მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-06-10
ვაზიანის ბაზაზე სუპერსასადილო გაიხსნა: თუმცა მთავარია, გაწიკწიკებულ შენობაში ჯარისკაცებს როგორ მენიუს შესთავაზებენ

ათასი ქურდობისა და მამაძაღლობის ფონზე პატარა კარგი საქმეც კი თვალნათლივ გამოირჩევა. თუმცა ვაზიანის სამხედრო ბაზაში ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებს პატარა ნამდვილად არ ეთქმის.

თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დახმარებით ვაზიანის ცნობილ სამხედრო ბაზას მნიშვნელოვანი რემონტი ჩაუტარდა, რაც შესამჩნევად გამოჩნდა იმ ნანგრევების ფონზე, რაც აქედან გასულმა რუსულმა სამხედრო ნაწილმა ქართულ მხარეს დაუტოვა. დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს უფროსს პოლკოვნიკ რეზო ბეჟაშვილს მივმართეთ.

- რა დახმარება გაუწია თურქულმა მხარემ ვაზიანის სამხედრო ბაზას რემონტისას?

- დაამონტაჟა რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელთა გარეშე სამხედრო ქალაქის ფუნქციონირება წარმოუდგენელია. ესენია: აბანო-სამრეცხაო კომბინატი საქვაბითა (იგი მუშაობს როგორც ბუნებრივი აირით, ისე დიზელის საწვავით) და სხვა აუცილებელი დანადგარებით. გახსნეს პირველი დახმარების თანამედროვე ლაზარეთი, რომელიც სრულად არის დაკომპლექტებული საჭირო ავეჯითა და ინვენტარით. რენტგენის კაბინეტი ტყვიის დამცავ ეკრანშია ჩასმული, რაც მთლიანად გამორიცხავს მომსახურე სამედიცინო პერსონალის დასხივებას.

მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თურქულმა სამშენებლო ფირმამ არსებული კარკასი გამოიყენა და ააშენა NAთO-ს თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სასადილო, სამზარეულო და საჭირო ინვენტარითაც გააწყო. ამ ტიპის სასადილო (იგი, ჯერჯერობით, ერთდროულად მოემსახურება 750 კაცს, თუმცა ამ რიცხვის გაზრდაც შეიძლება), თავად NAთO-ს წევრი ქვეყნების არმიებშიც ბევრი არ არის. სასადილო მომსახურების ახალ ტიპზეა გათვალისწინებული და დასავლურ ბისტროს წააგავს.

- ცოტა უხერხული ხომ არ იქნება, ასეთ თანამედროვე სასადილოში ქართველი ჯარისკაცების ისევ წყალწყალა წვნიანითა და ხმელა პურით კვება?

- ინდივიდუალური ლანგარი ხუთ განყოფილებიანია და მისი ნახევრად ცარიელი მიტანა სუფრაზე არ გამოვა. ამიტომაც მენიუს დავუმატებთ სხვადასხვა სალათს.

- შეძლებენ კი ქართველი ჯარისკაცი-მზარეულები ასეთ სასადილოს გაუფრთხილდნენ და არ დააზიანონ?

- აქ არის გარკვეული პრობლემები. ძვირად ღირებული სასადილო ინვენტარი ფაქიზ მოპყრობასა და მომსახურებას მოითხოვს. სამზარეულო დანადგარებისთვის აუცილებელია მუდმივი ელექტრომომარაგება, გაფილტრული წყალი, სპეციალური სარეცხი საშუალებები და სხვა.

- რა თანხა დაჯდა ვაზიანის სამხედრო ბაზის სარემონტო სამუშაოები?

- თურქეთის მხარემ დაახლოებით 700 ათასი დოლარი დახარჯა, ჩვენ კი 500 ათას ლარამდე დაგვიჯდა. თუმცა ბაზის რემონტი ჯერ დასრულებული არ არის. შესაკეთებელია დანარჩენი ყაზარმები, მთელი სასაწყობო მეურნეობა, რათა აქ მდგარი მე-11 მოტომსროლელი ბრიგადა ნაკლებად შეაწუხოს საყოფაცხოვრებო პირობებმა და მთავარი ყურადღება საბრძოლო მომზადებას დაუთმოს.

სარემონტო სამუშაოების შემდეგ ვაზიანის სამხედრო ბაზაში არსებული მდგომარეობა ცა და დედამიწასავით განსხვავდება სხვა ნაწილების სიტუაციისგან. განსაკუთრებით აღსანიშნავია სასადილო კომპლექსი, რომლის დიზაინი, სამზარეულოს აღჭურვილობა თუ სისუფთავე ბევრ პოპულარულ რესტორანს ჯაბნის.

მაგრამ მთავარ პრობლემად მაინც ჯარისკაცის მენიუ რჩება. თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, ჯარისთვის საჭირო საკვები პროდუქტების შეძენა სრულად ხდებაო; მაგრამ არსებობს მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარება მარტო არმიას არ შეუძლია - როგორ გგონიათ, ზემდეგი ან ოფიცერი, რომელსაც 90-110 ლარი ხელფასი აქვს და საშუალება მიეცემა 2-3 კგ კარტოფილი ან 200 გ კარაქი ხელს გააყოლოს ნახევრად მშიერი ოჯახისთვის, ამას არ გააკეთებს? სანამ ოფიცერს ასეთი მცირე ანაზღაურება აქვს, ქურდობა არმიაში არ მოისპობა.

"წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამით ამერიკულმა მხარემ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაუკეთა საქართველოს - აიძულა ოფიციალური თბილისი, ოფიცრების ანაზღაურება 420-600 ლარამდე გაეზარდა (გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე გადაწყდა ამ მიზნით 4,2 მლნ ლარის გამოყოფა). მართალია, დღეს ეს მხოლოდ პროგრამაში მონაწილეებს ეხება, მაგრამ იმედია, ჯარში უთანასწორობის გამო შესაძლო მორიგი ბუნტის შიშით ხელისუფლებამ ხელფასი ნელ-ნელა მოუმატოს დანარჩენ სამხედრო მოსამსახურეებსაც.

აი, მაშინ კი 500-600 ლარის მქონე ოფიცერს ექნება დასაკარგი და ასჯერ დაფიქრდება, ვიდრე ჯარისკაცს ულუფიდან რაიმეს აწაპნიდეს. არმიაში კი მხოლოდ ის პროფესიონალები დარჩებიან, ვისაც ქვეყნის სამსახური სურთ, ხოლო სამხედრო ძალები ნელ-ნელა გაიწმინდება შემთხვევითი ხალხისგან.

ავტორი: ირაკლი ალადაშვილი


კალენდარი
ოქტომბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
15
16
17
18
19
20
22
23
24
25
26
27
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი