მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-06-10
როგორ ებრძვის 87 ლეგიონერი კონტრაბანდული საწვავის შემოტანას

აზერბაიჯანიდან, ცხინვალისა და აფხაზეთის ტერიტორიიდან შემოტანილი კონტრაბანდული ბენზინი თუ დიზელის საწვავი საქართველოში შემოვლითი გზებით ხვდება. კონტრაბანდული საწვავი, როგორც წესი, ღამით კვეთს საზღვარს. იმის გამო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი ჯერ კიდევ არ არის დაფიქსირებული, ყველაზე რთულ გასაკონტროლებლად სწორედ ეს 380-კილომეტრიანი მონაკვეთი ითვლება. თუ აზერბაიჯანიდან, ძირითადად, დიზელის საწვავი შემოაქვთ, ცხინვალის რეგიონი საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარს უმეტესად ბენზინით ამარაგებს. აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე კი კონტრაბანდისტების აქტიურობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სტაბილურია აფხაზეთში პოლიტიკური სიტუაცია. დღეს კონტრაბანდული საწვავი ყველაზე დიდი რაოდენობით ცხინვალიდან შემოდის. ექსპერტთა შეფასებით, საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარს სწორედ ცხინვალიდან შემოტანილი ბენზინი და დიზელი არეგულირებს. ზუსტად ერთი თვის წინ, როცა საქართველოში ნავთობპროდუქტების ლეგალური იმპორტის ზრდის ტენდენცია აშკარად გამოიკვეთა, ცხინვალიდან შემოტანილმა ძალიან იაფმა ბენზინმა და დიზელის საწვავმა, როგორც ექსპერტები ამბობენ, მორიგი ეკონომიკური დივერსია განახორციელა ლეგალური იმპორტის წინააღმდეგ. სახელმწიფომ კი ბაზარი კონტრაბანდის აშკარა ზეწოლისგან ამჯერადაც ვერ დაიცვა. საგანგებო ლეგიონის საბაჟო სამართალდარღვევების წინააღმდეგ მებრძოლი სამსახურის უფროსი გოჩა ჭელიძე კონტრაბანდისთვის ხელშემწყობ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ქვეყნის კანონმდებლობას ასახელებს, სადაც საერთოდ არ არის გათვალისწინებული ის რეალობა, რომელიც დღეს საქართველოშია:

- კონტრაბანდული საწვავის შემოტანისათვის დღემდე არავინ დასჯილა. მხედველობაში მაქვს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. კანონით, კონტრაბანდის სხვა ქვეყნიდან შემოტანა უკვე სისხლის სამართლის სერიოზული დანაშაულია, მაგრამ იმავე საწვავმა რომ ნამდვილად გადმოკვეთა საზღვარი, ეს უნდა დაამტკიცო. როგორც წესი, ჩვენს უკონტროლო საზღვრების პირობებში მტკიცებულების მოპოვება შეუძლებელია. შედეგად, კონტრაბანდისტი, თუ ის დავაკავეთ, იხდის ჯარიმას და მშვიდად აგრძელებს გზას. კონტრაბანდისტს ავტომანქანასაც ვერ ჩამოართმევ, ამით მაინც რომ შეაშინო. კანონი გვიკრძალავს მინდობილობით გაცემული მანქანების კონფისკაციას. ეს მათ ძალიან კარგად იციან და არც ერთი მათგანი საკუთარი მანქანით არ მოძრაობს.

- რამდენად ორგანიზებულად ხდება კონტრაბანდული საწვავის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე, მისი მართვა გარკვეული ძალების მიერ ხომ არ ხდება?

- მე ასე არ ვიტყოდი. კონტრაბანდის შემოტანა ჯერ კიდევ ქაოსურია. რა თქმა უნდა, არის იმის ნიშნები, რომ ის პროცესი, გარკვეულწილად, მართვადი გახდეს. ჯერჯერობით, კონტრაბანდული საწვავი ყველაზე ხშირად პატარ-პატარა პარტიებად შემოდის. ჩემი გათვლებით, მცირე პარტიებად შემოტანილი ბენზინი კონტრაბანდის თითქმის 40 პროცენტს მოიცავს. მარტო ერთი სახედარი დღეში სამოცდაათჯერ მაინც გადადის საზღვარზე და 40-40 ლიტრი საწვავი გადმოაქვს. ერთ დღეში სახედრით თითქმის რვა ტონა ბენზინი თუ დიზელის საწვავი გადმოაქვთ.

კონტრაბანდული საწვავის შემოტანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხერხია მისი ე.წ. დაკანონებული ავზებით გადმოტანა. ძირითადად, კამაზის მარკის ავტომანქანების ოფიციალური ნებართვის საფუძველზე 2-3 ტონამდე ტევადობის ავზები აქვთ დამონტაჟებული. ამ შემთხვევაში კანონიერ უფლებას ბოროტად იყენებენ. კონტრაბანდისტი კი გვიმტკიცებს, რომ მას საწვავი თავისი მოხმარებისთვის სჭირდება.

- როცა საუბარია ეკონომიკურ დივერსიაზე, რომელსაც არცთუ ისე იშვიათად კონტრაბანდული საწვავით ნავთობპროდუქტების ბაზარზე ახორციელებენ, ცხადია, სახედრებითა და ავზებით საწვავის გადმოტანა ვერ მოხერხდება. თქვენ ხომ არ გამორიცხავთ იმ ფაქტს, რომ იმავე აზერბაიჯანიდან კონტრაბანდული საწვავი საკმაოდ დიდ პარტიებად შემოდის?

- რა თქმა უნდა, ამას არ უარვყოფ. ასეთი ფაქტების გამოსავლენად, ინფორმაციის მოსაპოვებლად ცალკეული ჯგუფებიც კი მუშაობენ. სულ რამდენიმე დღის წინ სწორედ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ერთ-ერთ ურთულეს მონაკვეთზე რამდენიმე ათასი ტონა დიზელის საწვავით დატვირთული ავტომანქანები დავაკავეთ. შუაღამისას კონტრაბანდისტებს ისე დავადექით თავზე, გაოცდნენ. ეს იყო ტიპური კონტრაბანდა. საზღვრის ერთ მხარეს იდგნენ დიზელით დატვირთული ავტომანქანები, მეორე მხარეს კი ჩვენი კონტრაბანდისტები. საწვავის გადმოტუმბვა მდინარეზე გადებული სპეციალური რეზინის მილებით ხდებოდა.

- როგორც ჩანს, კონტრაბანდისტები ღამე უფრო საქმიანობენ.

- თითქმის ყველა სამართალდარღვევა, ძირითადად, ღამით და ღამის ხედვის ხელსაწყოს მეშვეობით აღმოვაჩინეთ. თუ მძღოლს ეს ხელსაწყო არ აქვს და კონტრაბანდას ისე ჩაუდგება კვალში, შესაძლოა თვალთახედვის არედან მანქანა ისე გაეპაროს, ვერც კი გაიგოს. საწვავით დატვირთული ავტომანქანა თბილისში შეიძლება ისე მოხვდეს, ასფალტიან გზაზე არც კი გაიაროს. ასეთ ტვირთზე გამოდევნება საშიშიც კია. არ იცი ღამით, ისიც მივარდნილ ადგილებში, ვინ დაგესხმება თავს. ჩვენ ასეთი შემთხვევებიც გვქონდა...

დღეს უკვე ლეგიონი ფინანსთა სამინისტროს დაექვემდებარა. ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენი უფლება-მოვალეობები უფრო გაიზრდება, რაც ვფიქრობ, სახელმწიფოს საქმეს ნამდვილად წაადგება, კონტრაბანდისტებზე კი რა მოგახსენოთ.

კონტრაბანდისგან დაუცველ ბაზებს ალბათ, მაკონტროლებლების არაკორუმპირებულობა უფრო მეტად წაადგებოდა, ვიდრე მათი გაზრდილი უფლებამოვალეობანი.

საბოლოო სიტყვას ხვალინდელი დღე იტყვის.

ავტორი: ლელა წითლანაძე


კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი