მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირის პალიტრა
2002-06-10
"მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და არც სასწაულების მოხდენა შემიძლია"

როცა პირველად ვნახე თორნიკე ჯგერენაია - თხუთმეტი წლის ბიჭი, რომელმაც მთელი საქართველო განაცვიფრა და აალაპარაკა, სიმართლე გითხრათ, ახლოს მისვლაც ვერ გავუბედე თუ ვერ ვაკადრე. მას შემდეგ კი, რაც თორნიკემ საქართველოს პატრიარქისაგან მიიღო ნება ჟურნალისტებს შეხვედროდა, ხელ-ფეხი გამეხსნა.

თორნიკე ჯგერენაია ქუთაისის წმ. თეკლას სახელობის ეკლესიის მოძღვრის, მამა საბას სულიერი შვილია: "უფლის საოცარი მადლია ის, რაც თორნიკეს თავს ხდება. ეს არის გაფრთხილება, რომელიც არ უნდა იყოს პანიკის გამომწვევი. ჩვენ, უბრალო ადამიანები, ღვთის შვილები ვართ და უბრალოება გვმართებს. მინდა მოგილოცოთ, რომ დაიბადეთ საქართველოში. ეს არის ქვეყანა, რომელიც უფალმა გამოარჩია. დღეს ჩვენ სისხლით გველაპარაკება უფალი, რომ ამით მაინც გაადნოს ჩვენი გახევებული გულები!"

ბაგრატის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა ზინობი: "ღმერთი გვწამს, მაგრამ ეკლესიურები არ ვართ! როცა თორნიკე ჩემთან მოვიდა, მას ბიბლია წაკითხული არ ჰქონდა, მით უმეტეს, აპოკალიფსი. სულიწმინდის ძალით ლაპარაკობს ბავშვი და ეს არის ნიშანი იმისა, რომ ყველამ უნდა ვიწამოთ ღმერთი. მე დავესესხები უწმინდესს და გავიმეორებ, რომ - "ეს არის XXI საუკუნის სასწაული!" (მამა ზინობი საუბრისას ისე ღელავდა, ხმაც კი უწყდებოდა! - ავტ.).

...ახლა კი ისევ თორნიკეს დავუბრუნდეთ, რომელთან შეხვედრაშიც მისი ბებია, ქალბატონი ცისანა ხაზარაძე დაგვეხმარა. ქერა, სათნო სახის ბიჭს მოკრძალებით შევცქეროდი, მის ნაიარევ მაჯას კი ვეამბორე და სიმართლე გითხრათ, ცრემლს ვერ მოვერიე... არც კი ვიცი რატომ, მაგრამ როგორც ყველა ცოდვილ მოკვდავს, შიშის გრძნობა გამიჩნდა. თორნიკემ, როგორც ჩანს, ეს იგრძნო და სანამ გონზე მოსვლას მოვახერხებდი, თავად დაიწყო საუბარი: "მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და არც სასწაულების მოხდენა შემიძლია. კიდევ კარგი, სწავლა დამთავრდა და გიმნაზიაში აღარ დავდივარ, თორემ დავიღალე: მოდიოდა ხალხი და კიბეზე ჩამომსხდარნი მიცდიდნენ: ზოგი წინასწარმეტყველებას მთხოვდა, ზოგიც ავადმყოფის განკურნებას. სახლშიც მოდიან და ძლივს ვარწმუნებთ, რომ ეს არაა ჩემი საქმე, მაინც არ სჯერათ. გუშინ კონცერტზე წავედი მეგობრებთან ერთად, ცეკვა მინდოდა, გართობა. ვიღაცამ მიცნო და ვიღას ახსოვდა კონცერტი. იყვირა: "ის არისო!" და შემომეხვია ხალხი, გაქცევით ვუშველე თავს (იცინის და თვალები უციმციმებს - ავტ.).

რაც შეეხება ჩემს ნახატებს (თორნიკე ხატავს - ავტ.), წინასწარ არ ვიცი, რას ვხატავ, თავისით მოდის აზრი, თითქოს მკარნახობენ, რა უნდა დავხატო და რას ნიშნავს ყოველივე".

- და რას ნიშნავს?

(თორნიკემ ნახატები გადმოიღო და მათზე გამოსახული სიუჟეტების ახსნა დაიწყო, უფლება მოგვცა რამდენიმე გაზეთისთვის გადაგვეღო. პირველ სურათზე გამოსახული ნახატი თავად შემოგვთავაზა).

- აი, ეს გადაიღეთ, რადგან ყველაზე მეტად სჭირდებათ ადამიანებს. ამ ნახატს პირობითად "მეხუთე ელემენტს" დავარქმევ: ვიცით, რომ უფალმა ადამიანი ოთხი ძირითადი ელემენტისგან შექმნა: მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი, მაგრამ არსებობდა მეხუთე ელემენტიც, რომელიც ზუსტად არავინ იცის, რა იყო. მე კი გეტყვით, რომ ეს სიყვარულია: უფალი შემოდის ჩვენში სიყვარულით. ამ სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ და გავამრავლოთ, რომ სწორედ მისი მეშვეობით შევძლოთ ღმერთთან დაბრუნება და სასუფეველში დამკვიდრება, ე.ი. გადარჩენა... აი, ამ კიბით სასუფეველში ავალთ. ზემოთ სასუფევლის კარია!..

აი, ამ სურათზე (#2) მეორედ მოსვლის ჟამს მიწისძვრისგან ორად გახლეჩილი დედამიწაა. ამობრუნებული საფლავები, მიცვალებულები, რომლებიც საზვერეების გავლით ავლენ იმ სასუფეველში, რომლის ღია კარიბჭე მოჩანს მარჯვენა კუთხეში. გახლეჩილ დედამიწას გველეშაპი ახვევია. მარჯვენა ქვედა კუთხეში სატანის ნიშანია, რომელიც, სხვათა შორის, ამერიკულ ერთდოლარიანზეა გამოსახული...

მესამე ნახატზეც დედამიწაა, რომელიც ეშმაკისეულს აქვს ზურგზე მოკიდებული. მხოლოდ რჩეულებს ეძლევათ თავის დაღწევის საშუალება. ზემოთ, მარჯვენა კუთხეში ახალი დედამიწა მოჩანს. სხვათა შორის, ჩვენ რომ დედამიწაზე დავდივართ, აქ ძლიერია ეშმაკი და ამიტომ მრავლდება იოლად ცოდვა!..

- თორნიკე, ერთ ნახატზე ანტიქრისტეს დაბადება გაქვს დახატული...

- ანტიქრისტეს გარყვნილი ქალწული შობს. მას სამი ცხოველის სისხლისაგან, კლონირებით შექმნიან: ავაზა, აფთარი და გველი. სამივე ცხოველს აქვს მეექვსე გრძნობა, ანუ ინტუიცია, შთაგონება, ამიტომ დანიშნულნი არიან ციფრით - 6. სამი ექვსიანი კი ერთად გვაძლევს სატანის რიცხვს - 666-ს.

- შთაგონება ხომ ამ შემთხვევაში იგივე ზომბირებაა?

- რა თქმა უნდა! გველი ყრუა, მაგრამ ესმის, ავაზას ვერავინ გაასწრებს, აფთარს ვერავინ ერევა! ანტიქრისტესაც ექნება ყველა ეს თვისება: გველის სიბრძნე, ავაზას სისწრაფე და აფთრის ძალა. 12 წლამდე იგი ჩვეულებრივი ბავშვი იქნება, შემდეგ გზაზე ეშმაკისეული გადაუდგება და მსოფლიო ბატონობას შესთავაზებს, ისიც დათანხმდება: კეფაზე ექნება წითელი შრიფტით დაბეჭდილი რიცხვი 666, შუბლზე კი ხუთქიმიანი ვარსკვლავი.

- იცი თუ არა, რომ ხუთქიმიანი ვარსკვლავი კომუნისტების სიმბოლოა!

- კომუნისტების იდეოლოგია ყველაზე დიდი სატანიზმი იყო. პიონერებს საოცარი ამბიცია ჰქონდათ პირველობაზე, გამორჩეულობაზე...

- სხვათა შორის, მე პიონერი ვიყავი და საოცარი დისციპლინა იყო მაშინ ბავშვებში. მენატრება კიდეც ის დრო!

- 7 წლის ასაკიდან ბავშვი თავად განკარგავს თავის ბედს. მას ვერავინ შეუზღუდავს თავისუფლებას და ეგ "დისციპლინა" მხოლოდ ბუნებრივ განვითარებაში შეუშლის ხელს. იმ "დისციპლინას" მოჰყვა II მსოფლიო ომი და ყველა დიდი არეულობა. პიონერები და კომუნისტებიც ზომბები იყვნენ... (პავლიკ მოროზოვის გმირობაც კმარა, ალბათ ამის დასტურად! - ავტ.), მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიის ფუძემდებლებზე ხომ არც ღირს ლაპარაკი. ახლა დრო შეიცვალა და სატანაც სხვა ხერხებით, ცივილიზაციის სიურპრიზებით გვიტევს. მაგალითად, პამპერსებით გაზრდილი ბავშვების ძალიან დიდ უმრავლესობას სამომავლოდ შვილი არ ეყოლება და ეს შეგნებულად კეთდება, რადგან სატანის შთაგონებით დედამიწის მოსახლეობამ 8 მილიარდს არ უნდა გადააჭარბოს.

- ამბობენ, მეორედ მოსვლის ჟამს საქართველო გაბრწყინდებაო?

- აქ ქართული მიწის კურთხევასა და გაბრწყინებაზეა ლაპარაკი, რადგან იგი დაცულია. მეორედ მოსვლის ჟამს უფალი რომ მთებში გახიზვნისაკენ მოუწოდებს ხალხს, სწორედ საქართველო იგულისხმება ამ მთებში!..

...აღარც კი ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდა ჩვენი საუბარი, ქალბატონი ცისანას საგანგებოდ მორთმეული ყავაც გაგვიცივდა და დაგვავიწყდა. თუკი რამ ეჭვი იყო ჩემს ცოდვილ სულში, ყველაფერზე ერთბაშად მოვინდომე პასუხის მიღება და გადავღალე კიდეც პატარა კაცი. თუმცა, რაღა პატარა, მისი მსჯელობა ზრდასრულ ინტელექტუალსაც შეშურდება, მაგრამ აქ ხომ, როგორც მამა საბა ბრძანებს - უფლის საოცარი მადლია, რაც თორნიკეს თავს ხდება... ისე, ჩვენს პატარა კაცს 12 ივნისს უსრულდება 15 წელი.

ავტორი: ინგა ჯაყელი


კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი