მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-06-10
ამერიკელები თავისი M16-ების ნაცვლად ჩეხურ ავტომატებს და გერმანულ ტყვიამფრქვევებს გამოგვიგზავნიან

სამიოდე კვირის წინ ჩვენ იმედს გამოვთქვამდით, რომ "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის ფარგლებში ქართული ბატალიონების შესაიარაღებლად ამერიკული მხარე თავის "შავ შაშხანებს" - M16A2-ებს მოგვაწვდიდა, რაც ხელს შეუწყობდა ქართული შეიარაღების მიახლოებას NAთO-ს სტანდარტებთან.

იმედი არ გამართლდა. სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისში ამერიკული მხარე მართლაც შეისყიდის მოსამზადებელი ქართული ბატალიონებისთვის ცეცხლსასროლ იარაღს, ოღონდ არა NAთO-ს სტანდარტის, არამედ ყოფილი საბჭოთა სისტემისა.

ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ერთი მხრივ ამერიკულ და მეორე მხრივ, აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანასთან მათ შეიარაღებაში არსებული იარაღის შესასყიდად და ქართულ არმიაში გამოსაგზავნად.

ჯერ ეს მოლაპარაკებები დასრულებული არ არის, თუმცა არსებობს ზოგადი ინფორმაცია, თუ რომელ ქვეყნებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება და კერძოდ რა იარაღზე.

ბულგარეთმა, ჩეხეთმა, გერმანიამ და რუმინეთმა შეიძლება ერთ თვეში თავისი შეიარაღების ნაწილი მიჰყიდონ ამერიკელებს საქართველოსთვის.

გერმანია ქართულ არმიას ალბათ მიაწვდის ტყვიამფრქვევებს: HGღ, საასეულო Gღ და GღV. თავიდან განიხილებოდა ამერიკელების მიერ ჩეხური ტყვიამფრქვევების შეძენის ვარიანტი, მაგრამ გათვალისწინებული იქნა ის "ეპოპეა", რაც თავის დროზე მოჰყვა ჩეხურ UK-59L ტიპის ტყვიამფრქვევების საქართველოში ჩამოტანას. არ არის გამორიცხული, გერმანიამ 82 მმ კალიბრის ნაღმსატყორცნებიც გამოგზავნოს.

ყველა ეს გერმანული იარაღი თავის დროზე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო არმიას ეკუთვნოდა. 1989 წელს, ქვეყნის გაერთიანების შემდეგ, ბუნდესვერმა "ჩაყლაპა" გერმანელი კომუნისტების არმია და მათი შეიარაღებაც საწყობებში აღმოჩნდა. 90-იანი წლების დასაწყისში გერმანიამ ეს საბჭოთა სტანდარტის იარაღის გარკვეული ნაწილი თურქეთის არმიასა და ჟანდარმერიას მიაწოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ამ იარაღის აქტიური გამოყენება დაიწყო ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ, ბონმა ანკარას შეუწყვიტა იარაღის მიწოდება.

სხვათა შორის, ჯერ კიდევ 4-5 წლის წინ "კვირის პალიტრის" სამხედრო გვერდზე იყო ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, ორი გერმანიის გაერთიანებაში საქართველოს პრეზიდენტის განსაკუთრებული ღვაწლის სანაცვლოდ ბუნდესვერს ჩვენთვის ეჩუქებინა საწყობებში შენახული "კალაშნიკოვები". არც ეს იმედი გამართლდა. სამაგიეროდ, დღეს ამერიკელები ფულს იხდიან იმ იარაღის საქართველოში გამოსაგზავნად.

გერმანიიდან შედარებით მძიმე ცეცხლსასროლი იარაღის მოწოდებაზე მიდის მოლაპარაკება, ჩეხეთში შეიძლება 7,6 მმ კალიბრის დასაკეცკონდახიანი "კალაშნიკოვები" იქნეს შეძენილი, ხოლო რუმინეთში - "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტები. ამასთან, რომელ ქვეყანაშიც იქნება შეძენილი იარაღის ესა თუ ის კატეგორია, ტყვია-წამალსაც იგივე სახელმწიფო მოგვაწვდის.

რა კომენტარი შეიძლება გაუკეთდეს ამ ინფორმაციას?

უთუოდ უმადურობაა საჩუქრის დაწუნება, მაგრამ არც გაჩუმება ღირს - ამერიკული მხარე თუ მაინცდამაინც საბჭოთა სისტემისა და სტანდარტის ცეცხლსასროლი იარაღის ყიდვას აპირებს 2000-მდე ქართველი მებრძოლისთვის, რაღა გერმანულსა თუ ჩეხურს არჩევს? საბჭოთა სტანდარტის "კალაშნიკოვებს", ხელის ტყვიამფრქვევებსა თუ "მაკაროვებს" ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნები თავად უშვებდნენ, მაგრამ საეჭვოა, რუმინული "კალაშნიკოვები" თუ ჩეხოსლოვაკიური ტყვიამფრქვევები სჯობდეს ტულისა თუ იჟევსკის საიარაღო ქარხნებში დამზადებულს.

მათი წარმოების ტექნოლოგია და, განსაკუთრებით ლულის გამოჩარხვის (ასევე თავად ლულის შენადნობის ხარისხი) პროცესი უფრო მაღალია, ვიდრე უცხოელი "შვილობილებისა".

როგორც ჩანს, ეს საკითხი ამერიკულ მხარეს უკვე გადაწყვეტილი აქვს. სამწუხაროა, რომ ამის თაობაზე ქართველ სამხედრო სპეციალისტებს (იმავე თავდაცვის სამინისტროში) არც კი მოთათბირებიან. რჩება შთაბეჭდილება, რომ ყოველივე ეს ერთ წინასწარ გაანგარიშებულ ტაქტიკურ სვლას წააგავს - თეთრი სახლი, რომლის ძალისხმევითაც გრძელდება NAთO-ს აღმოსავლეთით გაფართოება, ნელ-ნელა ასუფთავებინებს NAთO-ს ახალ წევრებს საარმიო საწყობებს ძველი, საბჭოთა სისტემის იარაღიდან. არ არის გამორიცხული, 7-10 წელიწადში, როდესაც შეიძლება ჩრდილოატლანტიკური ალიანსში საქართველოც შევიდეს, დღეს შეძენილი ჩეხური ავტომატები და გერმანული ტყვიამფრქვევები იმავე ამერიკელებმა უკვე ქართული არმიისგან იყიდონ და უფრო გაჭირვებულ ქვეყნებს გაუგზავნონ.

მანამდე კი, ერთი იმედი გვრჩება, რომ ზოგიერთი ქართველი გენერლისა თუ პოლკოვნიკისგან განსხვავებით, ამერიკელი სამხედროები პირად მოგებას არ დახარბდებიან და აღმოსავლეთ ევროპაში ნახმარ, მაგრამ გამოსადეგ იარაღს შეუძენენ ქართულ არმიას.

ჩვენი მონაცემებით, ლაპარაკი შეიძლება იყოს მე-2 კატეგორიის ცეცხლსასროლ იარაღზე. საერთოდ, ავტომატები თუ პისტოლეტები თავისი მდგომარეობით ხუთ კატეგორიად იყოფიან: პირველ კატეგორიას განეკუთვნება პირდაპირ ქარხნიდან საარმიო საწყობებში გაგზავნილი, მეორეს - შენახული ნახმარი იარაღი, მესამეს - ის, რომელიც მცირე რემონტს მოითხოვს, ხოლო მეოთხე - კაპიტალურ რემონტს. მეხუთე კატეგორიის იარაღი ჩამოსაწერია.

ავტორი: ირაკლი ალადაშვილი


კალენდარი
აგვისტო  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი