოს ჩვენს უწყებაში.

- რატომ?

- მეც იგივე შეკითხვა მაქვს, მაგრამ ეს ახალი არ არის. თუმცა, როცა მართლა სჭირდებათ სერიოზული ექსპერტიზა, მაინც ჩვენთან მოდიან.

ავტორი: მარინა მამისაშვილი


კალენდარი
აგვისტო  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი