მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-06-10
სათბურის ტყემალი

დედაბუნება მილიონობით წლების მანძილზე იცვლებოდა. ის, რამაც ჩვენამდე მოაღწია, ბუჩქი, ხე თუ მდელო, მრავალ საუკუნეში გამოვლილი და უკვე დღევანდელ პირობებს შეგუებული დედამიწის საფარია. კაცობრიობას ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნა რომ შესძლებოდა, წესით და რიგით, ბევრად უკეთეს პირობებში უნდა ეცხოვრა, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. სწორედ ამ საფრის მოშლის მიზეზია ეკოლოგიური უბედურებები, ქარის, წვიმისა და გვალვისაგან განადგურებული მოსავალი. საბედნიეროდ, დედამიწა ჯერჯერობით პატიობს ადამიანს უდიერად მოპყრობას და ადამიანსაც ჯერ კიდევ ყოფნის ჭკუა, მადლიერი იყოს დედაბუნების, რადგან ის არის მისი შემწე და მარჩენალი და მას თავის ჭკუაზე, თავის სასარგებლოდ ხშირად წარმართავს...

ზაფხულის მზეს შეჩვეული ბოსტნეული ზამთარში რომ მოეწია, ამის მისაღწევად კაცობრიობას რამდენიმე ათეული წელი ეყო, მაგრამ დააკვირდით, რამდენი გონება სჭირდება ამ საქმეს და როგორი დამყოლია ბუნება, როცა ადამიანი მას გონივრულად იყენებს. ასე რომ, რადგან ერთ მშვენიერ დღეს ადამიანმა კლიმატი, სინათლე, სითბო, ტენიანობა და მათი ფარდობითობა წელიწადის დროების მიხედვით სათბურში გადაიტანა, ახლა აღარავის აკვირვებს ზამთარში მოწეული ზაფხულის ხილი. ამას წინათ ამ საქმიანობაში ჩემმა ახლობელმა ისეთი რამ გააკეთა, გამაოცა...

აბა, თუ მიხვდებით, რა გადაიტანა მან სათბურში? - არც მეტი, არც ნაკლები, 3-მეტრიანი ტყემალი! იყიდა დიდი რაოდენობის ცელოფანი და ტყემლის გარშემო ხის ბოძებით პრიმიტიული სათბური გააკეთა. ერთი სიტყვით, გადაწყვიტა ხისთვის ზამთარში გაზაფხული და ზაფხულის კლიმატი ეჩუქებინა და სანაცვლოდ ნაადრევი ნაყოფი მიეღო. არც ის დავიწყნია, ყველა მცენარეს სინათლე რომ სჭირდება, ამიტომ "სათბურში" ნათურა ჩამოკიდა და რკინის ღუმელიც შეიტანა. ასე შეუდგა საქმეს. იცოდა, რომ ტყემალი გაზაფხულის დადგომისთანავე 100ც ტემპერატურაზე ყვავის და ღუმელსაც ამის მიხედვით ანთებდა, ნათურით დღეღამური განათების ხელოვნური რიტმიც შექმნა. არც ის დავიწყებია, მცენარეს ჰაერი რომ სჭირდება. წარმოიდგინეთ, რომ ამ შრომამ შედეგი გამოიღო. მუდმივმა სითბომ, დღეში 12 საათის მანძილზე შუქმა ტყემალი ააყვავა და აღდგომაც არ იყო დამდგარი, ახალი ხილი ჩემმა გმირმა ბაზარში გასაყიდად რომ გამოიტანა. 200-გრამიან ჭიქას ლარად ყიდდა და ერთ ჩანთა ტყემალში 120 ლარი აიღო. ახლა თქვენ განსაჯეთ, მკითხველო, 3-მეტრიან ხეზე რამდენი ჭიქა ტყემალი მოიკრიფება და რა მოგება დარჩებოდა ჩვენს ნოვატორს...

თუ დარჩა, ხელი მოემართოს - მიხარია, როცა ასეთ გონიერ კაცს წავაწყდები - ქვეყნისთვისაც კარგია და მისი ოჯახისთვის - უკეთესი!

ავტორი: ნიკო გორგი


კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი