მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-06-10
თბილისში მაღაზიებში სიარულის დრო საერთოდ არ მაქვს... თან გამუდმებით ლონდონზე ვფიქრობ...

პანკისის ჩვენება უკვე ისტორიის კუთვნილებად იქცა. წინ ახალი გრანდიოზული პროექტია - მაკა ასათიანი ლონდონის ბაზრის დასაპყრობად ემზადება.

- მაკა, პირველი შეხება როდის გქონდა შენს პროფესიასთან?

- ბავშვობაში. მამა, მოგეხსენებათ, ფეხბურთელი იყო, ხშირად მოგზაურობდა და დედასთვის ნაირ-ნაირი ტანსაცმელი ჩამოჰქონდა. დედა ზოგს დაჭრიდა, ზოგს გადააკეთებდა, ზოგს გადმოაკეთებდა. ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდა და როცა წამოვიზარდე, მეც გამიჩნდა სურვილი ჩემს სამოსში რაღაც სიახლე შემეტანა...

- თოჯინებს თუ უკერავდი ტანსაცმელს?

- რა თქმა უნდა... მაგრამ რომ გითხრათ, დიდად ვგიჟდებოდი თოჯინების ჩაცმა-დახურვაზე-მეთქი, არ ვიქნები მართალი. ცელქი ბავშვი ვიყავი და ბიჭური გართობა მხიბლავდა. ძირითადად ფეხბურთს ვთამაშობდი. უფრო ბიჭებთან ვმეგობრობდი.

- სხვა პროფესიაზე თუ გიფიქრია?

- როცა დიზაინერობა გადავწყვიტე, უკვე სტუდენტი ვიყავი. ჩავაბარე უნივერსიტეტში, დასავლეთ ევროპის ფაკულტეტზე, მაგრამ დიდხანს არ დავრჩენილვარ თბილისში. იმავე წელს გადაწყდა ჩემი საფრანგეთში გამგზავრება. იქ დავეუფლე ჩემს სპეციალობას...

- ასე უცებ როგორ გადაწყდა შენი საფრანგეთში გამგზავრება?

- დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. უბრალოდ, გაჩნდა შანსი და მე ეს შანსი დიდი სიამოვნებით გამოვიყენე.

- ვინ გიკითხავდა ლექციებს?

- უცნობილესი ადამიანები: ბრუნო ბენედიქტი, რომელიც გახლავთ აქსესუარების დიზაინერი ფირმა "შანელში"; ვოლინსკი, რომელიც ჭრა-კერვას გვასწავლიდა და ამავე დროს გამომჭრელად მუშაობდა პიერ ბალმანთან...

- დღეს მოდის სამყარო იმათ თუ იცნობს, ვინც შენთან ერთად სწავლობდა?

- თითქმის ყველამ მოახერხა თავის დამკვიდრება. ერთ-ერთი მათგანი კენზოს დიზაინერია, მეორე მუშაობს კრისტიან ლაკრუასთან და ასე შემდეგ...

- შენ თვითონ არ გიფიქრია უცხოეთში ცხოვრებაზე?

- თავიდან მეგონა, რომ ასე მოხდებოდა, სამი წელი ვისწავლე, ორი წელი ვმუშაობდი, მერე... გავთხოვდი, გამიჩნდა ბავშვი და დავბრუნდი თბილისში... პირველი ჩვენება მოვაწყვე "გოფილექტის" ბაღში... ჩვენებამ საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო. შემდეგ გადავწყვიტე, გამეკეთებინა საკუთარი სალონი... დავიწყეთ ამ ტერიტორიის რემონტი და ყველაფერი ნელ-ნელა აეწყო.

- როგორც ცნობილია, უცხოეთშიც გაქვს მაღაზიები...

- ჩემი სახელობის მაღაზია პარიზში მაქვს მხოლოდ, რაც შეეხება რუსეთს, ერთ-ერთ მოდურ მაღაზიაში შემაქვს კოლექცია.

- თუ გახსოვს, ვინ იყო შენი პირველი კლიენტი?

- მე თვითონ ვიყავი ჩემი პირველი კლიენტი. საფრანგეთის პირველი ჩვენების კოლექციის თითქმის ყველა მოდელი შემდეგ მე ჩავიცვი.

- როცა ცნობილმა რუსმა დიზაინერმა, ზაიცევმა ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს კონცერტისთვის კაბის შეკერვა შესთავაზა, ქალბატონმა ნანიმ თავაზიანი უარი უთხრა - მე კონცერტებზე მხოლოდ მაკა ასათიანის შექმნილი მოდელები მინდა ჩავიცვაო...

- ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ქალბატონ ნანის შეფასება და დიდ მადლობას ვუხდი მას... უამრავი ცნობილი ადამიანი იცვამს ჩემთან, მაგრამ პირველ რიგშიც და ბოლოშიც მხოლოდ ქალბატონ ნანის გამოვყოფ, რადგან ნანი ნანია...

- ცნობილი უცხოელი კლიენტები თუ გყავთ?

- რა თქმა უნდა... ტელევიზიის დიქტორები, წამყვანები, რომლებსაც ქართველი მკითხველი არ იცნობს...... ჩემი მოდელები აცვიათ რუს მომღერლებსაც...

- რომელიმე ცნობილ კუტიურიეს თუ შეუფასებია შენი ნამუშევრები?

- კუტიურიეები არ აფასებენ, უბრალოდ პატივს სცემენ ერთმანეთს...

- მაკა, რა იყო პანკისის ჩვენება შენთვის - პოლიტიკასთან შეზავებული ხელოვნება?

- ხაზგასმით ვამბობ - ჩემთვის ეს ნამდვილად არ ყოფილა პოლიტიკა. გაკეთდა კოსტიუმი, ქორეოგრაფია, შეიქმნა მუსიკა... ვფიქრობდით, სად გვეჩვენებინა... კოსტიუმებმა გვიკარნახეს ადგილი - პანკისი...

- თბილისში კი ბევრს ჭორაობდნენ - მაკამ ამ ჩვენებით ქულები დაიწერაო...

- ეს ჩემთვის აღარ არის სიახლე... თბილისში გამუდმებით ჭორაობენ და ამას შევეჩვიე.

- თვითონ ვის შეკერილ ტანსაცმელს იცვამ?

- პირველ რიგში, საკუთარს. გარდა ამისა, ძალიან მომწონს რამდენიმე უცხოელი დიზაინერი და მათი ნამუშევრები მიკიდია ჩემს გარდერობში. ესენი არიან - ანა სვიი, ოლივერ ტისკენი, მაკი აკობსი...

- ქართველი დიზაინერების ტანსაცმელი არასდროს გქონია?

- არა. შეიძლება იმის გამო, რომ თბილისში არასდროს მაქვს მაღაზიებში სიარულის დრო.

- განწყობა და ფერები კავშირშია ერთმანეთთან?

- აუცილებლად. ფორმებიც, ფერებიც, ხაზებიც განწყობიდან მოდის.

- თბილისს შენც მუქ ფერებში ხედავ?

- ზერელედ თუ შევხედავთ, ყოფიდან გამომდინარე, მართლაც მუქი ფერები ჭარბობს, რადგან ყოფა ნამდვილად შავი გვაქვს.

- მაკა, შენი გამბედაობიდან გამომდინარე, ხომ არ გიფიქრია, აფხაზეთშიც მოაწყო ჩვენება?

- არა. მსგავსი არც იდეა მაქვს და არც სურვილი... ჩემთვის ემოციურად ასეთი ხასიათის ჩვენებები დამთავრებულია, ეს ეტაპი განვლილია.

- არჩევნებისთვის როგორ ემზადებოდი?

- არანაირად. მე აპოლიტიკური ვარ. თანაც, არჩევნების დღეს ავად ვიყავი და ხმის მისაცემადაც ვერ წავედი...

- ამბობენ, 24 ივნისს მაკა თავისი "გიჟური" ჩვენების მოწყობას აპირებს თბილისში, უკვე არსებობს "გიჟური" სცენარიო... როგორ მოგივიდა ეს იდეა და რატომ არის ის "გიჟური?

- მოულოდნელად დაიბადა ამ ჩვენების მოწყობის იდეა. მისი "სიგიჟე" კი იმაში მდგომარეობს, რომ სხვებთან ერთად მე თავად ვიქნები ჩემივე კოლექციის მოდელი, ჩვენება მოეწყობა ქუჩაში, ჩემი მაღაზიის წინ და გადაიცემა პირდაპირ ეთერში. სხვა დიზაინერებსაც შეუძლიათ მონაწილეობა საკუთარი ნამუშევრებით, რომლებიც ჩემი ქსოვილის კოლექციიდან იქნება შექმნილი.

- ვიცი, რომ ე.წ. "პანკისის ჯგუფი" არ დაშლილა. რას ჰპირდებით გულშემატკივრებს?

- დოი (დათო დოიაშვილი), ილუშკა სუხიშვილი, ნიკა მემანიშვილი და მე ვმუშაობთ გრანდიოზულ მიუზიკლზე - ვდგამთ ნიკო ლორთქიფანიძის "შელოცვა რადიოთი"... ვნახოთ, რა გამოვა... პრემიერამდე ჯერ ადრეა - არც თარიღი დაგვითქვამს და არც სცენა აგვირჩევია...

- ზაფხულის მიწვევები თუ გაქვთ?

- კი. ჩემი კოლექციით მიწვეული ვარ იტალიაში. ალბათ ჩვენებას მოვაწყობ. თბილისში დაბრუნებისთანავე სერიოზულად დავიწყებ მზადებას ლონდონისთვის.

- თუ შეგიძლია, უფრო კონკრეტულად აგვიხსნა - რა ხდება ლონდონში?

- გრანდიოზული პროექტები გვაქვს. პანკისის შემდეგ ორი დღით ვიყავით იქ ჩასული და ჩვენდა სასიხარულოდ და მოულოდნელად მეტად სერიოზული წინადადებები მივიღეთ. ორმა ძალიან ცნობილმა სააგენტომ გამოთქვა ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი ყოველგვარი ფიქსირებული გადასახადის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ წარმატებული კონტაქტები გვაქვს საფრანგეთთან და რუსეთთან, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ლონდონის პროექტი ჩვენი კომპანიის არსებობის მანძილზე და, შეიძლება ითქვას, ქართული მოდის სამყაროშიც, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საერთაშორისო ბიზნეს-პროექტია. შემოდგომაზე დავიწყებთ მზადებას და რამდენიმე თვეში ჩვენს პროდუქციას შევიტანთ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ 7 სავაჭრო ცენტრში. ახლა სულ ლონდონზე ვფიქრობ...

ავტორი: ეკა მახარაშვილი


კალენდარი
აგვისტო  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი