მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-06-10
რას გვეტყვი მამამო?

- რუსეთში, ტელევიზიის ერთ-ერთ არხზე მიმდინარეობს გადაცემა "შუშის იქით", რისი მსგავსიც, სადაც არის, ალბათ ჩვენშიც დაინერგება. როგორ უნდა შევაფასოთ ეს პროგრამა?

- გადაცემაზე, სადაც ხდება სხვისი ინტიმური ცხოვრების თვალთვალი, მხოლოდ ერთი აზრი შეიძლება გაგვაჩნდეს - ეს არის არაჯანსაღი მოვლენა. მეცნიერებაში ამ ფსიქიკურ ანომალიას თავისი სახელიც კი გააჩნია და მას "ვუაიერიზმი" ეწოდება. ხოლო, როცა ასეთ ფსიქიკურ გადახრას მთელი საზოგადოებაა აყოლილი - და ფარულად უყურებს სხვა ადამიანების ყოველდღიურ ყოფას - ერთ მშვენიერ დღეს თვითონაც შეიძლება აღმოჩნდეს მათ მდგომარეობაში. ამიტომ ვიდრე ადამიანი დააჭერდეს ღილაკს ასეთი გადაცემის საცქერლად, უნდა დაფიქრდეს, რათა არ ჩაიყენოს თავი მსგავსი საფრთხის წინაშე.

- ამბობენ, რომ საქართველოში 365 წმინდა გიორგის ეკლესიაა. წმინდა ნიკოლოზიც ხომ მფარველია საქართველოს ეკლესიისა. შესაბამისად, ალბათ მრავლად არის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიებიც. თუ შეიძლება, გვაცნობეთ, სად მდებარეობენ ისინი?

- საქართველოში არ არსებობს კუთხე, სადაც არ იყოს აგებული ტაძარი წმინდა ნიკოლოზის სახელზე. მარტო თბილისში რამდენიმე ასეთი ეკლესიაა - ორთაჭალაში, ნარიყალაზე, ჩუღურეთში; უამრავი ეკლესიაა ქართლში - კავთისხევში, შინდისში, თვალადში, წინამძღვრიანთკარში, ფცაში, ხცისში, ხაშურში, ქვემო ნიჩბისში, ჭანდრებში, ყინწვისში, ქვემო აჩაბეთში, საკორინთლოში, წალკაში, ოფრეთში, გომარეთში. კახეთში - კარდენახში; რაჭაში - ნიკორწმინდის ტაძარი და პატარა ონში - რაკეთის წმინდა ნიკოლოზისა; იმერეთში - ტყიბულში, აჭარაში - ბათუმში... ასეთი გახლავთ არასრული ჩამონათვალი.

- ჩემს დას უნდოდა თავისი ბავშვის მონათვლა, მაგრამ ამჟამად აღმოჩნდა საზღვარგარეთ. ჩემი დის სურვილი უცვლელია, თუმცა აბრკოლებს ის გარემოება, რომ თავად არ იმყოფება საქართველოში. როგორ მოვიქცეთ?

- შეგიძლიათ შეუსრულოთ თქვენს დას სურვილი - მისი სიტყვიერი თანხმობით, ფიზიკური დასწრების გარეშე. მისთვის და თქვენთვის სასურველი ნათლიის შერჩევის შემდეგ მიაღებინებთ ბავშვს ქრისტეს ნათელს.

- ერთხელ მოვისმინე, თითქოს ყოველ აღდგომას ხდება უფლის მიერ სულების აღმოყვანა ჯოჯოხეთიდან. მართალია თუ არა ეს?

- წმინდა წერილის მიხედვით, სულების აღმოყვანა ჯოჯოხეთიდან მაცხოვრის მიერ მოხდა ერთხელ, როდესაც ჯვარცმის შემდგომ მისი წმინდა და პატიოსანი სხეული განისვენებდა იოსებ არიმათიელის ბაღში საგანგებოდ გამოკვეთილ კლდის სამაროვანში. ამ დროს იესო ქრისტე სულით ჩავიდა ჯოჯოხეთში, გარდაცვლილ ადამიანთა სულებს აუწყა სიკვდილზე თავისი გამარჯვების შესახებ. ამასთან, აღმოიყვანა იქიდან სამოთხეში იმ ადამიანთა სულები, რომლებიც რწმენით ელოდნენ მის მოვლინებას (Iპეტრე, 3, 18, 1,).

აღდგომის ყოველ დღესასწაულზე ასეთი ქმედება არ ხდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სულების იმქვეყნიური ყოფა არ არის ერთხელ და სამუდამოდ დაკანონებული. მათი საბოლოო სამკვიდრებელი დადგინდება უფლის მეორედ მოსვლის შემდგომ, საღმრთო განსასჯელის მიხედვით.



კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი