მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-06-10
"ვინ ყიდულობს მთვარეზე "ნაკვეთებს" საქართველოში აგრესიული ფონი 5-ჯერ გაიზარდა...

თანამედროვე მსოფლიო მხოლოდ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პარადოქსებით როდია აღსავსე. ბუნებაში რაღაც ხდებაო, ხშირად გავიგონებთ ერთმანეთისგან და არც ვცდებით: ვარდობისთვეში მოსკოვში დიდთოვლობას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, ანტარქტიდაზე კი დათბა, აისბერგი მოწყდა. თბილისში წელს გაზაფხული თითქმის არ გვიგრძნია; აღარაფერს ვამბობთ დედამიწაზე რადიაციული ფონის გაძლიერებასა და ოზონის ფენის შემცირებაზე, რაც მეცნიერთა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. რა ხდება სამყაროში, რომელშიც ვცხოვრობთ, როგორ ვიცხოვროთ ასეთ პირობებში და რა უნდა ვიცოდეთ უსაფრთხოების ზომების შესახებ? მით უმეტეს, მალე ზღვის სეზონიც დადგება, მზეზე კი ვულკანური ამოფრქვევების მატება შეინიშნება. "კვირის პალიტრას" ესაუბრება ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ქალბატონი მარინა ნიკოლაიშვილი. აქვე დავძენთ, რომ ჩვენი რესპონდენტი აშშ-ის ბიოგეოგრაფიული კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტმა 2001 წლის ერთადერთ მეცნიერ ქალად აღიარა. ამავე ინსტიტუტმა თავის დროზე ეს წოდება მარგარეტ ტეტჩერს მიანიჭა...

- დღეს ბევრს საუბრობენ, რომ დედამიწაზე გლობალური დათბობა შეინიშნება. რა გარდამავალი პროცესების წინაშე დგას ჩვენი პლანეტა?

- გარდამავალი პროცესები დედამიწაზე მართლაც მიმდინარეობს. თუმცა, თავიდანვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არ დასრულდება 200 ან 300 წელიწადში. ეს გაგრძელდება ათასეული წლები და უფრო მეტიც. ამ მოვლენებში უდიდეს როლს ასრულებს რადიაციული ფაქტორები, ატომური აფეთქებები, რომელსაც აშკარად თუ მალულად აწარმოებენ მსოფლიოში, ამას ემატება ოზონის შრის შემცირებაც. ერთი მაღალტექნოლოგიური ქარხნის გამონაბოლქვიც კი, უკვალოდ არ ქრება სამყაროში.

რა არის რადიაციული გამოსხივება? - ეს არის გააქტივებული იონი, რომელიც გამოასხივებს. ავიღოთ მაგალითად, ყველაზე ცნობილი - ურანი. ეს გამოსხივება ადამიანზე უკიდურესად ცუდად მოქმედებს. საქმე ის არის, რომ ადამიანს არ გააჩნია რადიაციის შემგრძნები რეცეპტორები. ჩვენ ვგრძნობთ სითბოს, სიცივეს, მაგრამ არა რადიაციას. რაც შეეხება ოზონს და მის მნიშვნელობას, იგი არეგულირებს მზის ულტრაიისფერი სხივების შემოჭრას დედამიწაზე. მზის სხივი სამგვარია: ულტრაიისფერი, ხილული და ინფრაწითელი. ჩვენთვის საჭირო და უვნებელია მხოლოდ ულტრაიისფერი. დანარჩენი კი იწვევს სიმსივნეებს. ოზონის სფეროს შემცირება კი ნიშნავს, რომ ყველა სხივი მეტ-ნაკლებად თანაბარი ოდენობით მოეფინება დედამიწას. თუ ოდესმე ოზონი გაქრება, გადაშენება ან სერიოზული საფრთხე დაემუქრება სიცოცხლეს.

- რა იწვევს დღეს ოზონის შრის შემცირებას?

- ცივილიზებული სამყარო მისი გაქრობის საშიშროებაზე ამ რამდენიმე წლის წინ ალაპარაკდა, თუმცა პროცესის შესაჩერებლად თითქმის არაფერი კეთდება. ხომალდები, რომლებიც კოსმოსში გადიან, კვლავაც ხვრეტენ ამ შრეს, ატომური ცდები და მავნე გამონაბოლქვებიც ისევ პერმანენტულად არღვევენ ოზონის ფენის ერთიანობას, რის აღდგენასაც ასეული წლები სჭირდება. ევროპაში მივიდნენ იმ შეგნებამდე, რომ უარი თქვეს ტექნიკურად გაუმართავ მანქანებზე, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ ბენზინის სათანადო ფილტრაციას, ჩვენთან კი ტყვიით გამდიდრებული ბენზინი შემოდის... აღარაფერს ვამბობ ავტომობილების ტექნიკურ მხარეზე.

- რადიაციის თემას დავუბრუნდები. ამბობენ, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ერთ-ერთი საქართველოა, სადაც რადიაციული ფონი მაღალია. რატომ?

- ამის მიზეზია ჩერნობილი, საიდანაც დღემდე ჟOონავს რადიაციული წყარო, ასევე ზრდის რადიაციულ ფონს საბჭოთა არმიის დროს ჩამარხული რადიოაქტიური ნივთიერებები. რადიაციის დონე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვაა. მაგალითად, რაჭა შედარებით მეტად რადიაციულია, რადგან იქ ბუნებრივად მოიპოვება ურანი. რაც შეეხება თბილისის ტერიტორიას, რადიაციული ფონი ყველაზე არასახარბიელო დიდუბეშია. იქ მის პროვოცირებას ხელს უწყობს ტრანსპორტის სიმრავლე - ესეც რადიაციის ერთ-ერთი წყაროა. ასევე ცუდი მდგომარეობაა ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე, სადაც არაპროფესიონალურად დამარხეს რენტგენის აპარატი. ვაზიანში რა სურათია, ჟურნალისტებმა კარგად იცით.

- გამიგონია, რომ არსებობს რადიაციული რუკა, რომელიც გასაიდუმლოებულია.

- ეს რუკა მართლაც არსებობს. დაახლოებით ორი წლის წინ ფრანგებმა თვითმფრინავიდან გადაიღეს საქართველოს ტერიტორია. რუკა კონკრეტულ დაწესებულებებს გააჩნია. დღეისთვის, რადიაციით გამოწვეული მუტაციები - გენეტიკური ცვლილებები დიდი რაოდენობით არ შეინიშნება. მეცნიერები სავალალო შედეგებს 10-15 წლის შემდეგ ელოდებიან. ცნობილია, რომ ჩერნობილის შემდეგ, რაც ყველაზე აშკარა იყო, აჭარაში ლეიკოზი და მკერდის სიმსივნე გახშირდა. საერთოდ, დამტკიცებულია, რომ რადიაციას ყველაზე მეტად შეითვისებს ჩაი. ყველაზე დიდი ოდენობით ის აგროვებს ნუკლიდებს, შემდეგ - ბალახი. ჩაის ანალიზითY და გამოკვლევით ირკვევა რადიაციის ფონი. სამწუხაროა, რომ ჩერნობილის შემდეგ კიდევ წლების განმავლობაში იყიდებოდა აჭარასა და გურიაში დამზადებული ჩაი.

- თუ არსებობს მედიკამენტოზური ან სხვა სახის სამკურნალო საშუალებები, რომლითაც დღეს შესაძლებელია ამ ნუკლიდების გამოდევნა?

- მედიკამენტოზური - ნაკლებად. ერთადერთი, კარგია ვიტამინების კომპლექსის მიღება და აუცილებლად - ცილები, როგორც ცხოველური, ისე მცენარეული. ცილა არის ჩვენი გენეტიკა, დნმ, რომელსაც იმუნური სისტემა იცავს. ცილა არის ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა ლობიო და სიმინდი. რა თქმა უნდა, მარცვლეული, რომელსაც მივიღებთ, შხამქიმიკატების გარეშე უნდა იყოს მოყვანილი, თორემ სასუქები ორგანიზმისთვის რადიაციაზე სწრაფად მოქმედი შხამია. კიდევ ერთი რჩევა დიასახლისებს: ნუ დატოვებთ სარეცხს გარეთ, წვიმაში. წვიმას უამრავი ნუკლიდი მოჰყვება. რადიაცია შეიწოვება ღრუბლების მიერ და შემდეგ დედამიწაზე ჩამოედინება. ასეთ დროს ნუკლიდები კანიდან ხვდებიან ორგანიზმში, გარდა იმისა, რომ ჰაერიდან და საკვებიდან ვიღებთ. თუ მაინც დასველდა ტანსაცმელი, ის აუცილებლად ცხელი უთოთი უნდა გაუთოვდეს... არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გაზზე კერძის დიდხანს დუღილი, მეორე დღეს კი სადილი დუღილამდეც არ უნდა მივიყვანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ დეიტერიუმით - მავნე იზოტოპით მდიდარ კერძს.

- ერთი კვირის წინ ანტარქტიდაზე აისბერგი მოწყდა. რას ამბობს მეცნიერება ამის თაობაზე?

- ცნობილია, რომ დედამიწაზე ტემპერატურამ 3 გრადუსით მოიმატა. ანტარქტიდაზეც კი დათბა, რადგან იქ ოზონი შემცირებულია და მზის სხივებმა შეაღწია. აისბერგი რომ მოწყდა, ეს ნიშნავს, რომ მასთან ერთად დაიძრა ბაქტერიებისა და ვირუსების ახალი ნაკადი. აისბერგი დადნება და საუკუნეების მანძილზე გაყინული და უსაფრთხო ორგანიზმები ამოძრავდება. ასე რომ, ექიმები მზად უნდა იყვნენ ახალი, სრულიად უცნობი დაავადებების შემოტევისთვის.

თუმცა, ამოუცნობი დაავადების რამდენიმე შემთხვევა საქართველოში უფრო ადრეც დაფიქსირდა. მე შეხება მქონდა 30 წლის პაციენტთან, მამაკაცთან, რომელიც ბოლო 5 წლის მანძილზე (ახლა 35 წლისაა) ისე დაბერდა, რომ 80 წლის მოხუცს დაემსგავსა. ნაადრევი სიბერე გამოიწვია რაღაც უცნობმა ვირუსმა, რომელსაც მეცნიერები ვერ მკურნალობენ. მსოფლიოს მედიკოსებმა ეს დაავადება უცნობ დაავადებათა ნუსხაში ოცდამეათე ნომრად დააფიქსირეს. პაციენტი დღეს ცოცხალია. იყო კიდევ ასეთი შემთხვევა - ძვლების დადნობა. რამდენიმე თვეში ძვლები გაქრა. ორივე შემთხვევაში ვირუსმა გამოიწვია გენეტიკის მუტაცია.

- მზეზე იმატა ვულკანურმა ამოფრქვევებმა. ასეთ დროს რამდენად მიზანშეწონილია მზის აბაზანების მიღება ან რა პერიოდულობით?

- უმჯობესია, ზღვაზე სექტემბრის თვეში წახვიდეთ. როგორც წესი, მზე ამ დროს აქტიური არ არის. ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ მხოლოდ და მხოლოდ დილის 8 საათიდან 11.30 სთ-მდეა მზის სხივები ჯანსაღი. აქ არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი: როცა მზე ამოდის, ხდება ზღვის კონდენსაცია და ჰაერი იჟღინთება იოდით, რომლის ნაკლებობასაც ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი განიცდის.

- რაც შეეხება მთვარეს... "დისქავერიმ" გადმოსცა, რომ მის მიმართ ინტერესი არათუ მეცნიერებს, კერძო პირებსაც გაუცხოველდათ.

- მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი ქვეყნის ოფიციალურმა რადიომ სენსაციური ცნობა გადმოსცა: 20-ზე მეტმა ულტრამილიონერმა პლანეტაზე მთვარის ფართი იყიდა. სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს შორის ერთი ქართველიც ერია. შემდეგ დავინტერესდი, როგორ მოხდა ყიდვა-გაყიდვა, ვის გადაუხადეს ეს ფული, რამდენი, ან ნასყიდობა რომელმა ნოტარიუსმა დაამოწმა; ამ კითხვებით დაინტერესდნენ ჩემი კოლეგებიც, მაგრამ ამაოდ: პასუხი ვერ მივიღეთ. რატომ გაძლLიერდა ინტერესი მთვარის მიმართ? ბოლო წლების მონაცემებით, მთვარეზე წყალი აღმოჩნდა, წყალი კი სიცოცხლის საწყისია. არსებობს კარგად არგუმენტირებული ჰიპოთეზა, რომ ათასეული წლების შემდეგ მთვარე გახდება სიცოცხლისუნარიანი. აქ საოცარი არაფერია, რადგან თავის დროზე დედამიწაზეც ხდებოდა იგივე ვულკანური ამოფრქვევები, რაც დღეს მზეზე ხდება. დედამიწა მაშინ მზესავით ბრწყინავდა. გარდა ამისა, როგორც იცით, ბუნებაში ყველაფერი ცვალებადია და იცვლება პლანეტათა თავისებურებებიც.

- რაც შეეხება თქვენს არჩევას 2001 წლის მეცნიერ ქალად, როგორ მოხდა ეს?

- ეს ჩემთვის მართლაც რომ სიურპრიზი იყო. ინტერნეტში მაქვს ჩემი "ჰომ ფეიჯი", სადაც ჩემს ნაშრომებს, ძველსაც და ახალსაც განვათავსებ. სულ 50 გამოკვლევა მაქვს. როგორც აღმოჩნდა, აშშ-ის ბიოგეოგრაფიული კვლევის საერთაშორისო ცენტრში აქტიურად ეცნობოდნენ ამ ნაშრომებს. გასული წლის შემოდგომაზე მომივიდა შეტყობინება, რომ მომანიჭეს 2001 წლის ერთადერთი მეცნიერი ქალის წოდება. შემდეგ დაიბეჭდა საუკუნის მეცნიერთა წიგნი, რომელშიც მეც შევედი. სამწუხაროდ, ვერც წიგნი და ვერც წოდების დამადასტურებელი დიპლომი ვერ გამოვაგზავნინე ამერიკიდან. როგორც იცით, ტრანსპორტირება და ა.შ. ხარჯებთან არის დაკავშირებული.

- დაბოლოს, როგორც ვიცი, თქვენი სადოქტორო თემა იყო აგრესია. როგორია ეს ფონი საქართველოში?

- ეს ფონი, წინა წლებთან შედარებით 5-ჯერ და მეტად გაიზარდა. ძირითადად, ორი მიზეზით გამოწვეული აგრესია ვლინდება: იზოლაციით და დროის უკმარისობით. შესაბამისად, საქართველო დაყოფილია უმუშევრებად და იმ ადამიანებად, რომლებიც მუშაობენ ისეთი დატვირთვით, რომ დროის უქონლობა აწუხებთ. აგრესიის ზრდას მოსახლეობაში ხელს უწყობს რადიაციაც. დარწმუნებული ვარ, თუ საქართველოში ფსიქოლოგიას მეტი პატივისცემით მოეკიდებიან, ქვეყნის ცხოვრება ბევრად გაუმჯობესდება. მაშინ ჩვენს ეკოლოგიასაც მოევლებოდა, დარწმუნებული ვარ.

P.შ. მკითხველს რომ ძალიან მძიმე პროგნოზი და ანალიზი შევთავაზეთ, ფაქტია; მაგრამ სტატიის დასაწყისში ნათქვამს შევახსენებთ: "გარდამავალი პროცესები დედამიწაზე მიმდინარეობს, მაგრამ ეს არ დასრულდება 200 ან 300 წელიწადში"... სადღეისო რჩევებს კი ყური ვუგდოთ.

ავტორი: ქეთი ბერეკაშვილი


კალენდარი
ოქტომბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
15
16
17
18
19
20
22
23
24
25
26
27
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი